• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 მეთოდი, რომელიც ბაზრის კრახის დროს სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ

ივნისი 23, 2022
in ინვესტიციის ანბანი
4 მეთოდი, რომელიც ბაზრის კრახის დროს სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ
გაზიარება

როგორც 2022 წლის პირველმა ნაწილმა ასე სასტიკად შეგვახსენა, აქციების ფასმა, შეიძლება, ნებისმიერი მიმართულებით იმოძრაოს. თუ ამ რეალობისთვის მზად არ ხართ, მაშინ თქვენთვის ბაზრის კრახის, შესაძლოა, წარმოუდგენლად საშინელი რეალობა იყოს.

ბაზრის კრახის დროს მშვიდი ძილის შენარჩუნება, შეიძლება, თქვენთვის მიუწვდომელ ოცნებად ჩანდეს. თუმცა, რეალურად, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ რთული პერიოდის გადასალახად მოემზადოთ და ბაზრის კრახი მშვიდად გადაიაროთ. ამისთვის საჭიროა ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, დისციპლინა და მიღება იმ კომპრომისებისა, რომელიც თქვენი ინვესტიციების რისკ-მენეჯმენტს ახლავს თან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს შევეხებით 4 გზას, რომელიც ბაზრის კრახის დროს მშვიდი ძილის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

Market Crash
  1. იქონიეთ საგანგებო ფონდი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც საფონდო ბირჟის ვარდნისას შეხვდებით არის ის, რომ, შესაძლოა, იძულებული გახდეთ თქვენი აქციები ხარჯების დასაფარად გაყიდოთ. ეს კი შესანიშნავი გზაა, რომ ბაზრის დროებითი ვარდნა კაპიტალის მუდმივ დანაკარგად აქციოთ.

ამ პრობლემის თავის ასაცილებლად დაგეხმარებათ საგანგებო ფონდის შექმნა 3-6 თვის ხარჯებისთვის საკმარისი ფულადი სახსრებით. რა თქმა უნდა, დღევანდელ ინფლაციურ გარემოში, შესაძლოა, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის შენახვა კარგი იდეა არ იყოს, რადგან ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ფონდის შექმნისას ზომიერება დაიცვათ და ფულადი დანაზოგების გადამეტებას მოერიდოთ.

 

  1. ნუ შეიძენთ აქციებს იმ ფულით, რომელიც მალე დაგჭირდებათ

ის ფული, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, აქციებში ინვესტირებისთვის არ არის განკუთვნილი. თუ ასეთი ფულით აქციებს შეიძენთ და საფონდო ბირჟის კრახის წინაშე აღმოჩნდებით, თქვენი ფულის ინვესტიციებიდან გამოტანა დაგჭირდებათ, რაც ძალიან საზიანოა, რადგან ამ დროს აქციების ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ასეთი ფული ხანგრძლივობის შესატყვის (გამოიყენება საპროცენტო განაკვეთის რისკის სამართავად) სახაზინო ობლიგაციებში ან საინვესტიციო ხარისხის (რეიტინგი, რომელიც ნიშნავს, რომ მუნიციპალურ ან კორპორაციულ ობლიგაციას დეფოლტის შედარებით დაბალი რისკი გააჩნია) ობლიგაციებში დააბანდოთ. ამ შემთხვევაში, თქვენ მაღალ შემოსავალს ვერ მიიღებთ, თუმცა რისკიც ნაკლები იქნება.

  1. თავი აარიდეთ ზღვრულ დავალიანებას

ზღვრული დავალიანება აღწერს იმ თანხებს, რომლებსაც ინვესტორები სესხად იღებენ, პროცენტით, ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის ან მათზე ფსონის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ სესხის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მოგება, თუ ფასიანი ქაღალდის გადაადგილების სწორი მიმართულებით გააკეთებთ ფსონს, მას, ასევე, შეცდომის შემთხვევაში, თქვენი ზარალის სწრაფად გაზრდა შეუძლია. ზღვრული დავალიანებით არასწორი ფსონის გაკეთების შედეგად, შესაძლოა, თქვენმა ბროკერმა დამატებითი გირაოს ჩადება ან თქვენი პოზიციის ზარალის ლიკვიდაცია მოგთხოვოთ, ამას margin call ეწოდება. გარდა ამისა, ზღვრული დავალიანებების უმეტესობას გააჩნია მნიშვნელოვანი პროცენტი. ეს პროცენტი ირიცხება თქვენ მიერ ნასესხები თანხის და არა თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების მიხედვით.

  1. გაიაზრეთ თქვენი საკუთრების ღირებულება

საბოლოო ჯამში, აქციების ფლობა სხვა არაფერია, თუ არა წილი კომპანიაში. ამ კომპანიას გააჩნია ღირებულება, რომელიც დროთა განმავლობაში ფულის გამომუშავების უნარს ეფუძნება. იმის განსაზღვრით, თუ რამდენს გამოიმუშავებს კომპანია დროთა განმავლობაში და შემდეგ მასში თქვენი წილის კორექტირებით, შეგიძლიათ ამ ღირებულების გონივრული შეფასება მიიღოთ.

ისეთი ტექნიკა, როგორიც არის დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელი, შეიძლება, ამ თვალსაზრისით სასარგებლო იყოს, რადგან ის საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი შეფასებები სწრაფად შეცვალოთ და თქვენ მიერ განლაგებული სცენარების საფუძველზე მნიშვნელობების დიაპაზონი გამოავლინოთ. იმის გამო, რომ თქვენ საქმე მომავალთან გაქვთ, სრულყოფილ გამოთვლას ვერ მიაღწევთ, მაგრამ შეგიძლიათ გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ასეთი ხელსაწყოების გამოყენებით, თქვენ დაინახავთ შემთხვევებს, როდესაც ბაზრის კრახი შესყიდვის შესანიშნავ შესაძლებლობებს გაძლევთ, რადგან ასეთ დროს, ძალიან ძლიერი კომპანიები, შეიძლება, რეალურ ფასზე ბევრად უფრო იაფად იყოს შეფასებული. ეს არის ის, რამაც, შესაძლოა, პანიკური გამყიდველიდან ოპორტუნისტ მყიდველად გარდაქმნაში დაგეხმაროთ.

დაიწყეთ ახლავე

საფონდო ბირჟის კრახის პირობებში ცხოვრება ადვილი არასოდეს არის. მიუხედავად ამისა, გონივრული საინვესტიციო სტრატეგიის საშუალებით, თქვენ სიმშვიდის შენარჩუნებასა და რაციონალურად მოქმედებას შეძლებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა მართლაც მოხდება თუ არა ბაზრის კრახი, უარესი სცენარისთვის მზადყოფნა ყოველთვის დაგეხმარებათ და თავდაჯერებულობას შეგძენთ.

წინა

უკეთესი შესყიდვის შესაძლებლობა Bear Market-ზე: Coca-Cola vs Altria

შემდეგი

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს ახლა: Amazon vs Tesla

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს ახლა: Amazon vs Tesla

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს ახლა: Amazon vs Tesla

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved