• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია, რომლის ყიდვაც ბაზრის რეცესიის შემდეგ შეგიძლიათ

აპრილი 14, 2022
in სიახლეები
3 აქცია, რომლის ყიდვაც ბაზრის რეცესიის შემდეგ შეგიძლიათ
გაზიარება

მას შემდეგ, რაც ბაზარი ფსკერს მიაღწევს და აღმავლობის ტენდენციას გამოავლენს, მრავალი ინვესტორი კვლავ თავს შეიკავებს აქციების შესყიდვისგან. თუმცა ეს, შესაძლოა, არასწორი მენტალიტეტი იყოს. ყიდვის საუკეთესო შესაძლებლობები სწორედ ვარდნის ფსკერზეა. თუ ეს წერტილი გამოგრჩათ, სად არის ყიდვის მეორე საუკეთესო ეტაპი? ცოტა უფრო მაღლა, როდესაც აქციების ფასები ოდნავ იმატებს, მაგრამ საერთო ჯამში ისინი ჯერ კიდევ შემცირებულია.

არა უშავს, თუ ბაზრის ვარდნისას (ფსკერთან ახლოს) აქციების შესყიდვისგან თავს იკავებთ, რადგან ასეთ დროს, ერთი შეხედვით, ფასები მხოლოდ იკლებს. შეიძლება მენტალურად რთული იყოს ამ შიშის დაძლევა და თქვენს პორტფელში არსებული ხარისხიანი აქციების რაოდენობის გაორმაგება. ამის გათვალისწინებით, ასეთ დროს საიმედო კომპანიებში ინვესტირება შეიძლება იყოს საუკეთესო შემოსავალი, რომელსაც თქვენ, როგორც ინვესტორი მიიღებთ.

თუ გსურთ ისარგებლოთ დაბალი ფასებით, მაგრამ ინვესტიცია უსაფრთხო ჩადოთ, მაშინ Chipotle Mexican Grill, Waste Management და Domino’s Pizza შესანიშნავი არჩევანია.

Investor
  1. Chipotle

1993 წელს გახსნის შემდეგ, Chipotle თვითმომსახურების რესტორნების სექტორში ლიდერად იქცა და აშშ-ის მასშტაბით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. კომპანიას თითქმის 3,000 ლოკაცია გააჩნია და მისი პოპულარობა იზრდება. 2021 წელს Chipotle-მა 215 ახალი ლოკაცია გახსნა და სულ რაღაც 10 დახურა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიაზე მოთხოვნა სულაც არ მცირდება. ამას Chipotle-ის შემოსავლის ზრდის მაგალითზეც კარგად დავინახავთ. 2021 წელს ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 26%-ით $7.5 მილიარდამდე გაიზარდა.

Chipotle გამოირჩევა  ციფრულ მიმართულებაში წარმატებით. 2021 წლის განმავლობაში ციფრული გაყიდვები წლიდან წლამდე 25%-ით გაიზარდა და მთლიანი გაყიდვების 46% შეადგინა. ონლაინ შეკვეთები კომპანიისთვის უფრო იაფია, რადგან მათ მისაღებად მომუშავე პერსონალი არ არის საჭირო. ამასთან, ეს უფრო სწრაფ მომსახურებას იწვევს, რაც მომხმარებლების კმაყოფილებას ზრდის. ციფრული მიმართულებით ამ წარმატების მიღწევამ Chipotle-ს საშუალება მისცა ოპერაციული მარჟა 2020 წლიდან (4.8%) 2021 წლამდე (10.7%) ორზე მეტჯერ გაეზარდა. გასულ წელს კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადებიც შთამბეჭდავი იყო და დაახლოებით $840 მილიონს შეადგენდა.

Chipotle-ის მენეჯმენტს სურს ჩრდილოეთ ამერიკაში თავისი რესტორნების რაოდენობა წლიურად 8%-10%-ით გაზარდოს და 7,000 ლოკაციას მიაღწიოს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მმართველობის სურვილია, რომ ახალი რესტორნების 80%-ს ჰქონდეს drive-through სერვისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეკვეთა ონლაინ განახორციელონ და სასურველი პროდუქტი მანქანიდან გადმოსვლის გარეშე მიიღონ. ეს ყველაფერი კომპანიის მოგების მარჟას გააუმჯობესებს, რაც დღეს Chipotle-ს მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს.

  1. Waste Management

თუ არსებობს რაიმე, რაც მინიმუმ 2042 წლამდე არ შეიცვლება, ეს ის ფაქტია, რომ ადამიანები ნივთების გადაყრას განაგრძობენ. ნაგვის გატანა და გადამუშავება ჩრდილოეთ ამერიკის საზოგადოების ქვაკუთხედად იქცა და სამყარო, რომელშიც ადამიანები არაფერს ყრიან, რთულად წარმოსადგენია. ამ ფაქტით კი, აშშ-ის ნაგვის შეგროვებისა და განადგურების ლიდერი – Waste Management ისარგებლებს.

Waste Management შეერთებულ შტატებში ნაგავსაყრელის მოცულობის უდიდეს წილს იკავებს და ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტს ერთად ჯობნის. ერთადერთი სხვა ინდივიდუალური კომპანია, რომელიც შედარებით ახლოსაა მასთან არის Republic Services ბაზრის 19%-იანი წილით, მაგრამ ესეც კი ფერმკრთალი მაჩვენებელია Waste Management-ის 29%-თან შედარებით.

არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერავინ შეძლებს დაეწიოს Waste Management-ს. კომპანიას აქვს 250 ნაგავსაყრელი, 300 გადასატანი სადგური და 26,000 ნაგვის შემგროვებელი ტრანსპორტი. ეს კომპანიას ეხმარება მოემსახუროს თავის 20 მილიონ მომხმარებელს და კონკურენტს ძალიან დიდი რესურსებიც ჩადება მოუწევს მასთან შესაჯიბრებლად.

ასეთმა ლიდერობამ Waste Management-ს საშუალება მისცა მიეღო შთამბეჭდავი წმინდა შემოსავალმა და თავისუფალი ფულადი ნაკადები, რომლებმაც, 2021 წელს, შესაბამისად, $1.8 და $2.4 მილიარდს მიაღწია. ასეთი მომგებიანობისა და ბაზარზე დომინანტური პოზიციის წყალობით, რომლის გაქრობაც ნაკლებად სავარაუდოა, Waste Management, შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში იყოს თქვენი საინვესტიციო პორტფელის მეგზური.

  1. Domino’s Pizza

Chipotle-ის მსგავსად, Domino’s Pizza ციფრულ თამაშში ძალიან წარმატებული იყო. 2021 წელს მისი გლობალური საცალო გაყიდვების ნახევარზე მეტი და აშშ-ში საცალო გაყიდვების 75% ციფრულ არხებზე მოვიდა. პიცა არის სივრცე, სადაც დიდი კონკურენციაა, როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე ბიზნესების მხრიდან, მაგრამ Domino’s-მა ამ გამოწვევის გადალახვა შეძლო. ფისკალურ 2021 წელს, რომელიც 2022 წლის 2 იანვარს დასრულდა, კომპანიამ გლობალური გაყიდვების 10%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს დაემატა 2020 წელს დაფიქსირებულ შემოსავლის 12.5%-იან ზრდას.

ციფრული მიმართულებისადმი პრიორიტეტის მინიჭება არის ის, რაც Domino’s-ს კონკურენტებისგან განასხვავებს. მენეჯმენტი ორიენტირებულია სწრაფ, საიმედო გამოცდილებაზე და ონლაინ შეკვეთა მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გარდა ამისა, კომპანია, ფინანსური უპირატესობების გამო, ფოკუსირებულია გატანის სერვისზე (როდესაც მომხმარებელს რესტორნიდან სასურველი პროდუქტი თავად გააქვს) და არა შეკვეთის ადგილზე მიტანაზე. გატანის სერვისი, მუშახელის დეფიციტის დროს, კომპანიას მანევრირების საშუალებას აძლევს.

ეს მცდელობები ეფექტური გამოდგა: 2021 წელს კომპანიის წმინდა შემოსავალმა $510.5 მილიონს მიაღწია, ხოლო ფულადი სახსრების თავისუფალმა ნაკადმა $560 მილიონს გადააჭარბა. Domino’s არის მომგებიანი, ინდუსტრიის ლიდერი, ინოვაციური კომპანია, რომელსაც, ბაზრის არეულობის დროს, თქვენი პორტფელის დაბალანსება შეუძლია.

წინა

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe

შემდეგი

ოქროს ETF-ს ფლობის 2 დადებითი და 1 უარყოფითი მხარე

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
ოქროს ETF-ს ფლობის 2 დადებითი და 1 უარყოფითი მხარე

ოქროს ETF-ს ფლობის 2 დადებითი და 1 უარყოფითი მხარე

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved