• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-მ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში ექსპორტი აუკრძალა – მათი აქციების ფასები შემცირდა

სექტემბერი 2, 2022
in სიახლეები
აშშ-მ Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთში ექსპორტი აუკრძალა – მათი აქციების ფასები შემცირდა
გაზიარება

როგორც Nvidia-ს, ასევე, Advanced Micro Devices-ის (AMD) მენეჯმენტმა ოთხშაბათს გააკეთა განცხადება, რომ აშშ-მ მათ ფაქტობრივად აუკრძალა ჩინეთში მათი ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების ექსპორტი. განცხადების შემდეგ, გუშინ აღმოსავლეთის დროით 1:40 საათზე აქციების ფასები, შესაბამისად, 10.6%-ით და 5.8%-ით დაეცა.

მაღალი ხარისხის ნახევარგამტარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, მათ შორის AI-სთვის. როგორც ჩანს, აშშ დგამს ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის ხელოვნური ინტელექტისა და მთლიან ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ჩინეთმა არ გადააჭარბოს. რას ნიშნავს ეს ჩიპების მწარმოებელი წამყვანი კომპანიების აქციებისთვის?

ჩიპებზე წვდომა მთავარ საერთაშორისო საკითხად იქცა

Nvidia და AMD აწარმოებს გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU) და ჩიპებს, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის, ვიდეო თამაშების აპარატურის, მონაცემთა ცენტრების, მანქანური ხედვისა და სხვა აპლიკაციებისთვის. AI არის კონკურენტული ბრძოლის ძირითადი ველი ქვეყნებისა და კომპანიებისთვის. ნახევარგამტარებზე წვდომა კი ეროვნული უსაფრთხოების სულ უფრო ცენტრალურ ინტერესად იქცა.

Nvidia

გარდა წარმოების ბოლოდროინდელი შეზღუდვებისა და გაურკვევლობისა მოთხოვნის ფრონტზე, მარეგულირებელი ზეწოლა არის პოტენციური წინააღმდეგობა ნახევარგამტარული ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეებისთვის.

AMD-ის მენეჯმენტის კომენტარების მიხედვით, კომპანია არ მოელის, რომ აკრძალვა მის წარმადობაზე არსებითად იმოქმედებს. მეორეს მხრივ, Nvidia-ს მმართველი გუნდი ბევრად უფრო მნიშვნელოვან გავლენას ხედავს და აფასებს, რომ აკრძალვამ შეიძლება კომპანიას წელს $400 მილიონი დააკარგვინოს.

თითოეული კომპანიის AI ჩიპების ექსპორტის აკრძალვა პოტენციურად ქმნის წინაპირობას სხვა მომავალი პროდუქტების ექსპორტის აკრძალვისთვის, რადგან ამ მიმართულებით აშშ ეყრდნობა რისკს, რომ კომპანიების პროდუქტები შეიძლება ჩინეთში სამხედრო მიზნით იქნას გამოყენებული.

ორივე კომპანიას გააჩნია პროდუქტები და ზრდის შესაძლებლობები AI-ის მიღმა არსებულ კატეგორიებში. მიუხედავად ამისა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ჩიპები ამ კომპანიებისთვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. AI ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა ტექნოლოგიაა და შესაძლებელია, რომ ადრეული მიღწევები გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობაში გადაიზარდოს, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ თავდაცვას, მეთვალყურეობას და ეკონომიკურ პოზიციონირებას მსოფლიო ასპარეზზე. აშშ-ის მთავრობის ნაბიჯები, შეაჩერონ Nvidia-სა და AMD-ის ჩიპების ექსპორტი ამ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

Advanced Micro Devices

ქმნის თუ არა ბოლო მასიური გაყიდვები ინვესტირების შესაძლებლობას?

Nvidia-ს აქციების ფასი ახლა ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებლიდან დაახლოებით 57.5%-ით არის შემცირებული, ხოლო AMD-ის აქციების ფასმა მაქსიმუმიდან დაახლოებით 49.5%-ით არის შემცირდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $127 მილიარდს შეადგენს, ხოლო ფორვარდული P/E – 18-ს. Nvidia-ს საბაზრო კაპიტალი $322 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო ფორვარდული P/E 39-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგამტარული კომპანიების უახლოესი პერსპექტივა შეიძლება გაურკვეველი იყოს, გრძელვადიანი მოთხოვნის პერსპექტივა კვლავ იმედისმომცემია. ინვესტორებს მოუწევთ აწონ-დაწონონ, რა დონის ცვალებადობისა და რისკის აღება სურთ საკუთარ თავზე.

გარდა წარმოებისა და მარეგულირებელი შეზღუდვებისა, შესაძლებელია, რომ ეკონომიკურმა შენელებამ ჩიპებზე მოთხოვნა დააზარალოს – გამოიწვიოს უფრო სუსტი გაყიდვები და მოგება. ნახევარგამტარების ინდუსტრია ისტორიულად, უაღრესად ციკლური იყო. ეს რეალობა გარკვეულწილად იცვლება, რადგან ჩიპები უფრო მეტად ინტეგრირდება პროდუქციის ფართო სპექტრში და ტექნოლოგიური ტენდენციები, მათ შორის AI და მონაცემთა ცენტრების ზრდა, მოთხოვნას ზრდის. მაგრამ როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ყველაფერი გართულდეს.

იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ნახევარგამტარული ინდუსტრიის დადებით გრძელვადიან პერსპექტივას ხედავენ, Nvidia და AMD წამყვანი მოთამაშეები არიან სივრცეში, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერი წარმადობის უზრუნველყოფა შეუძლია. ბოლო დროის მასიურმა გაყიდვებმა შეიძლება ამ კომპანიებში ინვესტირებისთვის ღირებული შესაძლებლობები შექმნას.

თუმცა, ინვესტორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ, შესაძლოა, ამ მზარდი პოტენციალის აქციებმა, ინდუსტრიის სპეციფიკურ მოვლენებთან და ფართო ბაზრის იმპულსთან ერთად, რყევები განიცადოს.

წინა

რა ემართება თქვენს ფულს საფონდო ბირჟის კრახის დროს?

შემდეგი

3 თარიღი, რომელსაც Disney-ის ინვესტორებმა სექტემბერში ყურადღება უნდა მიაქციონ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 თარიღი, რომელსაც Disney-ის ინვესტორებმა სექტემბერში ყურადღება უნდა მიაქციონ

3 თარიღი, რომელსაც Disney-ის ინვესტორებმა სექტემბერში ყურადღება უნდა მიაქციონ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved