• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

უნდა დაელოდონ თუ არა ინვესტორები Tesla-ს აქციების დაყოფას?

ივლისი 21, 2022
in სიახლეები
უნდა დაელოდონ თუ არა ინვესტორები Tesla-ს აქციების დაყოფას?
გაზიარება

ელექტრომობილების (EV) მეფე – Tesla აქციების მფლობელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, 4 აგვისტოს აქციონერებს სთხოვს, რომ აქციების 1/3-თან შეფარდებით დაყოფა დაამტკიცონ. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 40%-ით არის შემცირებული და დაყოფა, შეიძლება, საცალო ინვესტორების მოზიდვისა და ფასის პოტენციურად გაზრდისკენ მიმართული ტაქტიკა იყოს. აქციების დაყოფისას გამოშვებული აქციების რაოდენობა იზრდება და თითოეული აქციის ფასი მცირდება.

ეს ხდება პროპორციულად ისე, რომ კომპანიის რეალური საბაზრო ღირებულება უცვლელი რჩება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ აქციების დაყოფამ, შეიძლება, ინდივიდუალური ინვესტორების ახალი ტალღა მოიზიდოს, ფუნდამენტურად კომპანიაში არაფერი იცვლება. ამიტომ, ინვესტორები ტესლას აქციების პოტენციური დაყოფით შეშფოთებულნი არ უნდა იყვნენ. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ამჟამად ძირითად ბიზნესი.

მოდით, კომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობას ჩავუღრმავდეთ და გადავწყვიტოთ, არის თუ არა ეს ახლა კარგი საინვესტიციო შესაძლებლობა.

როგორ მუშაობს Tesla-ს ბიზნესი?

მეორე კვარტალში EV ლიდერის წარმოება და მანქანების მიწოდება კვარტალში, შესაბამისად, 15.3%-ით და 17.9%-ით შემცირდა, 258,580 და 254,695-მდე. წინა კვარტალში ტემპის შენელება გამოწვეული იყო კოვიდ-19-თან დაკავშირებული შანხაის ქარხნის დაკეტვით და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით. თუმცა, წლიდან წლამდე წარმოება და მიწოდება, შესაბამისად, 25.3%-ით და 26.5%-ით გაიზარდა, რაც რთულ მაკრო გარემოში მდგრად წარმადობაზე მიუთითებს.

2022 წლის პირველ კვარტალში EV გიგანტის მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 81%-ით – $18.8 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მისი კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) 246%-ით – $3.22-მდე მოიმატა. მთლიანი მარჟა და საოპერაციო მარჟა, შესაბამისად, 779 და 1,349 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. უფრო მეტიც, კომპანიას ამჟამად $17.5 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული და ფულადი სახსრების ეკვივალენტები გააჩნია და პირველ კვარტალში $2.2 მილიარდის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) გამოიმუშავა, რაც წელიწადში განსაცვიფრებელ 660%-იან ზრდას წარმოადგენს.

მოკლევადიანმა წინაღობამ, შესაძლოა, ამ დროისთვის ზრდა შეაჩეროს, მაგრამ Tesla-ს საკმარისი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფი გაფართოება გააგრძელოს. გარდა ამისა, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფისკალურ 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 58%-ით – $84.9 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო მისი კორექტირებული EPS 75%-ით – $11.78-მდე მოიმატებს.

რაც შეეხება მეორე კვარტლის შედეგებს, კორექტირებულმა EPS-მა $2.27 შეადგინა, ხოლო Refinitiv-ის პროგნოზი $1.81 იყო. კომპანიამ $16.93 მილიარდის მოცულობის შემოსავალი დააფიქსირა, რაც ჩამორჩება Refinitiv-ის ვარაუდს – $17.1 მილიარდს. ავტომობილების მთლიანმა მარჟამ 27.9% შეადგინა. წინა კვარტლის ეს მაჩვენებელი 32.9% იყო, ხოლო ერთი წლის წინანდელი – 28.4%. ამაზე გავლენა იქონია ინფლაციამ და მოთხოვნის კონკურენციამ იმ კომპონენტებზე, რომლებიც ელექტრომობილებისთვის არის საჭირო. საავტომობილო შემოსავალმა $14.6 მილიარდი შეადგინა – $1.47 მილიარდი მომსახურებიდან და სხვა შემოსავლებიდან მოვიდა, ხოლო $866 მილიონი კომპანიის ენერგეტიკული სეგმენტიდან. მეორე კვარტალში Tesla-მ საავტომობილო მარეგულირებელი კრედიტებიდან (მარეგულირებელი კრედიტები ჰგავს სუბსიდიებს, რომლებიც კალიფორნიისა და აშშ-ის 13 სხვა შტატის მიერ ქვეყანაში გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებელი ფაქტორების რეგულირებისთვის გაიცემა)  $344 მილიონის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. ეს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-იანი კლებაა.

უნდა იყიდონ ინვესტორებმა Tesla-ს აქციები ახლავე?

სავარაუდოდ, ტესლა გრძელვადიან თამაშად რჩება. რა თქმა უნდა, მოკლევადიანმა წინააღმდეგობებმა, შესაძლოა, მას პრობლემები შეუქმნას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებულმა ინვესტორებზე ამან არ უნდა იმოქმედოს. კომპანია თავის ინდუსტრიაში აშკარა ლიდერია და Market Research Future-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მან 2030 წლამდე 24.5%-ის ტოლი კომბინირებული წლიური ზრდის ტემპი (CAGR) ($957 მილიარდამდე) დააფიქსიროს. მოახლოებული აქციების დაყოფა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Shopify-ის, MercadoLibre-სა და Etsy-ის აქციების ფასები?

შემდეგი

3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდ არისტოკრატი ახლავე შესაძენად

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდ არისტოკრატი ახლავე შესაძენად

3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდ არისტოკრატი ახლავე შესაძენად

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved