რა მოხდა?
ელექტრონული კომერციის კომპანიების – Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასი გუშინ გაიზარდა. სავაჭრო დღის ბოლოს თითოეული, შესაბამისად, 12.1%-ით, 7.6%-ით და 6%-ით იყო გაზრდილი.
ინდივიდუალურ კომპანიებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიტიური ახალი ამბები იყო, მაგრამ ეს ზრდა, სავარაუდოდ, უფრო ფართო ბაზართან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში ეს იყო ყველაზე მეტად დაზარალებული ტექნოლოგიური აქციები, რომლებიც გასული ნოემბრის შემდეგ მასიურად გაიყიდა.
და რა?
გუშინ, Youtube-მა დაადასტურა Shopify-ისთან თანამშრომლობა, რომლის მიხედვითაც Youtube-ზე კონკტენტის შემქმნელებს შეუძლიათ, რომ თავიანთ არხებთან ელექტრონული კომერციის პლატფორმა შეუფერხებლად დააკავშირონ. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საქმე რაიმეს ყიდვას ეხება, ონლაინ კონტენტის შემქმნელები მომხმარებელთა ყიდვის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ. ამიტომ ეს პარტნიორობა უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლუენსერებს შეუძლიათ Shopify-ის პლატფორმას პროდუქტების პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვაში დაეხმარონ, კავშირი, როგორც ჩანს, ძალიან ლოგიკურია. იმის გათვალისწინებით, რომ Youtube მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ ვიდეო პლატფორმაა, ახალი კავშირი, შეიძლება, Shopify-ისთვის ძალიან ხელსაყრელი იყოს.
გუშინ Etsy-მ თავისი შვილობილი კომპანიის – Depop-ის აღმასრულებლად კრუტი პატელ გიოალი დაასახელა. Depop არის მოდის გადაყიდვის პლატფორმა, რომელიც კომპანიამ შარშან $1.62 მილიარდად შეიძინა. კრუტი ჩაანაცვლებს მარია რაგას, რომელიც თანამდებობას ტოვებს. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგი ამბავია და შვილობილი კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელის წასვლა, სავარაუდოდ, Etsy-ის აქციების ფასის გაზრდის მიზეზი არ არის.
რაც შეეხება MercadoLibre-ს, მასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური სიახლე არ ყოფილა.
ისევ და ისევ, სავარაუდოდ, ზოგადად ტექნოლოგიური აქციების გამოსწორება იყო ის, რამაც ამ ელექტრონული კომერციის აქციების ფასები გაზარდა. ამ ზრდის შემდეგაც კი Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასები გასულ წელს დაფიქსირებულ ყველა დროის მაქსიმუმებს 65%-82%-ით ჩამორჩება.
ახლა რა?
არის თუ არა ეს გადამწყვეტი შემობრუნება? თუ უბრალოდ დროებითი გაუმჯობესებაა? ამის დარწმუნებით თქმა ძალიან რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, ელექტრონული კომერცია უახლოეს წლებში საცალო გაყიდვების უფრო და უფრო მეტ წილს დაიკავებს.
აღწერის მიხედვით, აშშ-ის ელექტრონული კომერციის გაყიდვების წილმა, საცალო გაყიდვების საერთო მოცულობაში 2020 წლის დასაწყისში, კორექტირებულ საფუძველზე პიკს მიაღწია. როგორც ჩანს, გრძელვადიანი ტენდენცია კვლავ იზრდება და ელექტრონული კომერციის შეღწევადობა ახლა უკვე პანდემიამდელ აღმავალ ტენდენციას უბრუნდება.
ამიტომ, ეს ზრდა, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ ამ აქციებმა ფსკერს უკვე მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინვესტორებმა მაინც უნდა იცოდნენ, რომ თუ გავითვალისწინებთ ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ მზარდი ინფლაციის შეჩერების მცდელობას, შეიძლება აშშ რეცესიამდე მივიდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქციის ფასის კლება ავტომატურად სიიაფის ნიშანი არ არის. სანამ ამ აქციებში ინვესტირებას გადაწყვეტთ აუცილებელია, საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროთ.