როგორც Dow Jones Industrial Average, ასევე, S&P 500 დაახლოებით 1%-ით დაეცა და 2022 წელს ორივე ინდექსი, შესაბამისად, 10%-ით და 14%-ით არის შემცირებული.
ამ კვირაში ათობით კომპანია გამოაქვეყნებს კვარტალურ შედეგებს და დღეს სამ ასეთ კომპანიას განვიხილავთ: Five Below, Stitch Fix და Dave & Buster.
Five Below
Five Below კვარტალურ ანგარიშს ოთხშაბათს [8 ივნისი] წარადგენს და ინვესტორები ამ კომპანიისგან რამდენიმე, პოტენციურად ცუდ, ამბავს მოელიან. მიუხედავად იმისა, რომ Five Below-მა გასულ კვარტლებში ძლიერი ზრდა განიცადა, ბოლო კვარტალში გაყიდვების ზრდა შენელდა. ამ კვირის განცხადების ყველაზე დიდი შიში მოიცავს მოთხოვნის შემდგომ ზეწოლას საცალო მოვაჭრეზე, რომელმაც გასულ კვარტალში შესადარებელი მაღაზიების გაყიდვების მიმართულებით (საცალო ვაჭრობის ლოკაციის მიერ ბოლო სააღრიცხვო პერიოდში წარმოქმნილი შემოსავლის, მის მიერ წარსულის ანალოგიურ პერიოდში წარმოქმნილ შემოსავალთან შედარება) 3%-იანი ზრდა დააფიქსირა.
აღმასრულებელი დირექტორი ჯოელ ანდერსონი და მისი გუნდი ინვესტორებს ამ გაფართოების ტემპის შესახებ ინფორმაციას მიმდინარე კვირაში მიაწვდის. აქციონერები ასევე გაიგებენ, თავიდან აიცილა თუ არა კომპანიამ მარაგების გამოწვევები, რომლებიც აზიანებს კომპანიებს, როგორიც არის Target. მომხმარებლები პანდემიის ფონზე თავიანთი ხარჯვის პრიორიტეტებს სწრაფად ცვლიან და ეს ნაბიჯები საცალო მოვაჭრეების მოგებას საფრთხეს უქმნის.
Stitch Fix
Stitch Fix-ს ბოლო კვარტალურ ანგარიშებში ინვესტორებისთვის კარგი ამბები არ უცნობებია. ამიტომაც, მოლოდინები მომდევნო კვარტალური ანგარიშის მიმართ, რომელსაც კომპანია ხუთშაბათს [9 ივნისი] წარადგენს, დაბალია. მოსალოდნელია, რომ ელექტრონული კომერციის სპეციალისტის გაყიდვების დაახლოებით 10%-იანი შემცირება, 3%-იან ზრდასთან შედარებით გაყიდვების პერიოდში, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდა.
Stitch Fix-ს უჭირს როგორც თავისი კურირებული ტანსაცმლის გამოწერების, ასევე ახალი პირდაპირი შესყიდვების შეთავაზებების გაყიდვა. ამ ორი განსხვავებული ბიზნესის ერთობლიობამ გასულ კვარტალში მყიდველები დააბნია და ამ კვირაში მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლო თუ არა მენეჯმენტმა ამ ძირითადი პრობლემის მოგვარება.
აღმასრულებელმა დირექტორმა – ელიზაბეტ სპოლდინგმა და მისმა გუნდმა, შესაძლოა, 2022 წლის ფისკალური პერსპექტივა ამ კვირაშიც განაახლონ. ამ პროგნოზის მიხედვით, გაყიდვები არ შეიცვლება ან ოდნავ შემცირდება და კომპანიის აქციებზე დარჩება ზეწოლა მანამ, სანამ Stitch Fix ზრდისა და სტაბილური მომგებიანობისკენ მკაფიო ზრდას არ აჩვენებს.
Dave & Buster
იმ დროს, როდესაც უფრო მეტი ადამიანი უპირატესობას პირადი გართობის მიზნით ხარჯვას ანიჭებს, Dave & Buster, შეიძლება, აშკარა გამარჯვებულად გამოიყურებოდეს. ქსელი ყურადღებას ამახვილებს კვებასა და გართობაზე, ეს ორი კატეგორია კი დღეს ყვავის.
თუმცა გაყიდვების უახლესი პერიოდის განმავლობაში გაყიდვები შემცირდა და ეს კლება Dave & Buster-ის ფისკალურ პირველ კვარტალში შემსუბუქდა. ხვალ გავიგებთ, არის თუ არა გართობის გიგანტის მაჩვენებლები კვლავ შემცირებული. ეს ზეწოლა, შეიძლება, პერსონალის გამოწვევებით, ასევე, შრომისა და საკვების მაღალი ხარჯების გამო გაძლიერდეს.
მეორეს მხრივ, Dave & Buster-მა, შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვის ზრდის პერსპექტივა გამოსცეს, თუ კომპანია ამ ინდუსტრიის გამოწვევების გადალახვას შეძლებს. ორივე შემთხვევაში, Dave & Buster-ის აქციებს, სავარაუდოდ, არასტაბილური სავაჭრო კვირა მოელის.