გუშინ Advanced Micro Devices-მა (AMD) AI პერსონალური კომპიუტერების (PC) პორტფელის გასაფართოებლად, წარადგინა ახალი პროცესორები, რომლებიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტისთვის (AI). ახალ პროდუქტს შეუძლია, AI ბუმის ფონზე, AMD-ს Nvidia-სა და Intel-თან კონკურენციაში დაეხმაროს.
ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ დააანონსა AMD Ryzen PRO 8040 Series, რომლებიც, მენეჯმენტის თქმით, ბიზნეს ლეპტოპებისთვის შექმნილ ყველაზე მოწინავე x86 პროცესორებს წარმოადგენს.
კომპანიამ ასევე წარმოადგინა AMD Ryzen PRO 8000 Series დესკტოპის პროცესორი. AMD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის „პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე დესკტოპის პროცესორი ბიზნეს მომხმარებლებისთვის, რომელიც შექმნილია უახლესი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად დაბალი ენერგიის მოხმარებით“.
„AMD კიდევ უფრო აფართოებს ლიდერობას AI დესკტოპ კომპიუტერების მიმართულებით“ — განაცხადეს კომპანიაში და დასძინეს, რომ ახალი, Ryzen AI-ზე მომუშავე პროცესორები უზრუნველყოფს უფრო მეტად AI-ზე ფოკუსირებულ სიმძლავრეს, ვიდრე მისი წინა თაობები.
ცნობილი გახდა, რომ Lenovo და HP აპირებენ გამოიყენონ ახალი AMD პროცესორები თავიანთ AI PC შეთავაზებებში. Microsoft-ის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ კომპანია თანამშრომლობს AMD-სთან, რათა AMD Ryzen-ზე მომუშავე Windows 11 დესკტოპები და მობილური სისტემები შექმნას.
განცხადება გავრცელდა იმის ფონზე, რომ AMD და Intel ცდილობენ, კონკურენცია გაუწიონ Nvidia-ს, რომელიც AI ჩიპების ბაზარზე დომინირებს. აღსანიშნავია, რომ Nvidia-მ და Intel-მაც ასევე დააანონსეს საკუთარი AI PC ჩიპები.
Bank of America-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Nvidia განაგრძობს დომინირებას, დაიპყრობს აქსელერატორების დაახლოებით $90 მილიარდის ღირებულების ბაზრის 75%-ზე მეტს. Bank of America-ში ვარაუდობენ, რომ Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის პერსონალური ჩიპები ბაზრის 15%-20%-ს მოიცავს, ხოლო კიდევ 15%-20% განაწილდება სხვა კომპანიებზე, როგორებიც არის, მაგალითად AMD და Intel.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AMD-ის აქციებს?
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.