• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ რეაგირებენ საზრიანი ინვესტორები Apple-ის ბოლო კვარტალურ ანგარიშზე?

აგვისტო 2, 2022
in სიახლეები
როგორ რეაგირებენ საზრიანი ინვესტორები Apple-ის ბოლო კვარტალურ ანგარიშზე?
გაზიარება

წლის დასაწყისიდან დღემდე Nasdaq Composite, მაღალი ინფლაციისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის აგრესიული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, 21%-ით შემცირდა. ზოგიერთი მსხვილი ტექნოლოგიური საუკეთესო კომპანია, როგორიც არის Meta Platforms და Netflix, ბოლო პერიოდში არნახული წინაღობების წინაშე აღმოჩნდა. Apple-მა მესამე კვარტლის ანგარიში 28 ივლისს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ძალიან საინტერესო იყო ინვესტორებისთვის, რადგან მათ სურდათ გაეგოთ, თუ როგორ გაუძლო მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ეკონომიკურ სირთულეებს.

მოდით, განვხილოთ Apple-ის უახლესი ფინანსური მაჩვენებლები და გავიგოთ, რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის.

Investor

Apple-ის უახლესი ფინანსური მაჩვენებლების გარჩევა

Apple-მა მესამე კვარტალში ეს კიდევ ერთხელ გააკეთა – მთლიანი გაყიდვები წელიწადში 1.9%-ით – $83 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა და მისმა განზავებულმა (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება)  მოგებამ თითო აქციაზე ($1.2) პროგნოზებს 3.9%-ით აჯობა. მისი პროდუქციის სეგმენტი ოდნავ შემცირდა – 0.9%-ით და $63.4 მილიარდი შეადგინა, ხოლო მომსახურების მიმართულება 12.1%-ით – $19.6 მილიარდამდე გაფართოვდა. Apple-ის პროდუქტების სეგმენტში შედის iPhone, Mac, iPad, მისი სერვისების სეგმენტი კი მოიცავს რეკლამირებას, ქლაუდ სერვისებს, ციფრულ კონტენტს (App Store, Apple Music, Apple TV+) და გადახდის სერვისებს (Apple Card და Apple Pay).

კომპანიის მარჟა, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, ძირითადად უცვლელი დარჩა. მისი მთლიანი მარჟა კვლავ 43.3%-ს შეადგენს, ხოლო საოპერაციო მარჟა 181 საბაზისო პუნქტით – 27.8%-მდე დაეცა.

გარდა ამისა, კომპანიამ კვარტალში $23 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა და ახლა მას $27.5 მილიარდის ოდენობით ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები აქვს. Apple-ის აქციების ფასი დღემდე 13.6%-ით არის დაკლებული და P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 25.5-ს შეადგენს, რაც მის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს – 23.1-ს უახლოვდება. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თავისი ისტორიული საშუალო შეფასების გარშემო ტრიალებს, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple მთელი ფისკალური წლის განმავლობაში $393.5 მილიარდის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც წელიწადში 7.6%-იან ზრდას ნიშნავს, ხოლო მისი განზავებული მოგება ერთ აქციაზე 9.3%-ით – $6.13-მდე გაიზრდება. საბაზრო გარემოში, რომელშიც ტექნოლოგიური სექტორის უმეტესი ნაწილი, მკვეთრი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების მატების გამო, დიდ ზეწოლას განიცდის, ეს მტკიცე ზრდის ტემპებია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Apple-ის საოცარი ბალანსი და ფულადი სახსრების შეუდარებელი გამომუშავება, რომელიც მას ამ დროისთვის მშვენიერ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

რამდენად ღირს Apple-ში ინვესტირება?

ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც შეუძლია, რომ არსებულ საბაზრო გარემოში გამძლეობა აჩვენოს, იშვიათია, თუმცა Apple-მა ეს მოახერხა. iPhone-ის მწარმოებელი შეიძლება არ იზრდებოდეს ისეთი ტემპით, როგორც ადრე, მაგრამ ზრდა კვლავ თვალსაჩინოა და კომპანია ამაში თანმიმდევრულია. აქციების ამჟამინდელი კლება, რომელიც დიდწილად უფრო ფართო მაკრო პირობებით არის განპირობებული, ინვესტორებისთვის კომპანიაში ინვესტირებისთვის კარგ შესაძლებლობას ქმნის.

წინა

ახლა ინვესტირების გაგრძელება უფრო უსაფრთხოა თუ ფულის ბაზრიდან გამოტანა?

შემდეგი

10 საუკეთესო აქცია აგვისტოში შესაძენად

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 6, 2023
საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან
სიახლეები

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
მეტი
შემდეგი
10 საუკეთესო აქცია აგვისტოში შესაძენად

10 საუკეთესო აქცია აგვისტოში შესაძენად

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved