• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ძალიან იაფი დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად

აგვისტო 1, 2022
in სიახლეები
3 ძალიან იაფი დივიდენდური აქცია აგვისტოში შესაძენად
გაზიარება

აქციების ფასების მასიური შემცირებების გამო, 2022 წელს შეფასებები მნიშვნელოვნად დაეცა და ზოგიერთია აქცია ახლა ძალიან იაფია. თუმცა, დივიდენდური სარგებელი აქციების ფასების უკუპროპორციულად მოძრაობს – ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც კომპანია დივიდენდურ ანაზღაურებას სტაბილურად იხდის. ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინვესტორებს შეუძლიათ საიმედო დივიდენდური აქციები ძალიან იაფად შეიძინონ. დღეს სწორედ ასეთ 3 აქციას განვიხილავთ.

Douglas Dynamics

კომერციული სამუშაო სატვირთო მანქანებისა და აღჭურვილობის გაყიდვა-დამონტაჟება, შეიძლება საინტერესოდ არ ჟღერდეს, მაგრამ Douglas Dynamics-ის დივიდენდური სარგებელი ისეთივე მაღალია, როგორც ეს დაახლოებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო. იმის გათვალისწინებით, რომ წლიური ანაზღაურების ზრდის სერია ათწლეულზე მეტია გრძელდება, ეს სიახლე ცოტათი მაინც საინტერესო უნდა იყოს. ასევე, დაახლოებით 3.9%-იანი დივიდენდური სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება აქციების ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 2.9%-ს უტოლდება. ცნობისთვის, S&P 500-ის საინდექსო ფონდი დღეს მხოლოდ 1.5%-იანი შემოსავლით უზრუნველგყოფთ.

Douglas Dynamics

როგორც ჩანს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სამრეწველო კომპანიას, ისევე, როგორც ბევრ სხვას, მიწოდების ჯაჭვის წინაღობები ემუქრება. Douglas Dynamics მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ნაწილებს ვერ იღებს და ეს გაყიდვებზე ზემოქმედებს. თუმცა, მენეჯმენტი იტყობინება, რომ კომპანიის რეზერვები ძლიერია, ყველაფერი მითითებების მიხედვით მიდის და ეს დროებითი პრობლემაა. სამართლიანი რომ ვიყოთ, პირველი კვარტლის კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე – $0.11, საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ ამ უაღრესად სეზონურ ბიზნესში პირველი კვარტალი, როგორც წესი, ჩვეულებრივ სუსტია.

იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია, ინვესტორებმა არ უნდა გამორიცხონ, რომ Douglas Dynamics მათ მეტ ცუდ ამბავს მიაწვდის. მაგრამ მათ, ვინც გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საიმედო დივიდენდური აქცია შემცირებულ ფასად ($31.86) შეიძინონ.

Kinder Morgan

მიუხედავად იმისა, რომ Kinder Morgan-ის აქციების ფასი წელს ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, ისინი მაინც წარმოუდგენლად იაფია. მოსალოდნელზე ძლიერი შედეგებისა და მზარდი ოპტიმისტური პერსპექტივის წყალობით, ბუნებრივი აირის გიგანტი მოელის, რომ მისი 2022 წლის ფულადი ნაკადები თავდაპირველ პროგნოზს 5%-ით გადააჭარბებს. ამის შედეგად, კომპანიის გასანაწილებელი ფულადი ნაკადი თითო აქციაზე წლის განმავლობაში დაახლოებით $2.17 იქნება. Kinder Morgan-ის აქციების ფასი დაახლოებით $18-ს შეადგენს, ხოლო მისი ფორვარდული P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) 8-ს აღწევს.

ასეთი პროფილის მქონე კომპანიისთვის ეს ძალიან იაფი შეფასებაა. Kinder Morgan აწარმოებს თავისუფალი ფულადი სახსრების სტაბილურ ნაკადს, რომელსაც მხარს უჭერს გრძელვადიანი კონტრაქტები და მთავრობის მიერ რეგულირებული სატარიფო სტრუქტურები. კომპანიას გააჩნია ძლიერი ბალანსი და ზრდის მტკიცე პერსპექტივები.

Kinder Morgan

მიუხედავად იმისა, რომ Kinder Morgan-ის მენეჯმენტი აქციების ფასით კმაყოფილი არ არის, ამასთან დაკავშირებით ბიზნეს გეგმის შესრულების გარდა მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. სტრატეგია კომპანიას მოუწოდებს, რომ გააგრძელოს თავისი უხვი ფულადი ნაკადების გამოყოფა მიმზიდველი და მზარდი დივიდენდების გადახდის მიზნით, ინვესტიციების განხორციელება მაღალშემოსავლიან გაფართოების პროექტებში და ორიენტირდეს აქციების გამოსყიდვაზე. Kinder Morgan-მა წელს სამივე პუნქტის შესრულება შეძლო. კომპანიამ დივიდენდური ანაზღაურება 3%-ით გაზარდა, დაამტკიცა ზრდის რამდენიმე ახალი პროექტი, გააძლიერა განახლებადი ბუნებრივი აირის ბიზნესი, გამოისყიდა 16 მილიონი აქცია და უკვე მყარი ბალანსი კიდევ უფრო გააძლიერა.

იმის გამო, რომ Kinder Morgan-ის აქციები ასეთი იაფია, მისი დივიდენდური სარგებელი 6%-ს აჭარბებს. ძლიერი ბალანსითა და ფულადი სახსრების მომტანი ბიზნესით, ეს ანაზღაურება მყარ ნიადაგზე დგას, რაც აქციებს, შემოსავლის მაძიებელი ინვესტორებისთვის, შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

Enterprise Products Partners

Enterprise Products Partners-მა ივლისის დასაწყისში დივიდენდური ანაზღაურება 5.6%-ით გაზარდა. ეს დივიდენდების ზრდის ზედიზედ 24-ე წელია. ასეთი მატება განპირობებულია კომპანიის სტაბილურად მზარდი ფულადი ნაკადებით. ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტმა პირველ კვარტალში რეკორდული გასანაწილებელი ფულადი ნაკადები – $1.8 მილიარდი გამოიმუშავა, რის შედეგადაც განაწილების კოეფიციენტმა (გასანაწილებელი ფულადი ნაკადები (DCF)/საერთო განაწილება) 1.8-ს მიაღწია.

Enterprise Products Partners

Enterprise Products Partners-ის აქციების ფასი ($26.73) ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებლებიდან ერთ მესამედზე მეტით არის შემცირებული და ეს მაჩვენებელი თავისუფალ ფულად ნაკადებს 6.8-ჯერ აღემატება, რაც კომპანიის ხუთწლიან საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალია. დივიდენდური სარგებელი ამჟამად 7.3%-ს შეადგენს და მენეჯმენტი მზად არის, რომ შემდგომში ანაზღაურება გაზარდოს.

Enterprise Products Partners-ის დაახლოებით $4.6 მილიარდის ღირებულების კაპიტალური პროექტები პროცესშია და ყველაფერი, რასაც კომპანია ზრდის დაფინანსებისთვის საჭირო ფულის გარდა გამოიმუშავებს, სავარაუდოდ, დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვით გზით აქციონერების ჯიბეებში აღმოჩნდება.

საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ Enterprise Products Partners-ის ქონება მჭიდროდ არ არის მიბმული ნედლი ნავთობის არაპროგნოზირებად ფასებზე, ასე რომ, ინვესტორებს შეუძლიათ საიმედო და მზარდი შემოსავალი თავიანთ საინვესტიციო პორტფელებზე ნავთობის ბაზრის რხევების გავლენის გარეშე მიიღონ. ასე რომ, თუ ნავთობმწარმოებელ კომპანიაში ინვესტირება გსურთ, მაგრამ გირჩევნიათ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, Enterprise Products Partnets, შესაძლოა, ახლა შესანიშნავი არჩევანი იყოს.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

ახლა ინვესტირების გაგრძელება უფრო უსაფრთხოა თუ ფულის ბაზრიდან გამოტანა?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
ახლა ინვესტირების გაგრძელება უფრო უსაფრთხოა თუ ფულის ბაზრიდან გამოტანა?

ახლა ინვესტირების გაგრძელება უფრო უსაფრთხოა თუ ფულის ბაზრიდან გამოტანა?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved