გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Alphabet-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.
კატალიზატორი, რომელმაც კომპანიის აქციების ფასის ზრდა გამოიწვია იყო ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, Alphabet-მა, თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისებისთვის, პირველი დიდი ლიცენზიანტი იპოვა.
Gemini
Bloomberg-ის სტატიაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Alphabet აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Apple-თან, რათა iPhone-ში ხელოვნური ინტელექტის მქონე გარკვეულ ფუნქციებს მხარდაჭერა Google-ის Gemini-მ გაუწიოს. როგორ მოხსენებაშია ნათქვამი, შესაძლოა, Alphabet-მა თავისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების iPhone-ში ინტეგრირებასაც მიაღწიოს.
თუ გარიგება შედგება, ეს იქნება პირველი აშკარა მითითება იმისა, რომ Alphabet-ს Google Cloud-ის მიღმაც გააჩნია დიდი პოტენციალი თავისი AI სერვისებისთვის. ნებისმიერი ასეთი გარიგება გაახანგრძლივებს ამ ორ ტექნოლოგიურ გიგანტს შორის არსებულ პარტნიორობას — აღსანიშნავია, რომ Safari-ის ბრაუზერში Google პირველად საძიებო სისტემას წარმოადგენს.
Alphabet და AI სივრცე
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება. გასულ თვეში, Alphabet-მა დროებით შეაჩერა Gemini-ის გამოსახულების გენერირების შესაძლებლობები, როდესაც მან ისტორიული ფიგურების არაზუსტი გამოსახულებები წარმოადგინა. Google-მა ეს ფუნქციები ოფლაინ სივრცეში გადაიტანა, მენეჯმენტმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სისტემა დაიხვეწება. ეს ფაქტი გვეხმარება იმის ილუსტრირებაში, რომ ყველაზე მოწინავე გენერაციული AI მოდელებიც კი ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია.
ინვესტორები ეჭვქვეშ აყენებდნენ Alphabet-ის შესაძლებლობას, გამოიყენოს AI შესაძლებლობები და ახალი პოტენციური პარტნიორობა არის პირველი ნიშანი იმისა, რომ კომპანია სწორი მიმართულებით მიდის. წინსვლის შესაძლებლობა კი დიდია.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.09-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $144.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.