რა მოხდა?
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ელექტრონული კომერციის კომპანიის — Shopify-ს აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციებმა ღირებულების დაახლოებით 75% დაკარგა.
და რა?
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ბჰავინ შაჰმა Shopify-ს აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $40-დან $50-მდე გაზარდა.
ანალიტიკოსი Shopify Plus-ის ზრდის პერსპექტივების მიმართ დადებითად არის განწყობილი. იგი მიიჩნევს, რომ Shopify-ს საწარმო დონის ვერსია უფრო დიდ ბრენდებს შორის ყურადღებას იქცევს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი მოელის, რომ მომდევნო კვარტლებში Shopify-ს მომხმარებელთა ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
ახლა რა?
Shopify-მ განიცადა მნიშვნელოვანი ზრდა პანდემიის ადრეულ პერიოდში, როდესაც მაღაზიების დახურვამ და COVID-19-თან დაკავშირებულმა სხვა შეზღუდვებმა ადამიანებს ონლაინ შესყიდვებისკენ უბიძგა. თუმცა ელექტრონული კომერციის გაყიდვები შემცირდა მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდა და ხალხი ფიზიკურ მაღაზიებს დაუბრუნდა. Shopify-ს ექსპანსიის ტემპი შენელდა მთლიან ონლაინ საცალო ბაზართან ერთად და მისი აქციების ფასი 2022 წლის მაქსიმალური ნიშნულებიდან მკვეთრად დაეცა.
მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, 2023 წელს Shopify-ს პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ეს იქნება მისასალმებელი სიახლე ინვესტორებისთვის, რომლებსაც უდავოდ გაახარებს კომპანიის ზრდის ტემპების აჩქარება, განსაკუთრებით Shopify Plus ბიზნესის მიმართულებით.