• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გახდება Volkswagen ელექტრომობილების ტოპ მწარმოებელი 2025 წლისთვის?

აპრილი 19, 2022
in სიახლეები
გახდება Volkswagen ელექტრომობილების ტოპ მწარმოებელი 2025 წლისთვის?
გაზიარება

გასულ წელს Volkswagen, წარმოების მოცულობის თვალსაზრისით, მსოფლიოში მეორე ავტომობილების მწარმოებელი იყო. კარგად დამკვიდრებული გერმანული ავტომწარმოებელი, ისევე, როგორც მისი კონკურენტები, აცნობიერებს, რომ ტრანსპორტის მომავალი ელექტროა. აქედან გამომდინარე, Volkswagen, ელექტრიფიკაციის მიმართულებით, დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.

მოდით განვიხილოთ, შეძლებს თუ არა კომპანია 2025 წლისთვის ელექტრომობილების (EV) წამყვანი მწარმოებელი გახდეს.

Volkswagen-ის 2025 წლის მიზანი

8,9 მილიონი ავტომობილიდან, რომელიც Volkswagen-მა 2021 წელს გაყიდა, 5.1% (დაახლოებით 452,900) ბატარეის ელექტრო მანქანები (BEV) იყო. შედარებისთვის, გასულ წელს Tesla-მ დაახლოებით 936,000 ავტომობილი გაყიდა.

Volkswagen-ის მენეჯმენტმა 2025 წლისთვის მიზნად დაისახა 5.1%-იანი მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდა.

Targeting BEV Leadership by 2025

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ფოლკსვაგენს მიწოდების ჯაჭვის პრობლემები შეექმნა, კომპანიამ 2020 წელს ბაზარს 9.3 მილიონი მანქანა მიაწოდა, ხოლო 2019 წელს – თითქმის 11 მილიონი. ასე რომ, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის საშუალო მიწოდება დაახლოებით 9.7 მილიონ ავტომობილს შეადგენდა. თუ ვივარაუდებთ, რომ ავტომობილების მთლიანი მიწოდება არ გაიზრდება, სამწლიანი საშუალო მიწოდების საფუძველზე 2025 წლისთვის 20%-იანი წილი 1.9 მილიონ BEV-ს შეადგენს. ფოლკსვაგენის 2021 წლის BEV მიწოდებასთან შედარებით კი ეს ოთხჯერ ზრდა იქნება.

გარდა ამისა, კომპანია მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის BEV-ის გაყიდვები მთლიანი გაყიდვების ნახევარს გაუტოლდეს. ევროპული ბაზრის გარდა, Volkswagen-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ამ ზრდის ნაწილი ჩინეთზე მოვა. Volkswagen-ის ID.4 და ID.5 მის BEV მოდელებს შორის ყველაზე გაყიდვადია. ავტომწარმოებელი უახლოეს წლებში ახალი ელექტრო მოდელების გამოშვებას გეგმავს.

გარდა ამისა, კომპანია, თავისი მიზნების მისაღწევად, კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით უზარმაზარი კაპიტალური ინვესტიციების ჩადებას აპირებს.

უზარმაზარი ინვესტიციები EV მიმართულებით

Volkswagen, დაგეგმვის რაუნდების მეშვეობით, ბიუჯეტის საშუალოვადიან დაგეგმვას ახორციელებს. ბოლო რაუნდში – PR70, კომპანიამ ელექტროფიკაციისთვის 89 მილიარდი ევრო გამოყო.

PR70

სავარაუდოდ, 52 მილიარდი ევრო მხოლოდ BEV-ებზე და ელექტროფიკაციაზე დაიხარჯება. დაახლოებით 8 მილიარდი ევრო ჰიბრიდულ ელექტროგადამცემებს ეთმობა, ხოლო თითქმის 30 მილიარდი ევრო გამოიყოფა პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ ეს ინვესტიციები 2026 წლისთვის კომპანიას 3.5 მილიონი BEV ერთეულის სიმძლავრის მიღწევაში დაეხმარება.

ტოპ EV აქცია

დამკვიდრებული ბრენდის სახელი Volkswagen-ს, ახალ კონკურენტებთან შედარებით, EV სივრცეში უპირატესობას ანიჭებს. თუ კომპანია შეძლებს ხარისხიანი ელექტრომობილების მიწოდებას და იმავდროულად ხარჯების გაკონტროლებას, მოთხოვნა, სავარაუდოდ, მისი ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.

იმ ძალისხმევის წყალობით, რომელსაც ფოლკსვაგენი ელექტროფიკაციის მიმართულებით ახორციელებს, მან რამდენიმე წელიწადში წამყვან EV მწარმოებლად გარდაქმნა უნდა შეძლოს. მთლიანობაში, ფოლკსვაგენის აქციები, ელექტრომობილების ბუმში ინვესტირების მიმზიდველ საშუალებას წარმოადგენს.

წინა

შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ

შემდეგი

2 გაკვეთილი უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითზე

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 გაკვეთილი უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითზე

2 გაკვეთილი უორენ ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის მაგალითზე

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved