რა მოხდა?
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებიდან მალევე, Teladoc Health-ის აქციების ფასმა თითქმის 3%-ით დაიკლო მას შემდეგ, რაც ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასები შეამცირეს. საბოლოოდ, Teladoc-ის აქციებმა დღე 0.15%-იანი კლებით დაასრულა.
და რა?
როგორც Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ჯორჯ ჰილმა, ასევე ლიზა ჯილმა JPMorgan Chase-დან, Teladoc-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა. პირველმა მათგანმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $31-დან $27-მდე შეამცირა, ხოლო მეორემ — $35-დან $33-მდე.
Teladoc-მა პანდემიის პერიოდში დიდი სარგებელი მიიღო და მენეჯმენტი იმედოვნებდა, რომ მომხმარებლები ექიმთან ფიზიკურ ვიზიტებზე სწრაფად დასაბრუნებლად მზად არ იქნებოდნენ. კომპანია საშუალებას აძლევს პაციენტებს შეუფერხებლად დაგეგმონ ონლაინ ვიზიტები ექიმებთან კონსულტაციისთვის, სახლიდან გასვლის გარეშე.
ლოკდაუნის დროს კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა და Teladoc-ს 2020 წელს 15 მილიონი ადამიანი დაემატა; თუმცა 2021 წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 1.8 მილიონი შეადგინა. ახალი მომხმარებლების რაოდენობა აღდგენას იწყებდა, თუმცა 2022 წელს Teladoc-მა $13.7 მილიარდის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, რისი დიდი ნაწილიც კომპანიის მიერ Livongo Health-ის შესყიდვით გამოწვეულ ხარჯების ჩამოწერასთან იყო დაკავშირებული.
ახლა რა?
მეოთხე კვარტალში Teladoc-მა საკმაოდ მყარი წარმადობა დააფიქსირა, მაგრამ მენეჯმენტის პროგნოზები პირველი კვარტლისთვის გვიჩვენებს, რომ ზრდა ძლიერი არ იქნება. კომპანიამ კვარტალური ანგარიში 22 თებერვალს წარადგინა: შემოსავალმა $637.7 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $633.4 მილიონი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.23 (პროგნოზი — $0.25).