• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მაისი 17, 2022
in სიახლეები
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ
გაზიარება

ამ სტატიაში განვიხილავთ აქციებს, რომელთა ამ კვირაში შეძენა, შესაძლოა, ხელსაყრელი საინვესტიციო გადაწყვეტილება არ იყოს. მოდით პირდაპირ კომპანიების განხილვაზე გადავიდეთ.

Coca-Cola

Coca-Cola მზარდი პოტენციალის აქცია არ არის. კომპანიის შემოსავალი ბოლო ცხრა წლიდან შვიდში შემცირდა. გამაგრილებელი სასმელების მოხმარების ტენდენცია სტაბილურად მცირდება მას შემდეგ, რაც 22 წლის წინ პიკს მიაღწია. ტკივილის შესამსუბუქებლად კომპანიამ ალტერნატიულ სასმელებს მიმართა, მაგრამ ზრდა მაინც არ არის შთამბეჭდავი. ნელა მზარდი Coca-Cola-ს P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 28-ს შეადგენს. თუ რეალური მზარდი პოტენციალის აქციები განაგრძობენ მატებას ისე, როგორც გასულ კვირას, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები, რომლებმაც Coca-Cola-ს, როგორც უსაფრთხო ინვესტიციას მიმართეს, კვლავ მზარდი პოტენციალის აქციებს დაუბრუნდებიან.

Blue Apron

გასულ კვირას ზოგიერთმა ყველაზე დაზარალებულმა აქციამ გამოკეთება დაიწყო. პარასკევს, ბირჟის დახურვისას, Blue Apron-ის აქციების ფასი, გასული ორშაბათის დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, 29%-ით იყო გაზრდილი.

Blue Apron არის ახალი ინგრედიენტებისა და რეცეპტების მიწოდების სერვისი, რომელიც ყველა დონის მზარეულს სახლში კერძების მომზადებაში ეხმარება. კომპანია თავდაპირველად 2 წლის წინ, პანდემიის ფონზე გაიზარდა. როდესაც ხალხი სახლში უფრო მეტ დროს ატარებს, კულინარიული უნარების ამაღლების სურვილი საკმაოდ გავრცელებულია. შემოსავლების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით კლების თანმიმდევრული წლების შემდეგ, Blue Apron-ის გაყიდვები 2020 წელს გაუმჯობესდა, მაგრამ ეს მხოლოდ 1%-იანი ზრდა იყო. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა.

კარგი ამბავი ის არის, რომ ანალიტიკოსები ამ ეტაპზე შემოსავლების ზრდის დაჩქარებას მოელიან. ცუდი ამბავი კი იმაში მდგომარეობს, რომ უოლ სტრიტი ამ კომპანიის მიმართ წარსულში პროგნოზების თვალსაზრისით გულუხვი იყო და Blue Apron-ის კვარტალურმა დეფიციტმა ბოლო სამ მოხსენებაში ანალიტიკოსების მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა.

ბაზრის ეს ნიშა ულმობელია. ყურადღების მისაქცევად სარეკლამო აქტივობა ძვირი ჯდება, იმავდროულად კონკურენტი პლატფორმები მომხმარებელს ფასდაკლებულ საწყის გარიგებებს სთავაზობს. ანალიტიკოსების ვარაუდით Blue Apron-ს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მოგების მიღება არ შეუძლია და კომპანიას, შეიძლება, არ ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე აქციონერების შემცირების გარეშე გაძლოს.

Tencent Music Entertainment

მიუხედავად ჩინეთის ციფრული მუსიკის ბაზრის მძლავრი წილისა გასული ზაფხულის შემდეგ Tencent Music-ის აქციების ფასი ერთნიშნაა. შემოსავლების ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში მკვეთრად შენელდა. 2017 წელს Tencent Music Entertainment-მა შემოსავალი 152%-ით გაზარდა და ეს მაჩვენებელი შარშან 7%-ით შემცირდა.

თუ ამ კვირაში უსაფრთხო აქციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი Coca-Cola-ში, Blue Apron-ში ან Tencent Music Entertainment-ში აღმოაჩინოთ.

წინა

როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?

შემდეგი

რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald’s

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald’s

რომელი დივიდენდური აქციის შეძენა სჯობს? Target vs. McDonald's

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved