• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ

ივლისი 5, 2022
in სიახლეები
ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ
გაზიარება

საფონდო ბირჟა თვეების განმავლობაში ვარდნის ფაზაში იყო – კორექცია bear market-ში გადაიზარდა და ამან ბევრი ინვესტორი შეაშინა.

ასეთ დროს რჩევა არის, რომ ბაზრის მდგომარეობის გამოსწორებას დაელოდოთ და ეს მართებულია, თუ პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე წელია დარჩენილი. თუმცა, თუ პენსიაზე გასვლა უკვე მოასწარით, ინვესტირებისთვის შეგიძლიათ ამ სტატიაში მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ.

პირველი რჩევა ეკუთვნის პიტერ ლინჩს, ლეგენდარულ ინვესტორს, რომელმაც Magellan-ის საზიარო სარგებლობის ფონდი ინდუსტრიის ტიტანად აქცია: „იყიდე ის, რაშიც ერკვევი.“

მეორე რჩევა ეკუთვნის Motley Fool-ის დამფუძნებლებს – ტომი და დევიდ გარდნერებს, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ უნდა ვიყიდოთ და შევინარჩუნოთ დიდი კომპანიების აქციები.

Investing After Retirement
 

მესამე რჩევა კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზართან სინქრონიზება შეუძლებელია.  საფონდო ბირჟა სწრაფად ეცემა და აღდგენა ხდება ყოველდღიური ტალღებით, რომლებსაც ყველაზე გონიერი ექსპერტიც კი ვერ იწინასწარმეტყველებს. მაგალითად, ბაზრის 20-წლიანი აქტივობის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროის განმავლობაში მიღებული ყველა მოგება, შეიძლება, მხოლოდ 35 საუკეთესო დღეს მიეწეროს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საუკეთესო დღეების გამოყენება.

Investing in S&P 500

დივიდენდური აქციები

თუ ცალკეულ აქციებში ინვესტირების სურვილი გაგაჩნიათ, შეგიძლიათ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT) აირჩიოთ. REIT-ები ვალდებულნი არიან თავიანთი დასაბეგრი შემოსავლის 90% აქციონერებს დივიდენდების სახით გაუნაწილონ. დაახლოებით 225 საჯარო REIT არსებობს და უმეტესობა ფოკუსირებულია კონკრეტულ ბიზნესზე, როგორიც არის საცალო ვაჭრობა, მრავალ ოჯახიანი საცხოვრებელი, სამრეწველო შენობები, მონაცემთა ცენტრები ან მობილური ანძები.

არსებობს მოსაზრება, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება, როგორც წესი, ინფლაციისგან თავის დასაცავად კარგი ვარიანტია და დივიდენდების გადამხდელ აქციებს დაღმავალ ბაზარზე უკეთ წარმადობის პოტენციალი გააჩნია. თუმცა, ახლა ასე არ ხდება. წლის დასაწყისიდან S&P 500 დაახლოებით 21%-ით არის შემცირებული, ხოლო S&P US REIT ინდექსი – დაახლოებით 23%-ით.

დივერსიფიკაცია

პენსიაზე გასვლის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დივერსიფიკაციის შენარჩუნებაა. ასეთ დროს რისკები განსაკუთრებით უნდა შეამციროთ და იქონიოთ ისეთი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც სათანადოდ არის დაბალანსებული. ერთი ძველი წესიც კი არსებობს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 100 წელს გამოაკელით საკუთარი ასაკი და მიღებული რიცხვი არის ის პროცენტი, რომელიც თქვენი დანაზოგიდან აქციებში უნდა გქონდეთ ინვესტირებული. მაგალითად, თუ 60 წლის ხართ, ეს ნიშნავს რომ აქციებში დაბანდებული უნდა გქონდეთ თქვენი დანაზოგის 40% (100-60).

გარდა ამისა, ახლა საფონდო ბირჟაზე არსებული დაბალი ფასები შეგიძლიათ მეტი პასიური შემოსავლის მისაღებად გამოიყენოთ. თუ აქციებს სწორად შეარჩევთ, შესაძლოა, საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დარჩეთ.

წინა

აქციების დაყოფის 3 შემთხვევა, რომელსაც 2022 წელს თვალი უნდა მიადევნოთ

შემდეგი

5 მომგებიანი ინვესტიცია, რომლითაც მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
5 მომგებიანი ინვესტიცია, რომლითაც მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით

5 მომგებიანი ინვესტიცია, რომლითაც მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved