• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უკეთესი ინვესტიცია ამ Bear Market-ის პერიოდში: Apple vs Microsoft

აგვისტო 22, 2022
in სიახლეები
უკეთესი ინვესტიცია ამ Bear Market-ის პერიოდში: Apple vs Microsoft
გაზიარება

Apple და Microsoft ტექნოლოგიური ინდუსტრიის ორი ტიტანი და მსოფლიოში ორი უდიდესი კომპანიაა. მაშინ, როდესაც Microsoft შემოსავლის უმეტეს ნაწილს პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესებიდან გამოიმუშავებს, Apple-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა მობილური აპარატურის პროდუქტება. ამ მსხვილი ტექნოლოგიური ლიდერებიდან რომელში ინვესტირებაა ახლა უკეთესი?

Apple ათწლეულების განმავლობაში ნერგავს ინოვაციებს

Apple მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბიზნესია. მან ამ სტატუსს ინოვაციური პროდუქტების (iPhone, iPod, iPad, Apple Watch და AirPods) შექმნით მიაღწია. ინოვაციების ეს ისტორია Apple-ში ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს ნაკლებად მომგებიანი აქცია იქნებოდა, თუ მის პოპულარობას მხოლოდ iPhone განსაზღვრავდა, თუმცა მრავალი პროდუქტის მილიარდობით გაყიდვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სიძლიერეს.

Apple

სწორედ ეს დაეხმარა Apple-ს 2012 წლიდან 2021 წლამდე შემოსავალი $156 მილიარდიდან $366 მილიარდამდე გაეზარდა. მომხმარებლებს იმდენად სურთ კომპანიის პროდუქტი, რომ მან ამ პერიოდში საოპერაციო შემოსავალი $55 მილიარდიდან $109 მილიარდამდე გაზარდა. აქციონერებისთვის დამატებითი სარგებელი არის ის, რომ Apple-მა ძალიან მიმზიდველი ეკოსისტემა ჩამოაყალიბა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ iPhone-ის მომხმარებლები სხვა ბრენდზე გადაერთონ.

Apple-ის აქციების ყიდვამდე ყოყმანის ერთ-ერთი მიზეზი არის აქციების მაღალი შეფასება – P/E კოეფიციენტი 28.6-ს შეადგენს, ხოლო P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) კოეფიციენტი – 26.5-ს. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტორებს დიდი სარგებელი მოუტანოს.

Apple PFCF & PE Ratios

Microsoft: პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი მომავლისთვის არის შექმნილი

Apple-ის ტექნოლოგიური ბიზნესი, ასოცირებული პროგრამული ეკოსისტემა და ბრენდის სიძლიერე უდავოდ ფანტასტიკურია, მაგრამ, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში Microsoft უფრო მიმზიდველი იყოს. ქლაუდ გამოთვლებზე დაფუძნებული აპლიკაციებისა და სერვისების ზრდა ჯერ კიდევ ახლა იწყება, Microsoft კი მზად არის ამით ისარგებლოს.

Microsoft-ის Azure ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისი არის ერთ-ერთი უდიდესი და მომგებიანი შეთავაზება ამ კატეგორიაში და მას გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მიუხედავად გარკვეულწილად რთული მაკროეკონომიკური ფონისა, Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიამ ახალი კონტრაქტების რეკორდული რაოდენობა გააფორმა – $100 მილიონზე მეტი.

Microsoft

ქლაუდ ინფრასტრუქტურა არის სეკულარული მზარდი ბაზარი და Azure-ის ძლიერი მხარეები Microsoft-ს გრძელვადიანი გაფართოების პოტენციალს სძენს. ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივებისა და ქლაუდ სივრცეში მიგრაციის მიმართულებით ხარჯვა კვლავ გაგრძელდება მაშინაც კი, თუ უახლოეს პერსპექტივაში ეკონომიკური პირობები არახელსაყრელი იქნება და, შესაძლოა, ეს დინამიკა, დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, Microsoft-ს Apple-თან შედარებით უპირატესობას ანიჭებდეს.

Apple-მა მობილურ აპარატურაზე ფანტასტიკური მარჟების გენერირება შეძლო და მისი მომხმარებელთა ბაზა, Alphabet-ის Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებთან შედარებით, გაცილებით მეტს ხარჯავს აპლიკაციების შესყიდვებზე. თუმცა, ტექნიკის გაყიდვებზე დიდმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, შემდგომში კომპანიის ზრდა გაართულოს – განსაკუთრებით, თუ ახალი პროდუქტების კატეგორიებში განშტოების მცდელობები წარმატებული არ იქნება.

რომელ ტექნოლოგიურ გიგანტში უნდა ჩადოთ ინვესტიცია დღეს?

ინვესტორებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიური სექტორის გრძელვადიან ზრდაში დარწმუნებულნი არიან, ინვესტირება როგორც Microsoft-ში, ასევე, Apple-ში შეიძლება სწორი გადაწყვეტილება იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევანი ორ ტექნოლოგიურ გიგანტს შორის დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ რომელი კომპანიის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ზრდის შესაძლებლობები არის უფრო ძლიერი.

თუ აპირებთ, რომ ქლაუდ ინფრასტრუქტურის ევოლუციით და პროდუქტიულობის პროგრამული სერვისებით ისარგებლოთ, Microsoft, ალბათ, უკეთესი არჩევანია. თუმცა, თუ Apple-ის მაღალი მარჟის მქონე აპარატურის, ასევე, განვითარებადი პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების ეკოსისტემაში უფრო დიდ მომავალს ხედავთ, Apple-ის აქციები აშკარად კარგი შენაძენი იქნება თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის.

წინა

Walmart ყველანაირად ცდილობს Walmart+-ის გაძლიერებას

შემდეგი

როგორ შეუძლიათ ინვესტორებს უორენ ბაფეტს აჯობონ?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეუძლიათ ინვესტორებს უორენ ბაფეტს აჯობონ?

როგორ შეუძლიათ ინვესტორებს უორენ ბაფეტს აჯობონ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved