რა მოხდა?
გუშინ, მას შემდეგ, რაც დილით MoffettNathanson-მა AT&T-ს აქციები დააქვეითა, მათი ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა.
და რა?
კვლევითმა ფირმამ — MoffettNathanson-მა AT&T-ს აქციების ნეიტრალური შეფასება გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ძირითადად, შეფასებაზე დაფუძნებული მიზეზების გამო.
MoffettNathanson-ის ანალიტიკოსი — კრეიგ მოფეტი ფიქრობს, რომ AT&T-ის აქციები ახლა გადაჭარბებულად არის შეფასებული. ის მიიჩნევს, რომ კონკურენტი Verizon უკეთესი არჩევანია, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ აშშ-ის სამი ძირითადი ოპერატორიდან T-Mobile საუკეთესოა. მოფეტმა AT&T-ს აქციებისთვის $17-ის ტოლი სამიზნე ფასი შეინარჩუნა, რაც პარასკევის დახურვის ფასზე დაახლოებით 8%-ით ნაკლებია.
AT&T-ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა პრობლემები უსარგებლო შესყიდვების გამო. 2021 წლის 17 მაისს, შეძენიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, AT&T-ს მენეჯმენტმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა გართობის ბიზნესი და გამოაცხადა, რომ WarnerMedia-ს Discovery, Inc.-თან გაერთიანებას აპირებდა, რათა ჩამოეყალიბებინა ახალი საჯარო კომპანია Warner Bros. Discovery. გარიგება 2022 წლის 8 აპრილს დაიხურა.
შემოსავალი, კომპანიისგან DirecTV-სა და შარშან სხვა ვიდეო ბიზნესების გამოყოფის გამოკლებით, 3,1%-ით — $30 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS), ცალკე AT&T-ს საფუძველზე, $0,62-დან $0,68-მდე მოიმატა.
ახლა რა?
AT&T-ს, Warner Bros. Discovery-ს გამოყოფის შემდეგაც კი, კვლავ აქვს ვალის ტვირთის პრობლემა. კომპანიამ მესამე კვარტალი $134 მილიარდის მოცულობის ვალით დაასრულა.
AT&T-ის ვალის უმეტეს ნაწილს ფიქსირებული განაკვეთი გააჩნია, რაც გარკვეულწილად იცავს მას საპროცენტო განაკვეთების ზრდისგან, მაგრამ ვალის დაფარვისას კომპანია, სავარაუდოდ, უფრო მაღალ განაკვეთებს გადაიხდის.
მიუხედავად იმისა, რომ AT&T ძალიან მომგებიანია, ნელი ზრდა და ვალის მომსახურება მომავალში მისთვის წინაღობად დარჩება.