• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უკეთესი შესყიდვის შესაძლებლობა Bear Market-ზე: Coca-Cola vs Altria

ივნისი 23, 2022
in სიახლეები
უკეთესი შესყიდვის შესაძლებლობა Bear Market-ზე: Coca-Cola vs Altria
გაზიარება

Coca-Cola და Altria, ორივე ხშირად განიხილება, როგორც კარგი თავდაცვითი აქცია bear market-ის დროს. ორივე სამომხმარებლო კომპანია ამაყობს ბაზარზე ძლიერი პოზიციით, გამოიმუშავებს სტაბილურ მოგებას და იხდის მაღალ დივიდენდებს – ეს ყველაფერი ახლა განსაკუთრებით მიმზიდველი თვისებებია, რადგან ინვესტორები სარისკო ინვესტიციებს ერიდებიან.

უნდა შეიძინონ თუ არა ინვესტორებმა რომელიმე ამ ლურჯი ჩიპის კომპანიის აქციები? მოდით, ამის გასარკვევად მათ ბიზნეს მოდელებს, ზრდის ტემპებსა და შეფასებებს გადავხედოთ.

მსგავსებები და განსხვავებები

Coca-Cola და Altria სხვადასხვა სახის პროდუქტებს ყიდის, მაგრამ ორივე მათგანს თავიანთ ბაზრებზე სეკულარული წინააღმდეგობები ემუქრება. Coca-Cola თავისი წამყვანი პროდუქტის – გაზიანი სასმელების გაყიდვების მიმართულებით წინაღობას აწყდება, რადგან მომხმარებლები უფრო ჯანსაღი სასმელებისკენ ისწრაფვიან. Altria – თამბაქოს წამყვანი კომპანია ამერიკაში, მწეველთა რაოდენობის შემცირების, აქციზის ზრდისა და მისი წამყვანი Marlboro-ს ბრენდისთვის მკაცრი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდა.

Coca-Cola

კოკა-კოლამ ამ პრობლემებს წინააღმდეგობა გაუწია და თავისი სასმელების ასორტიმენტი წვენების, ჩაის, სპორტული სასმელების, წყლის, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების საშუალებითაც კი გააფართოვა. გარდა ამისა, კომპანიამ თავისი ძირითადი პროდუქტი – გაზიანი სასმელები დაბალკალორიული ვერსიებით, ახალი გემოებით და უფრო მცირე მოცულობის ულუფებით განაახლა.

ალტრიამ, შენელებული მიწოდებისა და მაღალი ფასების ასანაზღაურებლად, წლების განმავლობაში სიგარეტის ფასები არაერთხელ გაზარდა. კომპანიამ თავისი ასორტიმენტი სიგარების, ელექტრო სიგარეტის და სხვა პროდუქტებით გაამრავალფეროვნა.

ორივე კომპანია მკაცრად აკონტროლებს ხარჯებს და ხშირად მიმართავს აქციების გამოსყიდვის პროგრამას, რათა გაზარდოს მოგება ერთ აქციაზე (EPS) და დივიდენდური ანაზღაურება. Coca-Cola არის დივიდენდ მეფე, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად ზრდის დივიდენდებს. რაც შეეხება Altria-ს, ეს კომპანია ყოველწლიურად ზრდის დივიდენდურ სარგებელს მას შემდეგ, რაც 2008 წელს ის Philip Morris International-ის საერთაშორისო ოპერაციებს გამოეყო.

რომელი კომპანია უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ ზრდას?

2020 წელს კოკა-კოლას ორგანული შემოსავალი 9%-ით შემცირდა, რადგან პანდემიის გამო ბევრი სასადილო სივრცე დაიხურა. ამ შენელებამ გადაფარა კომპანიის ძლიერი გაყიდვები საცალო მაღაზიებში. მისი შესადარებელი EPS 8%-ით შემცირდა, ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF – free cash flow) მხოლოდ 8%-ით გაიზარდა.

თუმცა, 2021 წელს Coca-Cola-ს ორგანული გაყიდვები 16%-ით გაიზარდა, რადგან პანდემიასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები გაქრა. კომპანიის შესადარებელი EPS 19%-ით, ხოლო FCF 30%-ით – $11.3 მილიარდამდე გაიზარდა. Coca-Cola-მ ამ ჯამიდან $7.3 მილიარდი დივიდენდების სახით გაანაწილა, მაგრამ აქციები არ გამოუსყიდია. კომპანია ამ წელს $500 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვას გეგმავს.

2022 წლისთვის კოკა-კოლას მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის ორგანული შემოსავალი 7%-8%-ით გაიზრდება, თუნდაც რუსეთში მისი ოპერაციების შეჩერების გათვალისწინებით, ხოლო მისი შესადარებელი EPS 5%-6%-ით გაიზრდება. მენეჯმენტი მოელის, რომ კოკა-კოლას FCF 7%-ით – $10.5 მილიარდამდე დაიკლებს, მაგრამ ეს მაინც საკმარისზე მეტი იქნება დივიდენდების გადასახდელად და აქციების დაგეგმილი გამოსყიდვის განსახორციელებლად.

Altria-ზე პანდემიით გამოწვეულ მასიურ შენელებას არ უმოქმედია. 2020 წელს მისი შემოსავალი (აქციზის გარეშე) 5%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის გადაზიდვები 2%-ით შემცირდა. კომპანიამ ეს შენელება უფრო მაღალი ფასებით, ასევე, მეტი სიგარებისა და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვით აანაზღაურა. Altria-ს კორექტირებული EPS 4%-ით გაიზარდა.

Altria

2021 წელს ალტრიას შემოსავალი (აქციზის გარეშე) 1%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მიწოდება 6%-ით შემცირდა. კომპანიის კორექტირებული EPS 6%-ით გაიზარდა, რადგან მან $1.7 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა და $6.4 მილიარდის მოცულობის დივიდენდები გადაიხადა. დივიდენდების გადახდისა და აქციების გამოსყიდვისთვის ერთად კომპანიის FCF-ის დაახლოებით 99% გახდა საჭირო.

წელს ანალიტიკოსები მოელიან, რომ Altria-ს შემოსავალი (აქციზის გარეშე) 1%-ზე ნაკლებით შემცირდება და კომპანიის კორექტირებული EPS 5%-ით გაიზრდება. შეერთებულ შტატებში მიმდინარე ინფლაციის ფონზე, რომელიც 40-წლიან მაქსიმუმს აღწევს, სავარაუდოდ, კომპანიას შემოსავლების გაზრდა გაუჭირდება.

დივიდენდები და ღირებულება

კოკა-კოლას ფორვარდული შემოსავალი 3%-ს შეადგენს, ხოლო ალტრიასი – 8%-ს. თუმცა ალტრიას სარგებლის ზრდა გამოწვეულია ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასის 40%-იანი შემცირებით. ამ პერიოდის მანძილზე კი კოკა-კოლას აქციების ფასი სტაბილურად 30%-ით გაიზარდა.

წარსული მაჩვენებლები სამომავლო მოგების გარანტიას არასოდეს იძლევა, მაგრამ წინა შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები Coca-Cola-ს ზრდის პერსპექტივის მიმართ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Coca-Cola-ს ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 24-ს შეადგენს, ხოლო Altria-სი – 9-ს.

ალტრიას უფრო მაღალი სარგებელი და დაბალი ღირებულება, შესაძლოა, თავდაპირველად უფრო მიმზიდველი ჩანდეს ამ არასტაბილური ბაზრის პირობებში, მაგრამ ამ კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე კოკა-კოლასი. იმავდროულად, ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, მომავალი ათწლეულების განმავლობაში სტაბილურ შემოსავალსა და მზარდ მოგებას გამოიმუშავებს. ეს ფაქტი კი, თავდაცვის მიზნით, კოკა-კოლას უკეთეს აქციად აქცევს.

წინა

ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს

შემდეგი

4 მეთოდი, რომელიც ბაზრის კრახის დროს სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
4 მეთოდი, რომელიც ბაზრის კრახის დროს სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ

4 მეთოდი, რომელიც ბაზრის კრახის დროს სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved