• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე Trump Media & Technology Group-ის დებიუტი შედგა

მარტი 27, 2024
in სიახლეები
Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე Trump Media & Technology Group-ის დებიუტი შედგა
გაზიარება

Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა პირველ სავაჭრო დღეს მას შემდეგ, რაც კომპანიამ საბოლოოდ დაასრულა Digital World Acquisition Corp.-თან შერწყმის პროცესი. Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები ხელმისაწვდომია აბრევიატურით — “DJT”.

Truth Social-ის მშობელი კომპანია საჯარო ხდება

Digital World Acquisition-ისა და Trump Media-ს გარიგების დაანონსებიდან წლების შემდეგ, შერწყმის დღე საბოლოოდ დადგა. კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ DWAC-ის აქციონერებმა პარასკევს გაერთიანების გადაწყვეტილება დაამტკიცეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი — დონალდ ტრამპი კომპანიის დაახლოებით 80 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც გასულ კვირას, შერწყმის შესახებ გამოცხადების დროს, $3-$4 მილიარდს შეადგენდა. გუშინ, ბაზრის დახურვისას კი ეს მაჩვენებელი $4.6 მილიარდს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესს ხელმძღვანელობს ყოფილი კონგრესმენი — დევინ ნუნესი, რომელმაც თქვა: „ჩვენ ავაშენეთ ეს კომპანია ამერიკელი ხალხის ხმისა და მათი თავისუფლების დასაცავად“. მენეჯმენტი პლატფორმას — Truth Social ცნობილი სოციალური ქსელების ალტერნატივად მიიჩნევს.

Truth Social-ის გარდა, კომპანია ასევე გეგმავს გამოუშვას TMTG+, ვიდეო სტრიმინგ სერვისი, რომელიც ფოკუსირებულია გართობაზე, სიახლეებზე, დოკუმენტურ ფილმებზე, პოდკასტებზე და სხვა პროგრამებზე.

ფინანსური შედეგები

Truth Social ამოქმედდა მალევე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და Twitter-მა მისი პროფილი დაბლოკა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ფულის გამომუშავება უჭირს. 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში შემოსავალმა მხოლოდ $3.4 მილიონი შეადგინა და ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა ზარალმა $49 მილიონს მიაღწია. მათ შორის $37.7 მილიონი საპროცენტო ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ამ დროისთვის, როგორც ჩანს, Trump Media ტრამპის პერსონას ეყრდნობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბიზნესმა წარმატებას უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ მისით მეტი ინვესტორი დაინტერესდეს და აქციების ფასი გაიზარდოს.

წინა

პოზიტიური სიახლეების ფონზე Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა

შემდეგი

როგორ გამოიმუშავებს Chipotle Mexican Grill ფულს?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გამოიმუშავებს Chipotle Mexican Grill ფულს?

როგორ გამოიმუშავებს Chipotle Mexican Grill ფულს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved