ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MercadoLibre-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური მაჩვენებლები
ელექტრონული კომერციისა და ციფრული გადახდების ლათინოამერიკული სპეციალისტი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო წარმადობით ხასიათდებოდა და პანდემიის პიკის შემდეგ მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებდა.
თუმცა ეს ინვესტორების განწყობაზე ზეგავლენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დიდი მოლოდინები კომპანიის აქციების ფასში უკვე ასახულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვარტალში MercadoLibre-ს შემოსავალი წლიურად 42%-ით — $4.26 მილიარდამდე გაიზარდა. ფიქსირებული სავალუტო კურსის პირობებში ეს მაჩვენებელი 83%-ით გაუმჯობესდებოდა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებდნენ, რომ შემოსავალი $4.12 მილიარდს მიაღწევდა.
ზრდა ძლიერი იყო როგორც ელექტრონული კომერციის, ასევე ფინტექის მიმართულებით. მთლიანი გაყიდული საქონლის მოცულობა 40%-ით — $13.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო გადახდის მთლიანმა მოცულობამ 57%-ით მოიმატა და $56.5 მილიარდი შეადგინა.
თუმცა კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა დაახლოებით 270 საბაზისო პუნქტით შემცირდა, ტრანსპორტირების დაბალი შემოსავლის და საკრედიტო შემოსავლის მცირე წვლილის გამო.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება წლიურად უცვლელი იყო საგადასახადო პასუხისმგებლობის გადასახადის გამო. GAAP მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $3.25 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $3.71-ით ჩამორჩა. თუმცა კორექტირებული საოპერაციო მოგება 78%-ით — $572 მილიონამდე გაუმჯობესდა, ანუ კორექტირებულმა EPS-მა $7.39-ს მიაღწია (პროგნოზი — $7.07).
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
MercadoLibre-ს მენეჯმენტს მომავლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია და, როგორც ჩანს, ეს უფრო მეტად ზრდის ინვესტორებში ეჭვს, რომ კომპანიას მაღალი ზრდის ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება. MercadoLibre-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, მათი აზრით, 2024 წელს გაყიდული ერთეულების ზრდა შენელდება.
თუმცა მთლიანი ბიზნესი კარგი წარმადობის დაფიქსირებას განაგრძობს — მაღალი მარჟის მქონე მიმართულებები, როგორიც არის, მაგალითად, რეკლამირება და სტრატეგიული პრიორიტეტები (მაგ. ტრანსპორტირება) ზრდას განაგრძობს.
ანალიტიკოსების შეფასებები
MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,629.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,960.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,650.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
MercadoLibre-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.