რა მოხდა?
კვირის განმავლობაში Tesla-ს აქციები აღდგენის პროცესშია მას შემდეგ, რაც ის ჯერ დაეცა, რადგან ილონ მასკმა ნოემბრის დასაწყისიდან $15 მილიარდზე მეტი აქცია გაყიდა. ბოლო 5 დღეში აქციებმა +20%-ზე მეტი მატება ნახა და ეს ტენდენცია ისევ ღიად რჩებოდა, 27 დეკემბრის მონაცემით, კიდევ +2.3%-იანი მატებით, თუმცა, ამის მერე აქციებმა კურსი შეიცვალა და 28 დეკემბერს, დაახლოებით, დილის 10:57 საათისთვის, -0.8%-ით იკლო, მაგრამ ის პირველი ნახტომი, რაც გააკეთა, მაინც აღსანიშნავია.შემდეგ?
როგორც ვთქვით, მასკმა აქციების ნაწილი გაყიდა, რათა გადაეხადა გადასახადები, რომლებსაც ვადა მომდევნო წლისთვის უკვე გასდის. მან საჯაროდ ისაუბრა თავის ტრანზაქციებზე და Tesla-ს აქციები დაეცა, რადგან ის კვლავ განაგრძობდა მათ გაყიდვას, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები კმაყოფილნი არიან, რადგან მან საბოლოოდ, წარმატებით დაასრულა გაყიდვების კასკადი. უოლ სტრიტის ანალიტიკოსი, დენ აივსი, მიიჩნევს, რომ Tesla გააორმაგებს წარმოების სიმძლავრეს, რაც 2022 წლისთვის აქციებს ისევ გაზრდის.ახლა რა ხდება?
Tesla-მ მოასწრო 2021 წელს დაგეგმილი 750 000-ზე მეტი ელექტრომობილის გამოშვება. საინფორმაციო ვებსაიტის, Electrek-ის მიერ გაშუქებულ ჩანაწერში, აივსმა თქვა, რომ კომპანიას 2 მილიონამდე ელექტრომობილი ეყოლება. შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადება – მისი კომპანია 600,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს მსოფლიო მასშტაბით. General Motors კი, როგორც CNBC იუწყება, 2025 წლისთვის 1 000 000 ელექტრომობილის გაყიდვას აპირებს.
აივსი აღნიშნავს, რომ ელექტრომობილების ლიდერ Tesla-ს ერთი დიდი პრობლემა აქვს – “მოთხოვნა აღემატება მიწოდებას”. ამ პრობლემის მოგვარებას კი ვარაუდობენ ახალი ქარხნების დამატებით ტექსასსა და ბერლინში, გერმანიაში. ამ ქარხნების მუშაობა შანხაის ქარხნის წარმოებასაც დაეხმარება, რადგან გაიზრდება ჩინეთის მარკეტი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის შიდა შესაძლებლობები ასე უფრო გაიზრდება და სხვებიც შევლენ აღნიშნულ ბაზარზე. მაგალითისთვის, Ford-მა გასულ კვირას დაიწყო თავისი ახალი Mustang Mach-E-ის გაყიდვა ჩინეთში.
Tesla-ს აქციებზე სამიზნე ფასი, აივსის აზრით, $1400–ია, უკეთეს შემთხვევაში კი, თანხა შეიძლება $1800–ამდეც გაიზარდოს. როდესაც მასკმა დაასრულა თავისი კარგად გარეკლამებული აქციებს გაყიდვა, ინვესტორებმა აღიარეს აივსის მოსაზრება, რომელიც მან იმ დღის ვაჭრობის შესახებ გამოთქვა.
წყარო: fool.com