• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ

აპრილი 19, 2022
in სიახლეები
შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ
გაზიარება

2021 წლის ნოემბერში პიკის მიღწევის შემდეგ, Netflix-ის აქციების ფასი სასტიკად დაეცა და ღირებულების ნახევარი დაკარგა. სტრიმინგ ვიდეოს პიონერმა მასიური გაყიდვების ცეცხლზე ნავთი მაშინ დაასხა, როდესაც 2022 წლის პირველ კვარტალში გამომწერების გაცილებით დაბალი ზრდის ორიენტირი აიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის პანდემიასთან დაკავშირებული მოულოდნელი ზრდის ტალღა ნამდვილად დასრულდა.

Watching Netflix

ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი

დიდი ხანია ინვესტორების შეპყრობილნი არიან Netflix-ის გამომწერთა რაოდენობის ზრდით, როგორც კომპანიის ამჟამინდელი შესაძლებლობების მაჩვენებლით. ამიტომ, იანვარში, როდესაც მენეჯმენტმა პირველი კვარტლისთვის გამომწერების მხოლოდ 2.5 მილიონიანი ზრდა ივარაუდა (მეოთხე კვარტალში გამომწერთა რაოდენობა 8.28 მილიონით გაიზარდა), კომპანიის აქციები მასიურად გაიყიდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისტორიულად, Netflix-ისთვის პირველი კვარტალი უფრო მოკრძალებულია, ამიტომ მენეჯმენტის ასეთი პროგნოზები აზრს მოკლებული არ არის.

2021 წლის ნოემბრის პიკის შემდეგ, ნეტფლიქსის აქციების ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა. უოლ სტრიტის მრავალი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გამომწერების რაოდენობის რეალური ზრდა შეფასებებს გადააჭარბებს, რამაც, შეიძლება, აქციების მნიშვნელოვანი აღდგენა გამოიწვიოს.

ანალიტიკოსების შეფასებების კონსენსუსის თანახმად, Netflix-ის გლობალური გამომწერების ბაზა კომპანიის პროგნოზს გადააჭარბებს და 2.8 მილიონით გაიზრდება, მაგრამ უოლ სტრიტის ზოგიერთი ანალიტიკოსი კიდევ უფრო მძლავრ ზრდას ელის. Well Fargo-ს ანალიტიკოსმა – სტივენ კეჰოლმა ცოტა ხნის წინ გაზარდა თავისი პროგნოზი 2.5 მილიონიდან 2.9 მილიონამდე და ფირმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) ანალიზი დაიმოწმა. Guggenheim-ის ანალიტიკოსი – მაიკლ მორისი კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და მესამე მხარის – Apptopia-ს მონაცემებზე დაყრდნობით, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობის 3 მილიონით ზრდას ვარაუდობს.

არაპროგნოზირებადი სიტუაცია

Netflix-ის გამომწერთა რაოდენობის თვალსაზრისით მდგომარეობა არაპროგნოზირებადია. კომპანიამ გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთში მომსახურება შეაჩერა. ეს მოჰყვა ადრინდელ ნაბიჯებს, როდესაც სტრიმინგ კომპანიამ უარი თქვა რუსული, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არხების ტრანსლაციაზე და რუსულენოვანი საავტორო გადაცემების წარმოება შეაჩერა.

ნეტფლიქსის მენეჯმენტს არასოდეს უთქვამს, თუ რამდენი გამომწერი ჰყავდა კომპანიას რუსეთში, მაგრამ ანალიტიკოსების უმეტესობის აზრით, ეს რიცხვი 1-2 მილიონს აღწევდა.

ამჟამად Netflix-ის აქციის ფასი 23-ჯერ აღემატება 2023 წლის საპროგნოზო მოგებას თითო აქციაზე (EPS), რაც თითქმის ათწლეულის განმავლობაში კომპანიის აქციის ყველაზე დაბალი შეფასებაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ Netflix-ის აქციების გაყიდვები ზედმეტად შორს წავიდა. კომპანია კვარტალურ ანგარიშს დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ წარადგენს და მას საშუალება ეძლევა ინვესტორები მოულოდნელი მაჩვენებლებით გააკვირვოს.

წინა

რატომ შემცირდა BioNTech-ის, Moderna-სა და Novavax-ის აქციების ფასები?

შემდეგი

რა არის ჰეჯ-ფონდი?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რა არის ჰეჯ-ფონდი?

რა არის ჰეჯ-ფონდი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved