ოქროს ETF, შეიძლება, ოქროს მომპოვებელი კომპანიებისგან შედგებოდეს ან ფიზიკური ოქროთი იყოს გამყარებული. ოქროთი გამყარებული ETF მარტივად ოპერირებს: ოქროს ფასის ზრდისას ინვესტორები ფულს გამოიმუშავებენ, კლებისას – კარგავენ. ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, ოქროს ETF-ში ინვესტირებასაც დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.
ამ სტატიაში მოცემულია 2 მიზეზი, რის გამოც ოქროს ETF, შეიძლება, თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის კარგი იყოს და ერთი მიზეზი, რატომაც მას თავი უნდა აარიდოთ.
ოქროს ETF მზარდი ინფლაციის დროს საინვესტიციო პორტფელის დაცვაში დაგეხმარებათ
როდესაც ადგილი აქვს ინფლაციას, ინვესტორებს სურთ ფულადი სახსრებისთვის ალტერნატივა იპოვონ, რადგან მათი მსყიდველობითუნარიანობა მცირდება.
ოქრო არის აქტივი, რომელიც ინფლაციის დროს უნდა განიხილოთ და ის ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. იწყება ინფლაცია, რაც ოქროზე მოთხოვნას ზრდის, ეს გაზრდილი მოთხოვნა, თავის მხრივ, ოქროს ფასის მატებას იწვევს და ოქროს ამჟამინდელი მფლობელებისთვის ღირებულებას ზრდის. ამიტომ, ოქრო ისტორიულად განიხილება, როგორც ჰეჯირება (დაზღვევა) ინფლაციის წინააღმდეგ.
ამარტივებს ოქროს ფლობის ლოგისტიკას
ფიზიკურ ოქროში ინვესტირებას, შეიძლება, თან ახლდეს ლოგისტიკური დაბრკოლებები. ოქროს ზოდები პოპულარული არჩევანია მათთვის, ვისაც ფიზიკური ოქროს შეძენა სურს. სანდო გამყიდველის პოვნის გარდა (იმაში დასარწმუნებლად, რომ ოქრო ნამდვილია), უნდა იფიქროთ მოვლასა და ოქროს ტრანსპორტირების ღირებულებაზე.
სანამ ოქროს მიიღებთ, შენახვის ვარიანტები უნდა განიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს შენახვა საკუთარ სახლში შეგიძლიათ, ბევრი უპირატესობას ანიჭებს მეურვის გამოყენებას, რაც ასევე დამატებითი ხარჯია. თუ მაინც სახლში შენახვის ვარიანტს აირჩევთ, სავარაუდოდ, მისი დაზღვევა მოგინდებათ, რაც კვლავ დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
ოქროს ETF ხსნის ლოგისტიკურ ბარიერებს. IRA-ს (ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში) ან საბროკერო ანგარიშზე განხორციელებული მარტივი შეძენით, შეგიძლიათ მიიღოთ ოქროს ფლობის უპირატესობები მწარმოებლის, ტრანსპორტირების ან შენახვის შესახებ ფიქრის გარეშე. ზოდის მინიმალური ზომა, რომლის შესყიდვაც, როგორც წესი, ნებადართულია არის 1 გრამი, რაც პოტენციურად პრობლემაა მათთვის, ვისაც მცირე თანხების ინვესტირება სურს. ოქროს ETF-სა და ისეთი საბროკერო კომპანიების საშუალებით, რომლებიც ფრაქციულ აქციებს გვთავაზობს, ოქროში ინვესტირებისთვის $1 საკმარისია.
ოქროს ETF-ს ფლობა შედარებით ძვირია
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინდუსტრიის სტანდარტი უფასო ვაჭრობის შეთავაზებაა, ETF-ებს გააჩნია ხარჯების კოეფიციენტი, რომელიც თქვენი მთლიანი ინვესტიციის პროცენტულად ირიცხება. თუ თქვენ $10,000-ს ჩადებთ ETF-ში, რომლის ხარჯების კოეფიციენტი 0.25%-ს შეადგენს, ეს ინვესტიცია ყოველწლიურად $25 დაგიჯდებათ. ოქროს ETF-ებს ხშირად უფრო მაღალი ხარჯების კოეფიციენტი აქვს, ვიდრე სხვა პოპულარულ საინდექსო ფონდებს, მაგალითად – S&P 500.
iShares Gold Trust (IAU) და SPDR Gold Trust (GLD) არის ორი პოპულარული ოქროს ETF, ხარჯების კოეფიციენტებით, შესაბამისად, 0.25% და 0.40%. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ეს კოეფიციენტები ოქროს ETF-ს იმავე საშუალო მაჩვენებელზე (0.63%) ნაკლებია, Morningstar-ის მიხედვით, ისინი მაინც უფრო მაღალ დონეზეა. მაგალითად, Vanguard S&P 500 ETF-ს (VOO) 0.03%-ის ტოლი ხარჯების კოეფიციენტი.
ამ პროცენტებში განსხვავება შეიძლება საგრძნობი არ ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დიდ სხვაობად იქცევა. თუ თქვენ თითოეულ ზემოთ მოცემულ ფონდში $100,000-ს დააგროვებთ, აი რამდენის გადახდა მოგიწევთ.
ETF | ხარჯების კოეფიციენტი | წლიური გადასახადი ყოველ ინვესტირებულ $100,000-ზე |
IAU | 0.25% | $250 |
GLD | 0.40% | $400 |
VOO | 0.03% | $30 |