• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

მარტი 21, 2024
in სიახლეები
გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
გაზიარება

აშშ-ში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე მოსალოდნელზე მეტ ხანს რჩება და, ამის საპასუხოდ, ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) საპროცენტო განაკვეთებიც უცვლელია. ეს მაჩვენებელი კვლავ 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზეა.

ფედერალურმა ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), ორგანომ, რომელიც ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას ადგენს, ოთხშაბათს ოფიციალურად განაცხადა ის, რასაც ბაზრის მონაწილეები ბოლო კვირების განმავლობაში მოელოდნენ — Fed-მა საპროცენტო განაკვეთები 5.25%-5.50%-ის დიაპაზონში შეინარჩუნა. 2001 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც გასული წლის ივლისის შემდეგ უცვლელად ნარჩუნდება. FOMC-მა საპროცენტო განაკვეთები ამ დონეზე დატოვა მას შემდეგ ჩატარებული ხუთი შეხვედრის განმავლობაში.

გასული წლის ბოლოს, საფონდო ბირჟაზე მოვაჭრეები პროგნოზირებდნენ, რომ  საპროცენტო განაკვეთები 2024 წლის გაზაფხულზე შემცირდებოდა, თუმცა მას შემდეგ ინფლაციამ მოულოდნელი „სიჯიუტე“ გამოავლინა.

FOMC-ის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება. ეს სიტყვები ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის მიერ იანვარში გაკეთებული განცხადების იდენტურია.

FOMC-მა ასევე გამოაქვეყნა ეკონომიკური პროგნოზები, რომლებიც აჩვენებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები ჯერ კიდევ მოელიან წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთების 0.75%-ით შემცირებას.

განაკვეთების დაწევის შესახებ ეს პერსპექტივა წელს არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და თებერვალში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი ანგარიშები გამოქვეყნდა.

პრესკონფერენციაზე, Fed-ის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ მიუხედავად გასული ორი თვის შედეგების გაცნობიერებისა, დიდი სურათი უცვლელია. პაუელმა ისიც აღნიშნა, რომ Fed-ს მოლოდინები ზედმეტად არ გაუზრდია მაშინ, როდესაც ადრეული ანგარიშები მოსალოდნელზე უკეთესი იყო.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ორი თვის მონაცემებზე ზედმეტად რეაგირებას და არც მათ იგნორირებას“ — განაცხადა მან.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, გუშინდელი შეხვედრის მიხედვით, Fed-ში მოელიან, რომ საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ვიდრე ადრე პროგნოზირებდნენ. კომიტეტის ვარაუდით, 2025 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 3.75%-4%-მდე შემცირდება, რაც მეოთხედი პუნქტით აღემატება წინა პროგნოზს.

ამავდროულად, FOMC-ის წარმომადგენლებმა შეცვალეს შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა. კომიტეტში მოელიან, რომ წელს აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.1%-ით მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი აღემატება დეკემბრის პროგნოზს — 1.4%-ს.

წინა

რა ხდებოდა 20 მარტს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

თეთრი სახლის განცხადებით, Intel $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

თეთრი სახლის განცხადებით, Intel $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved