• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

საინტერესო ფაქტები დევიდ ტეპერის შესახებ

თებერვალი 27, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები დევიდ ტეპერის შესახებ
გაზიარება

წარმატებულ ინვესტორებს გააჩნიათ უნარი, დააგროვონ მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამასთან ერთად მოდის ძალაუფლება, გავლენა და თავისუფლება, რაც მათ ცხოვრებას წარმოუდგენლად საინტერესოს ხდის.

დღეს საინვესტიციო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურის — დევიდ ტეპერის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც მის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

მისი პირველი ინვესტიციები წარმატებული არ ყოფილა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დევიდი საინვესტიციო სამყაროში ავტორიტეტად განიხილება, მისი პირველი ნაბიჯები წარმატებული არ ყოფილა. თუმცა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი თავდაპირველი ინვესტიციები დევიდისთვის მამამ იყიდა. ეს იყო Pennsylvania Engineering Co.-სა და Career Academies-ის აქციები. ორივე კომპანია გაკოტრდა. საბედნიეროდ, დევიდისთვის ამ წარუმატებლობას ხელი არ შეუშლია და მან შემდგომი ინვესტიციებით წარმატებას სწრაფად მიაღწია.

იგი განათლებულია

მიუხედავად იმისა, რომ მარკ ცუკერბერგის მსგავსი მილიარდერები, რომლებმაც სწავლაზე უარი თქვეს, ათასობით, ახალი ფეისბუქის შექმნაზე მეოცნებე ახალგაზრდის ყურადღებას იპყრობს, დევიდი განათლების უპირატესობის მაგალითია. მან პიტსბურგის უნივერსიტეტში ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, Carnegie Mellon-ის უნივერსიტეტში კი — მაგისტრის ხარისხი სამრეწველო ადმინისტრირებაში. ცხადია, განათლება იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც ტეპერს ოდესმე ჩაუდია, რადგან ის ცხოვრების შემდგომ გზაზე დაეხმარა.

მან Goldman Sachs საკუთარი კომპანიის შესაქმნელად დატოვა

დამწყები ინვესტორების უმეტესობისთვის Goldman Sachs-ში მუშაობა მხოლოდ ოცნებაა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და პრესტიჟული ფინანსური კომპანია, რომლის აქტივები ასობით მილიარდ დოლარს აღწევს.

Goldman Sachs-ში დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ ტრეიდერად მუშაობის შემდეგ დევიდმა გადაწყვიტა, რომ მას თავის საქმიანობაზე მეტი კონტროლი სჭირდებოდა. 1993 წელს მან დატოვა კომპანია და დააარსა საკუთარი ჰეჯ-ფონდი სახელწოდებით Appaloosa Management. ამ კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია და 2008 წლის კრახის დროს კარგი წარმადობით ხასიათდებოდა.

დევიდ ტეპერის ქონება

ინვესტორებისთვის ეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ამჟამად დევიდის ქონება $18.5 მილიარდად არის შეფასებული. ახლანდელი მონაცემებით ის ამ თვალსაზრისით მსოფლიოში 85-ე ადგილს იკავებს. დევიდმა თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებში ინვესტირებით მოიპოვა.

მან ქველმოქმედებაში დიდი თანხები დახარჯა

რადგან დევიდმა საკუთარი განათლების წარმოუდგენელი სარგებელი დაინახა, მან მილიონობით დოლარი სხვების განათლების გასაუმჯობესებლად გაიღო. ორ ცალკეულ შემთხვევაში მან $50 მილიონზე მეტი შესწირა Carnegie Mellon-ს. გარდა ამისა, მან დააფინანსა რამდენიმე სტიპენდია პიტსბურგის უნივერსიტეტში და დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია — Better Education for Kids, ნიუ ჯერსიში განათლების გასაუმჯობესებლად.

ის ქვეყნის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა

2009 წელს New York Times-მა დევიდ ტეპერი ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიან ჰეჯ-ფონდის მენეჯერად დაასახელა. ეს წარმატება განმეორდა 2012 წელს, როდესაც Forbes-მა იგი 2012 წლის საუკეთესო შემოსავლის მქონე ინვესტორად დაასახელა. დევიდის მოღვაწეობამ მას რამდენიმე ჯილდო მოუტანა და ის საინვესტიციო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფიგურად დაამკვიდრა.

წინა

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Teladoc-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Teladoc-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Teladoc-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved