• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe

აპრილი 14, 2022
in სიახლეები
რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe
გაზიარება

თუ მუდმივად ათვალიერებთ ბაზრის აქციების სიას, რათა მომავალი „რევოლუციონერები“ აღმოაჩინოთ, დროს კარგავთ. Amazon-ის, როგორც საჯარო კომპანიის, წარმატება ოდესღაც ნაკლებად სავარაუდო იყო ისევე, როგორც Nvidia-ს და Alphabet-ის (როდესაც ის მხოლოდ Google იყო) ნათელი მომავალი.

რაც შეეხება ამჟამინდელ მოწინავე კომპანიებს, ციფრული გადახდების სივრცეში არის ერთი საინტერესო, მზარდი სახელი, რომელსაც შეუძლია PayPal Holdings-ს კონკურენცია გაუწიოს. ეს არის ფსევდო-სტარტაპი სახელწოდებით Paysafe, რომელმაც მოკლე დროში ბევრი რამ გააკეთა.

ეს ბადებს კითხვას: ამ ორი აქციიდან რომელია ახლა უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა?

Which One?

მოდით, PayPal და Paysafe შევადაროთ

PayPal-ის შემთხვევაში ბევრი შესავალი საჭირო არ არის. ეს კომპანია, რა თქმა უნდა, პირველი დიდი სახელია ონლაინ გადახდის სივრცეში და კვლავ ინდუსტრიის სტანდარტია. Maruti Techlabs-ის შეფასებით, PayPal, ბარათით განხორციელებული შესყიდვების თვალსაზრისით, ონლაინ სავაჭრო გადახდების 90%-ს იკავებს. თუ ამ სტატიას კითხულობთ, დიდი შანსია, რომ კომპანიის დაახლოებით 400 მილიონი მომხმარებლიდან ერთ-ერთი იყოთ.

მეორეს მხრივ, თუ Paysafe-ის შესახებ არაფერი გსმენიათ, ამაში გასაკვირი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია 1996 წლიდან არსებობს, მთავარია ევოლუცია მან ბოლო წლებში განიცადა და საჯარო კომპანია მხოლოდ 2021 წლის მარტიდან გახდა. უფრო მეტიც, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ $2 მილიარდს შეადგენს.

თუმცა, კომპანიის მცირე ზომას და, ერთი შეხედვით, პატარა ასაკს თქვენი შეცდომაში შეყვანის უფლება არ მისცეთ. 2020 წელს Paysafe-მა $92 მილიარდის ღირებულების კომერციულ ურთიერთობაში შეიტანა წვლილი და თავისი ძალისხმევის შედეგად $1.5 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. ეს გადახდები მოიცავს ონლაინ და მაღაზიებში განხორციელებულ შესყიდვებს, ასევე შემოსავალს იმ ციფრული გამომცემლებისგან, რომლებსაც კომპანია ემსახურება.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ჰგავს ფეიფალის სერვისს, მართალი ხართ. მაშინ, რატომ უნდა გადავიდეს მსოფლიო Paysafe-ის გამოყენებაზე, როდესაც არსებობს ფეიფალი ან მისი ცნობილი ალტერნატივები როგორიც არის Block და Mastercard?

იმიტომ, რომ Paysafe საკმარისად პატარა და მოხერხებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს ინდივიდუალური და დროული გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. Mastercard ან PayPal ასეთ მდგომარეობაში არ არის.

Paysafe-ის Skrill & Neteller ციფრული საფულის აპლიკაციები ეხმარება მომხმარებლებს მარტივად და უსაფრთხოდ განახორციელონ ტრანზაქციები 25,000-ზე მეტ საცალო მოვაჭრესთან. კომპანიის ზოგიერთი კლიენტი სარგებლობს წვდომით სალარო აპარატებზე და ინტერფეისებზე, რომლებიც მათი უნიკალური ბიზნესის გათვალისწინებით არის შექმნილი. Paysafe-ის სპეციალიზაციის სხვა სფეროები მოიცავს რეალურ დროში საბანკო ოპერაციებს, ასევე ონლაინ ფულად გზავნილებს, რომლებიც კრედიტზე დაფუძნებულ ანგარიშს არ საჭიროებს.

მთელი ამ ძალისხმევის საბოლოო შედეგი არის გაყიდვების ზრდის ისტორია, რომელმაც არა მხოლოდ კომპანიის შედეგების სტაბილიზაციას უნდა შეუწყოს ხელი, არამედ ამ ფისკალურ წელს Paysafe მომგებიან კომპანიად უნდა აქციოს. მოსალოდნელია, რომ კომპანიის შემოსავალი ამიერიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

Paysafe Results, Past and Projected

ეს გარკვეულწილად განსხვავდება PayPal-ის აწმყოსა და მოსალოდნელი მომავლისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია გადახდების სექტორში ჯერ კიდევ დიდი სახელწოდებაა, თებერვალში გამოქვეყნებული მთელი წლის მითითებები ერთგვარი წითელი დროშაა (გაფრთხილება ან მაჩვენებელი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს პოტენციური პრობლემა ან საფრთხე კომპანიის აქციებთან, ფინანსურ ანგარიშგებასთან ან ახალი ამბების ანგარიშებთან დაკავშირებით). კომპანიის მიერ შემოთავაზებული ნოემბრის მითითებების შესაბამისად, ანალიტიკოსები შემოსავლის 18%-იან ზრდას მოელოდნენ. ახლა PayPal, ფისკალური 2022 წლისთვის, მხოლოდ გაყიდვების ზრდას ელის 15%-17%-ით. ამ წლისთვის კომპანიის შემოსავლების პერსპექტივაც არასახარბიელოა.

ამ მომენტისათვის უკეთესი არჩევანი

მიუხედავად 2022 წლისთვის PayPal-ის აშკარა წინაღობებისა, კითხვა რჩება: არის Paysafe შესყიდვის უკეთესი ვარიანტი, როდესაც ირგვლივ ისეთი დიდი მოთამაშეები არიან როგორიც არის Block და Paypal?

Paysafe-ის პროგრესი და პოტენციალი სადავო არ არის. კომპანიის მცირე ზომა უფრო უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი, რადგან ეს კომპანიას მომხმარებლებისთვის უფრო მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზების საშუალებას აძლევს. უფრო დიდ კომპანიებს, როგორიც არის Paypal და Mastercard, შეიძლება, უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეთ, მაგრამ ბაზრის მასიური წილის შენარჩუნება უამრავ რესურსს მოითხოვს. ეს არის გამოწვევა, რომელსაც არ აწყდება ისეთი მცირე ზომის კომპანია, როგორიც არის Paysafe.

თუმცა, PayPal, ინვესტორების უმეტესობისთვის, მაინც უფრო სასურველ კომპანიად რჩება, რადგან ამ კომპანიაში ინვესტირებით ზუსტად იცით რას მიიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ წელს, სავარაუდოდ, კომპანია შემოსავალს 18%-ით ვერ გაზრდის, გაყიდვების 15%-17%-იანი ზრდა, PayPal-ის ამჟამინდელი ზომის გათვალისწინებით, მაინც საკმაოდ კარგია. სხვა თუ არაფერი, არის გარკვეული კომფორტი იმის ცოდნაში, რომ PayPal არის მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებული ციფრული გადახდის სერვისი და ყველაზე ცნობილი ონლაინ გადახდის ვარიანტი. ინფორმაციის მოკრძალებულ რაოდენობისა და გასულ კვირას გამოცხადებული აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის გარდა, Paysafe-ის მომავალი ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია იმისთვის, რომ ამ კომპანიაზე ფსონი გაკეთდეს.

თუმცა ერთ რამ ცხადია: Paysafe ნამდვილად არის სახელი, რომელსაც ამიერიდან თვალი უნდა მიადევნოთ.

წინა

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

შემდეგი

3 აქცია, რომლის ყიდვაც ბაზრის რეცესიის შემდეგ შეგიძლიათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომლის ყიდვაც ბაზრის რეცესიის შემდეგ შეგიძლიათ

3 აქცია, რომლის ყიდვაც ბაზრის რეცესიის შემდეგ შეგიძლიათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved