• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 მომგებიანი ინვესტიცია, რომლითაც მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით

ივლისი 5, 2022
in ინვესტიციის ანბანი
5 მომგებიანი ინვესტიცია, რომლითაც მოგვიანებით კმაყოფილი დარჩებით
გაზიარება

როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება გარანტიები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, ინვესტიციას დროში, ფულში თუ ენერგიაში ახორციელებთ, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ვითარება თქვენთვის არასასურველად წარიმართება.

ამ სტატიაში მოცემულია 5 ინვესტიცია, რომლის პოზიტიური შედეგი თითქმის გარანტირებულია.

  1. S&P 500

მდგომარეობის გამოსწორებას ბაზარმა, შესაძლოა, ხვალ, მომავალ კვირას ან თუნდაც მომავალ წელს ვერ მიაღწიოს, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში S&P 500 აღმავალი მიმართულებით მოძრაობს.

როდესაც ბაზარზე რთული სიტუაცია იქმნება, როგორც ეს ახლა ხდება, სასარგებლოა, საჭირო პერსპექტივისთვის, S&P 500-ის ისტორიულ სქემას გადახედოთ.

გამოსავალი საკმაოდ მარტივია: ძალიან დიდი ალბათობით, აშშ-ის 500 უმსხვილეს კომპანიაში ინვესტირება დადებით შედეგს მოგიტანთ, თუ ამ ინვესტიციას საკმარის დროს დაუთმობთ.

  1. დამატებითი შემოსავალი

შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის დამატებითი საქმიანობით დაკავება. ამ გზით გამომუშავებული ფული, შეიძლება, ნიშნავდეს ძალიან საჭირო შვებულებას, თქვენი საგანგებო ფონდის გაძლიერებას ან დამატებით დანაზოგს თქვენი მომავლისთვის. დამატებით სხვაგან მუშაობის ნაცვლად, ასევე, შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, თუ ამისთვის მზად ხართ.

  1. უფრო მაღალი ხელფასი

თქვენი სიმდიდრის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა ხელფასის გაზრდაა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა ამ საკითხს არასწორად აღიქვამს.

იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ უფრო მაღალი ანაზღაურება მოითხოვოთ, საკითხს უფრო სტრატეგიული გზით უნდა მიუდგეთ. მაშინაც კი, თუ თქვენი უფროსი თანაუგრძნობს ისეთ რთულ სიტუაციებს, როგორიც არის ცხოვრების მაღალი ხარჯები, კომპანიები ფულის გამომუშავებაზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ, უფროსი თქვენი ხელფასის გაზრდას არ მოისურვებს. ამ მიმართულებით უფრო წარმატებული იქნებით, თუ უფროსს მიაწვდით იდეას, რომელიც ბიზნესს ღირებულებას შემატებს და ცხოვრებას ყველას გაუადვილებს. ამის გაკეთების ორი ყველაზე აშკარა გზა ხარჯების შემცირება და გაყიდვების გაზრდაა.

თუ ამის განხორციელებას შეძლებთ, კომპანიას მეტი ფულადი რესურსი გამოუთავისუფლდება და, შესაბამისად, თქვენთვის ხელფასის მომატების პერსპექტივაც უფრო ლოგიკური გახდება.

  1. ცოდნაში ინვესტირება

საფონდო ბირჟის კრახის გადატანა ბევრი ინვესტორისთვის, შეიძლება, რთული იყოს. ასეთ დროს ბევრი ბაზრების სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ საზრიანი ინვესტორები bear ბაზრებს ჭკვიანურად იყენებენ.

თქვენი ცოდნის გაზრდა ისეთ თემებზე, როგორიც არის საინვესტიციო თეზისის აღწერა, ფინანსური სიახლეების ანალიზი და აქციების კვლევა, თქვენი საინვესტიციო პორტფელის გრძელვადიან წარმადობაზე დიდ გავლენას იქონიებს.

  1. ის, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს

მიუხედავად იმისა, რომ ეს, შესაძლოა, მოგებისა და ზარალის გრაფიკზე ნაჩვენები არ იყოს, ინვესტიციის ჩადება ისეთ რამეში, რაც სიამოვნებას განიჭებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის.

ახალი ჰობით დაკავება, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება ან ახალი არასამუშაო პროექტების წამოწყება თქვენს ცხოვრებას არა მხოლოდ მრავალფეროვნებასა და ბალანსს მატებს, არამედ გონებას გარკვეული დროით გადართვის და დასვენების საშუალებას აძლევს. გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის კი ბაზარზე, მოკლევადიან პერიოდში განვითარებულ განვითარებული მოვლენებისგან თავის დაღწევა, შესაძლოა, დიდი უპირატესობა იყოს.

რესურსების განაწილება

აქციების ან სხვა აქტივების შეძენა ინვესტირების ერთადერთი განმარტება არ არის. როდესაც თქვენ რესურსებს ანაწილებთ, ესეც ინვესტირებაა. ფულთან ერთად, ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსები დრო და ენერგიაა. მათი დახარჯვის გზები ჩვენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ომაჰას ორაკულმა – უორენ ბაფეტმა ეს აზრი მშვენივრად გამოთქვა: „ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ის არის, რომელსაც საკუთარ თავში დებთ.“

საკუთარ თავში ინვესტირება არის გზა, რომ უფრო ჭკვიანი, ბედნიერი და მდიდარი გახდეთ.

წინა

ინვესტირება პენსიაზე გასვლის შემდეგ

შემდეგი

რამდენად უსაფრთხოა ახლა Nasdaq-ში ინვესტირება?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რამდენად უსაფრთხოა ახლა Nasdaq-ში ინვესტირება?

რამდენად უსაფრთხოა ახლა Nasdaq-ში ინვესტირება?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved