იანვრის მაქსიმუმსა და გასული თვის დაბალ ნიშნულს შორის 24%-ით დაცემის შემდეგ, S&P 500-ის 7%-იანი შემობრუნება ნამდვილ საჩუქარს ჰგავს. მეტი შემცირების შანსიც საგრძნობია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქციებისთვის ზაფხული, როგორც წესი, წელიწადის ნელი, დაღმავალი პერიოდია. სრულფასოვანი რეცესიის ხელახალი შეშფოთება ვარდნას მხოლოდ აძლიერებს.
თუმცა, არის ერთი სახალისო უცნაურობა, რომელიც ბაზრის შესახებ უნდა გესმოდეთ: ის ყოველთვის უკან არ იხედება. ზოგჯერ ბაზარი წინდახედულია და ფასწარმოქმნა განახლებული ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ხდება, რომელიც ყოველთვის ადვილი შესამჩნევი არ არის ან, შესაძლოა, ჯერჯერობით არ მატერიალიზებულა. უფრო მეტიც, ზოგიერთი სახის ზრდა ყალიბდება მაშინ, როდესაც ამას ყველაზე მეტად არ მოელით. აქედან გამომდინარე, ბაზრის წარუმატებლობისგან თავის დაღწევის მცდელობამ, შესაძლოა, ხშირად წაგებულ პოზიციაში დაგტოვოთ.
ღია ტიპის საინვესტიციო ფონდმა – Hartford დიდი მოცულობის ინფორმაცია გაანალიზა, რათა ბაზრის ყველაზე დიდი დღიური მოგების შესახებ თვალისმომჭრელი ჭეშმარიტება წარმოედგინა. შედეგი კი ასეთი იყო: გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მათი ნახევარი bear market-ის შუაგულში ჩამოყალიბდა.
ეს სულაც არ გიცავთ იმ მარცხის განცდისგან, რომელიც ამ დიდი გამარჯვებულების წინა და შემდეგ დღეებში ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ ზრდის მოახლოებას ვერავინ ხედავს, ვარდნის თავიდან აცილების მცდელობა, შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ დაღმასვლისას პოზიციებს ხსნით და ხურავთ.
ბაზრის საუკეთესო დღეების გამოტოვება შეიძლება იმაზე ბევრად ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ ჩანს.
რა თქმა უნდა, ბაზრის ყველაზე ცუდი დღეების გამოტოვება თქვენს მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდის, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამის წინასწარმეტყველება და ბაზართან სინქრონიზება შეუძლებელია, გამოსავალი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებაა.
საბროკერო ფირმის – Edward Jones-ის მიერ ჩატარებული კვლევა დაგეხმარებათ, რომ პოზიციების შენარჩუნების მიდგომა გამოიყენოთ. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ bear market-დან bull market-ზე ბოლო 5 გადასვლის შემთხვევაში, S&P 500 პირველი სამი თვის განმავლობაში bear ბაზარზე დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებლიდან საშუალოდ 25%-ით გაიზარდა.
არსი კი ის არის, რომ პოზიციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოთ და თქვენი მოთმინების ანაზღაურებას დაელოდოთ.
ნამდვილი საფრთხე შანსის ხელიდან გაშვებაა
სათაურის კითხვის საპასუხოდ, ახლა ინვესტირების გაგრძელება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თქვენი ფულის ბაზრიდან გამოიტანა. ინვესტიციების შენარჩუნება უფრო უსაფრთხო თამაშია, რადგან რეალური საფრთხე იმ მოგების ხელიდან გაშვებაა, რომელსაც წინასწარ ვერავინ ხედავს. როდესაც საქმე პოზიციების შენარჩუნებას ეხება, უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ინვესტიცია უნდა ჩადოთ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც ძლიერი ბიზნეს საფუძველი გააჩნია და თუ ამ საფუძველში არაფერი შეიცვლება, თქვენი ინვესტიციების შენარჩუნება უმჯობესი იქნება.
იყავით თავდაჯერებული იმაში, რომ დრო თქვენს საბოლოო მდგომარეობაზე იზრუნებს, თუნდაც ახლანდელ გარემოში, როდესაც გრძნობთ, რომ უბედურება, შესაძლოა, არასდროს დასრულდეს. თუ ფართო ბაზრის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საბოლოოდ ყველა bear market და კრახი დასრულდა, ძლიერი კომპანიები კი ზრდას დაუბრუნდნენ. ამ შემთხვევაში, რთული პერიოდების გადასალახად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინვესტიციების სწორად შერჩევაა.