• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Levi Strauss-ის კვარტალური ანგარიში – რას უნდა დააკვირდეთ?

ივლისი 7, 2022
in სიახლეები
Levi Strauss-ის კვარტალური ანგარიში – რას უნდა დააკვირდეთ?
გაზიარება

Levi Strauss 2022 წლის ფისკალური მეორე კვარტლის შედეგებს დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ წარადგენს. ანალიტიკოსთა კონფერენცია ამავე დღეს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 5 საათზეა დაგეგმილი.

დადებითი მხარე ის არის, რომ კომპანია თავის პროდუქტებზე დიდ მოთხოვნას განიცდის. გასულ კვარტალში Levi Strauss-მა უოლ სტრიტის მოლოდინებს შემოსავლისა და მოგების შესახებ კიდევ ერთხელ გადააჭარბა.

თუმცა, ბოლო დროს მომხმარებელთა ნდობა დაეცა, რადგან ბევრი ადამიანი, წინა წელთან შედარებით, მზარდ ინფლაციასა და საწვავის ფასის მკვეთრად გაძვირებას გრძნობს. როგორც ჩანს, მომხმარებლები მზად არიან გაამკაცრონ ხარჯები დისკრეციულ პროდუქტზე, როგორიც არის ტანსაცმელი და აქსესუარები.

ასევე, გასათვალისწინებელია ბაზრის დინამიკა. ამ წლის მთლიანი საფონდო ბირჟის არასახარბიელო წარმადობის გათვალისწინებით, Levi-ს აქციების ფასი, შესაძლოა, კვარტალური ანგარიშის ძლიერმა შედეგებმაც კი ვერ გაზარდოს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ კომპანიის მუშაობას, ვიდრე კვარტალურ ანგარიშზე აქციების რეაქციას.

 

Levi Strauss-ის საკვანძო მაჩვენებლები

მეტრიკა 2021 წლის ფისკალური მეორე კვარტლის შედეგი უოლ სტრიტის მოლოდინი 2022 წლის ფისკალური მეორე კვარტლის შესახებ უოლ სტრიტის მიერ პროგნოზირებული ცვლილება
შემოსავალი $1.28 მილიარდი $1.43 მილიარდი 12%
კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.23 $0.23 უცვლელი

გასულ კვარტალში Levi-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით – $1.59 მილიარდამდე გაიზარდა. ამ შედეგმა უოლ სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $1.55 მილიარდს გადააჭარბა. საბითუმო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-ით გაიზარდა, ხოლო პირდაპირ მომხმარებლებზე (DTC) გაყიდვები – 35%-ით. DTC არხის ფარგლებში, კომპანიის მიერ ოპერირებადი მაღაზიებიდან შემოსავალი 48%-ით გაიზარდა, რადგან ფიზიკურ მაღაზიებში უფრო მეტი მომხმარებელი დაბრუნდა, ხოლო კომპანიის ელექტრონული კომერციის პლატფორმამ წელიწადში შემოსავლის 10%-იანი ზრდა დააფიქსირა.

გასულ კვარტალში, საყოველთაოდ აღიარებული საბუღალტრო პრინციპების (GAAP) მიხედვით, წმინდა შემოსავალმა $196 მილიონი შეადგინა, ანუ $0.48 თითო აქციაზე, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.

მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და წარმოების უფრო მაღალი დანახარჯები

მენეჯმენტის შეფასებით, ბოლო კვარტალში მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვის შედეგად, Levi Strauss-მა $60 მილიონის მოცულობის გაყიდვები დაკარგა. წინა კვარტალში ეს რიცხვი დაახლოებით $50 მილიონი იყო.

როგორც ჩანს, სავარაუდოდ, კომპანიის მეორე კვარტლის შედგები გარკვეულწილად დაზარალდა პანდემიით გამოწვეული გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებით, რომლებიც ბევრ კომპანიას აწუხებდა.

კომპანია წარმოების მაღალ ხარჯებს პროდუქციის ფასების ზრდით ანაზღაურებდა. ჯერჯერობით, გაზრდილ ფასებს სამომხმარებლო მოთხოვნა არ შეუმცირებია.

მითითებები

კომპანიის ფისკალური 2022 წლის მითითებებში ნებისმიერი ცვლილება, სავარაუდოდ, აქციების ფასზე აისახება. წლის განმავლობაში მენეჯმენტი ასეთ შედეგებს მოელის:

  • შემოსავალი – $6.4-$6.5 მილიარდი, რაც წლიურ 11%-13%-იან ზრდას წარმოადგენს.
  • კორექტირებული EPS – $1.50-%1.56, რაც წლიური 2%-6%-იანი ზრდაა.
წინა

რატომ შემცირდა წლის პირველ ნახევარში Airbnb-ის აქციების ფასი თითქმის 47%-ით?

შემდეგი

3 რამ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარშია გასათვალისწინებელი – რჩევები საუკეთესო ინვესტორებისგან

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
3 რამ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარშია გასათვალისწინებელი – რჩევები საუკეთესო ინვესტორებისგან

3 რამ, რაც 2022 წლის მეორე ნახევარშია გასათვალისწინებელი - რჩევები საუკეთესო ინვესტორებისგან

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved