• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

2 შეცდომა, რომელიც Bear Market-ის დროს თავიდან უნდა აიცილოთ

ივლისი 20, 2022
in ინვესტიციის ანბანი
2 შეცდომა, რომელიც Bear Market-ის დროს თავიდან უნდა აიცილოთ
გაზიარება

უკვე დიდი ხანია, რაც კაპიტალის ბაზრები დაღმავალი მიმართულებით მოძრაობს და გასულ თვეში S&P 500 ოფიციალურად bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ყველაზე გამოცდილი ინვესტორებიც კი, შეიძლება, მსგავს სიტუაციებში პანიკამ მოიცვას.

ზოგიერთი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებს, რომ, შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის წინაშე აღმოჩნდეს და ინფლაციის 40-წლიანმა მაქსიმალურმა მაჩვენებელმა, შეიძლება საფონდო ბირჟისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. არსებობს მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლებიც ინვესტორებმა ასეთ პერიოდში თავიდან უნდა აიცილონ და დღეს ორ მათგანს შემოგთავაზებთ.

  1. საინვესტიციო პორტფელის გამუდმებით შემოწმება

აქციებისთვის რთულ პერიოდებში ინვესტორებისთვის, შესაძლოა, მაცდური იყოს პორტფელის მუდმივად შემოწმება. ცდუნება გასაგებია, მაგრამ ცოტა არაგონივრული. Bear market-ის დროს ინვესტორების უმეტესობის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება შემცირდება, მაგრამ ზარალი არარეალიზებული იქნება მანამ, სანამ ხელს გაყიდვის ღილაკს დააჭერთ.

თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფართო ბაზარმა თითოეული კორექციისა თუ კრახის გადალახვა შეძლო და იმ პირობით, თუ თქვენ ხარისხიანი კომპანიების აქციებს ფლობთ, სავარაუდოა, რომ მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ მათი ფასები აღდგება.

  1. აქციების ყიდვისგან თავის შეკავება

ოპორტუნისტი ინვესტორებისთვის საფონდო ბირჟის ვარდნა შესანიშნავი შესაძლებლობაა. Bear market-ის დროს ძალიან ძლიერი კომპანიების აქციების ფასებიც მცირდება, ეს კი ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის.

აუცილებელია ინვესტიციაში მხოლოდ ის ფული ჩადოთ, რომლის დაკარგვაც შეგიძლიათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ვარდნას თან ეკონომიკური პრობლემები ახლავს.

გარდა ამისა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, ამჟამინდელ დონეზე მათი შესყიდვას კარგი გადაწყვეტილებად არ აქცევს. აქციებში ინვესტირებამდე კვლევის ჩატარება ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუ გააზრებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებთ, bear market სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ.

ითამაშეთ გრძელი თამაში

Bear ბაზრები სახალისო არ არის, მაგრამ საზრიან ინვესტორებს შეუძლიათ, რომ ეს არასახარბიელო მოვლენა დიდი სიმდიდრის დასაგროვებლად გამოიყენონ. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების გაკონტროლება, ცივი გონებით მსჯელობა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება, რათა უფრო დიდი სურათის დანახვა შევძლოთ და ბაზრის მოკლევადიან რყევებზე არ ჩავიციკლოთ. სწორედ ამ ერთი შეხედვით შემზარავი მოვლენის უკან იმალება ძლიერი კომპანიების აქციების შემცირებულ ფასად შეძენის შესანიშნავი შესაძლებლობები. მთავარია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საფუძვლიანად ჩატარებულ კვლევასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ხედვაზე იყოს დაფუძნებული.

წინა

S&P 500-ის 3 დაზარალებული აქცია, რომელიც აღსადგენად მზად არის

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასები?

რატომ გაიზარდა გუშინ Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved