რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, 2022 წლის პირველი ნახევრისთვის Airbnb-ის აქციების ფასი 46.5%-ით შემცირდა. 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით კი ფასი 58%-ით არის შემცირებული. ეს იყო რთული წელი ისეთი მზარდი პოტენციალის აქციებისთვის, როგორიც არის Airbnb. შედარებისთვის, S&P 500 თავის ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებლებთან შედარებით 21%-ით არის შემცირებული, ხოლო Nasdaq Composite – 31%-ით.
და რა?
შესაძლოა, Airbnb-ის წარმადობა დამაბნეველი ჩანდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამომხმარებლო ხარჯებმა მოგზაურობისა და გამოცდილებისკენ სწრაფად გადაინაცვლა 2022 წელს, როდესაც ეკონომიკა ხელახლა გაიხსნა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მრავალი კოლეგა პანდემიისგან გამოკეთების გზაზეა, Airbnb მაღალი ზრდის რეჟიმშია.
თუმცა, აქციების ფასის შემცირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2020 წლის ბოლოს საჯარო ასპარეზზე დებიუტის შემდეგ ფასი ძალიან ძვირი იყო. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ, ინფლაციის დაძლევის მიზნით, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, მაღალი ზრდის პოტენციალის აქციები უკან დახია. უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები ამცირებს რისკის მქონე ისეთი აქტივების ღირებულებს, როგორიც არის აქციები.
Fed-ის გარდა, ინვესტორებმა ეკონომიკის გაუარესების შესახებ ფიქრი დაიწყეს. მოხსენებები მიუთითებს, რომ მზარდი მოგზაურობა ენერგიის მაღალი ფასების გამო ნელდება. ასევე, არეულია საბინაო ბაზარი, რამაც, შეიძლება, გავლენა Airbnb-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მილიონობით მასპინძელზე იქონიოს.
ახლა რა?
ეს იყო 2022 წლის უხეში პირველი ნახევარი, ყველაზე ცუდი პირველი ნახევარი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ Airbnb-ის მკვეთრი ვარდნა აქციების ფასს ბევრად უფრო გონივრულ მდგომარეობაში აბრუნებს. კომპანიის აქციის P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) კოეფიციენტი 21-ს შეადგენს, ხოლო ფორვარდული P/E – 34-ს.
მოგზაურობისას მომხმარებელთა ტენდენციების ცვალებადობისა და დისტანციური მუშაობის გათვალისწინებით, Airbnb-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ზრდის იმპულსი მომავალი წლების განმავლობაში შეინარჩუნოს. თუმცა, არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, Airbnb, სავარაუდოდ, ძალიან არასტაბილურ აქციად დარჩება. გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, შესაძლოა, ეს შესანიშნავი აქცია იყოს, მაგრამ შეიძინეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის შენარჩუნებას მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებთ და გეგმავთ, რომ ტურისტული კომპანია სათანადოდ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ნაწილი გახადოთ.