• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Chipotle Mexican Grill ფულს?

მარტი 27, 2024
in ინდუსტრიები
როგორ გამოიმუშავებს Chipotle Mexican Grill ფულს?
გაზიარება

Chipotle Mexican Grill Inc. მართავს მსხვილ სარესტორნო ქსელს, რომელიც მომხმარებლებს მექსიკური სწრაფი კვების კერძებს სთავაზობს. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ამერიკული კომპანია 3371 შიდა და 66 საერთაშორისო ლოკაციას აერთიანებს.

Chipotle-ს პირველადი კონკურენტები მოიცავს სწრაფი კვების ქსელებს, როგორებიც არის Taco Bell, Qdoba Mexican Eats, Burger Kings, KFC და ა. შ.

Chipotle-ის ინდუსტრია

Chipotle არის სარესტორნო ინდუსტრიის “fast-casual” და “quick-service” სექტორის ნაწილი. კომპანიის კონკურენტები მოიცავს ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ რესტორნებს, ეროვნულ და რეგიონულ ქსელებს, საკვების მიწოდების სერვისებს.

Chipotle-ის ფინანსები

Chipotle Mexican Grill-მა ბოლო კვარტალური ანგარიში 6 თებერვალს გამოაქვეყნა. გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 15.4%-ით — $2.52 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.49 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი $10.36-ს მიაღწია (პროგნოზი — $9.68).

ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 8.4%-ით გაიზარდა. Chipotle-მა ასევე მიიღო ძლიერი სტიმული 110 ლოკაციაზე 121 რესტორნის დამატებით.

კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საკვების, სასმლის და შეფუთვის ხარჯები გაიზარდა 40 საბაზისო პუნქტით (bps) და მთლიანი შემოსავლის 29.7%-მდე შეადგინა. თუმცა კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს ზრდა ნაწილობრივ კომპენსირდება მენიუს უფრო მაღალი ფასებით და ქაღალდის ნაკლები ხარჯებით.

რაც შეეხება მომავალს, Chipotle-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის comps საშუალო ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში გაიზრდება და კომპანია 285-315 ახალ რესტორანს გახსნის.

აღსანიშნავია, რომ Chipotle ორგანიზაციებს შესაძლებლობას სთავაზობს, უმასპინძლონ ფულადი სახსრების მოზიდვის აქტივობებს და, სანაცვლოდ, კომპანია ღონისძიების გაყიდვებიდან 25%-ს იღებს. 2024 წლის მდგომარეობით, Chipotle-მა მთლიანობაში უმასპინძლა 342,000-ზე მეტ ასეთ ღონისძიებას, რამაც კომპანიას $95 მილიონი მოუტანა.

ისტორია და ლიდერობა

Chipotle გაიხსნა 1993 წელს კოლორადოში, სტივ ელსმა დააფუძნა. 1993-2009 წლებში იგი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც იყო. Chipotle ხაზს უსვამს კავშირს საკვები პროდუქტების წარმოებასა და მომზადებას შორის. კომპანია არის ერთ-ერთი პირველი რესტორნების ბრენდი, რომელიც ადგილობრივ და ორგანულ პროდუქტებზეა ფოკუსირებული.

2024 წლიდან ბრაიან ნიკოლი არის Chipotle Mexican Grill-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. აქამდე იგი იმავე თანამდებობას Taco Bell-ში იკავებდა.

ბოლო სიახლეები

1 კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, Chipotle Mexican Grill-ის დირექტორთა საბჭომ აქციების 1/50 პროპორციით დაყოფა დააანონსა. სარესტორნო ქსელის მენეჯმენტის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, კომპანიის აქციები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს თანამშრომლებისთვის და ინვესტორების ფართო სპექტრისთვის. Chipotle Mexican Grill-ის 30-წლიან ისტორიაში ეს აქციების დაყოფის პირველი შემთხვევა იქნება.

აქციონერების თანხმობის შემთხვევაში, ისინი, Chipotle-ის თითოეული აქციისთვის დამატებით 49 აქციას მიიღებენ. დამატებითი აქციები 25 ივნისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ განაწილდება.

„ეს ცვლილება ჩვენი კომპანიის აქციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ინვესტორების უფრო ფართო სპექტრისთვის. აქციების დაყოფის გადაწყვეტილება მივიღეთ იმის ფონზე, რომ მათმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია, რაც რეკორდული შემოსავლებით, მოგებითა და ზრდით არის განპირობებული” — განაცხადა Chipotle-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჯეკ ჰარტუნგმა პრესრელიზში.

Chipotle-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე Trump Media & Technology Group-ის დებიუტი შედგა

შემდეგი

რა ხდებოდა 27 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 27 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 27 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved