• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ფერმერის ამბავი, როგორც ინვესტირების ალეგორია

თებერვალი 28, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ფერმერის ამბავი, როგორც ინვესტირების ალეგორია
გაზიარება

დღევანდელი ამბავი არის ალეგორია ინვესტიციების შესახებ. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ინვესტირება ბევრად ფართო მცნებაა, ვიდრე მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან თუნდაც საფონდო ბირჟაზე აქციების შეძენა. ინვესტირება ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ, თუ არა ამას. ახლა კი მოდით, დავიწყოთ.

ერთ ფერმერს მდიდარმა ადამიანმა ხბო აჩუქა. იმ იმედით, რომ ეს ხბო უკეთესი ცხოვრების შექმნაში დაეხმარებოდა, ფერმერი მას უვლიდა. თუმცა ცხოველის ზრდასთან ერთად ფერმერის ხარჯებიც გაიზარდა.

ერთ დღეს მან თქვა: „ვერ დაველოდები, სანამ ეს ხბო ხარი გახდება. გავყიდი მას და ვიყიდი რამდენიმე ცხვარს, რომელთა მოვლაც უფრო ადვილი და იაფია.“ ასეც მოიქცა.

რამდენიმე თვის შემდეგ ფერმერი მიხვდა, რომ ცხვრის მოშენება არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც ფიქრობდა.

ასე რომ, მან თქვა: „ცხვრების მოსაშენებლად დიდი დროა საჭირო, სჯობს ისინი გავყიდო და ვიყიდო ქათმები, რომლებიც ყოველ დღე კვერცხებს დადებენ“. ასეც მოიქცა.

გეგმამ ძალიან კარგად იმუშავა, კვერცხების გაყიდვით ფერმერი ფულს გამოიმუშავებდა. გლეხის ცხოვრება გაუმჯობესდა.

მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, დადებული კვერცხების რაოდენობამ შემცირება დაიწყო, საბოლოოდ კი, საერთოდ შეწყდა.

ფერმერი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. გაბრაზებულმა, ყველა ქათამი დაკლა და თავისთვის პატარა ნადიმი მოაწყო.

ცოტა ხანში მას გაახსენდა ხბო, რომლითაც ეს ყველაფერი დაიწყო და მიხვდა, რომ მთელი მისი მძიმე შრომის შემდეგ, მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

მორალი

ჰგავხართ ფერმერს, რომელიც ხშირად მოუთმენელია, როდესაც ინვესტიციების ზრდას დიდი დრო სჭირდება და ნებდება როდესაც საქმე რთულდება?

დრო თქვენს მოკავშირედ აქციეთ, იყავით მომთმენი, თანმიმდევრული და თქვენს ინვესტიციებს გაზრდის საშუალება მიეცით. იმისათვის, რომ გამდიდრდეთ, კმაყოფილების გადადება და ფულის კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად გამოყენება უნდა ისწავლოთ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Teladoc-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Abbott Laboratories-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Abbott Laboratories-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Abbott Laboratories-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved