კვირას The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-მა გამართა დისკუსიები ტექნოლოგიურ კონკურენტთან — Meta Platforms-თან ამ უკანასკნელის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის ახლახან დაანონსებულ პერსონალიზებულ AI სისტემაში — Apple Intelligence-ში ინტეგრირებისთვის.
ასეთი გარიგება Meta-ს საშუალებას მისცემს, iPhone-ების მეშვეობით Apple-ის მომხმარებელთა ფართო ბაზაზე მოიპოვოს წვდომა, ისევე, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები სარგებლობენ App Store-ით.
Apple-მა ახლახან წამოიწყო თანამშრომლობა ChatGPT-ის მფლობელ OpenAI-სთან და მისმა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სურს Google-ის Gemini-სთან ინტეგრაციაც. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, iPhone-ის მწარმოებელი განახილავს სტარტაპების — Anthropic და Perplexity-ის მიერ შემუშავებული გენერაციული AI ტექნოლოგიების დამატებას Apple Intelligence-ში, თუმცა Meta Platforms-სთან მოლაპარაკებები დასრულებული არ არის და შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს.
ჟურნალის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პოტენციურ AI პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში Apple-ის წარმომადგენლებს გადახდების შეთანხმება არ მოუთხოვიათ. ამის ნაცვლად, Apple-ის პარტნიორმა კომპანიებმა, რომლებიც პრემიუმ გამოწერის სერვისებს ყიდიან, შეიძლება ამისთვის iPhone-ის მწარმოებლის სადისტრიბუციო ქსელი გამოიყენონ, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტი გამოწერის შემოსავლიდან წილს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობის გაფორმება კომპანიებთან, რომლებიც გენერაციულ AI-ს ავითარებენ, შეამცირებს Apple-ის დამოკიდებულებას OpenAI-ზე, გაურკვეველია, რამდენად ღიას გახდის iPhone-ის მწარმოებელი თავის ახალ AI პლატფორმას. გასათვალისწინებელია, რომ Apple, როგორც წესი, უპირატესობას დახურულ ეკოსისტემას ანიჭებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ისა და Meta Platforms-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $209.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $212.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $504.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $526.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $593.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.