• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აქციების დაყოფის 3 შემთხვევა, რომელსაც 2022 წელს თვალი უნდა მიადევნოთ

ივლისი 5, 2022
in სიახლეები
აქციების დაყოფის 3 შემთხვევა, რომელსაც 2022 წელს თვალი უნდა მიადევნოთ
გაზიარება

დიდია შესაძლებლობა, რომ 2022 წელი ისტორიას დარჩეს – ყოველ შემთხვევაში, ინვესტორებს შორის, როგორც აქციების დაყოფის წელი. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ სწორედ სამ ისეთ კომპანიას, რომელიც ამ წელს აქციების დაყოფას გეგმავს.

Tesla

Tesla ინვესტორების ფართო წრეში სტაბილურად პოპულარულ კომპანიად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წელს მან, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა პოპულარულმა აქციამ, უამრავი დარტყმა მიიღო, ელექტრონული ავტომობილების (EV) სივრცეში კომპანიის წამყვანი პოზიცია მის აქციებს მაღალ ფასს (დაახლოებით $700) უნარჩუნებს.

Tesla

ვინაიდან ტესლას მიზანი დიდწილად საცალო ინვესტორების მოზიდვაა, კომპანიის ინტერესებშია, რომ აქციები ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიმოიქცეოდეს. ასე რომ, ტესლა აპირებს აქციების 1/3-თან შეფარდებით დაყოფას.

ფინანსური ინჟინერიის ეს ნაწილი ექვემდებარება აქციონერთა კენჭისყრას, რომელიც საბოლოოდ Tesla-ს მომავალ წლიურ საერთო კრებაზე გაიმართება. ეს შეხვედრა აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.

Alphabet

ძვირფასი აქციების კლუბის კიდევ ერთი წევრი არის Alphabet – ინტერნეტ საძიებო ტიტანის – Google-ის მშობელი კომპანია. ბირჟაზე მიმოქცევადი Alphabet-ის ორივე – A და C კლასის აქციის ფასი, დაახლოებით $2,2000-ს შეადგენს.

Alphabet Inc.

ასე რომ, Alphabet-ის მხრიდან ძალიან ლოგიკური იყო აქციების 1/20-თან შეფარდებით დაყოფა, გარდა B კლასის ინსაიდერული აქციებისა, რომლებიც საჯაროდ არ მიმოიქცევა.

Alphabet-მა ამის შესახებ 2021 წლის მეოთხე კვარტლისა და მთელი წლის შედეგების გამოქვეყნებისას თებერვალში გამოაცხადა. ეს, ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რადგან კომპანიამ დააფიქსირა შემოსავლებისა და მომგებიანობის მძლავრი წლიური ზრდა, რომელიც ანალიტიკოსების შეფასებებს აჭარბებს. ამის შემდეგ, აქციონერების მიერ აქციების დაყოფის გადაწყვეტილების დამტკიცება გასაკვირი არ იყო. ჩანაფიქრი ძალაში 15 ივლისს შევა.

Nintendo

Tesla და Alphabet/Google ინვესტორების დიდი ყურადღებით სარგებლობს. ცნობილი იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია – Nintendo, ასევე, ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიამ აქციების 1/10-თან შეფარდებით აქციების დაყოფის შესახებ თავდაპირველად მაისში გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში ოქტომბრის პირველ დღეებში შევა.

Nintendo

ეს ცოტა რთული პროცესია. Alphabet-ის მსგავსად, Nintendo-ს აშშ-ში სავაჭრო აქციების რამდენიმე კლასი გააჩნია, ან, უფრო ზუსტად, ამერიკული სადეპოზიტო ქვითრები (ADR). NTDOY აბრევიატურის მქონე ერთი აქცია „მთავარი“ აქციის (რომელიც იაპონიაში მიმოიქცევა) მხოლოდ მერვედს წარმოადგენს. NTDO.F, იმავდროულად, ძირეული იაპონური აქციის სრულ ერთ წილს უდრის.

1/10-თან შეფარდებით გაყოფა უფრო მეტად შიდა ინვესტორებზეა მიმართული, ვიდრე ADR-ის მფლობელებზე.

ამ დროისთვის, იაპონურ ბირჟაზე კომპანიის აქციების შეძენის მინიმალური ზღვარი 100 აქციაა. ვინაიდან იქ Nintendo-ს ერთი აქცია ამჟამად 57,450 იენი ($422) ღირს, მინიმალური შესყიდვისთვისაც კი ინვესტორს $42,200-ის გადახდა უწევს. ამის გათვალისწინებით, აქციების დაყოფა კომპანიისთვის ძალიან სასარგებლოა.

იაპონური კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალ აქციებს 30 სექტემბრის მონაცემებით Nintendo-ს მოქმედი აქციონერები მიიღებენ.

წინა

როგორ გადავარჩინოთ საინვესტიციო პორტფელი Bear Market-ის პირობებში? – უორენ ბაფეტის რჩევა

შემდეგი

ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ

ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved