• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

აპრილი 14, 2022
in სიახლეები
2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ
გაზიარება

ჯერჯერობით ბაზრისთვის რთული წელი იყო, მაგრამ მსოფლიოს ომი და ინფლაცია აქამდეც უნახავს. ამ გაურკვევლობებმა ხელი ვერ შეუშალა ისეთ ინვესტორებს, როგორიც არის უორენ ბაფეტი, რომ საფონდო ბირჟაზე ათწლეულების განმავლობაში სიმდიდრე დაეგროვებინათ.

2022 წელს ნავიგაციისთვის შესანიშნავი გზა შეიძლება იყოს მილიარდერი ინვესტორის რჩევების გათვალისწინება, მათ შორის დამკვიდრებულ ბიზნესში მომგებიან ფასად ინვესტირება. ამ სტატიაში გაეცნობით ორ სამომხმარებლო ბრენდს, რომლის აქციებიც ახლა გონივრულ ფასად არის შეფასებული.

Observing Market
  1. Starbucks

Starbucks-ის აქციების ფასი, უკანასკნელი მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 34%-ით არის შემცირებული, მაგრამ ეს ვარდნა, რა თქმა უნდა, კომპანიის ზრდის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. ფისკალური 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელიც 2 იანვარს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, დამფუძნებელი ჰოვარდ შულცი დაბრუნდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რაც, ბრენდის განვითარებაში შულცის წვლილის გათვალისწინებით, სულაც არ არის ცუდი.

მაგრამ ბაზარი შეშფოთებულია ინფლაციური ხარჯებითა და ამის გავლენით Starbucks-ის უახლოეს მომგებიანობაზე. გარდა ამისა, კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი პროფკავშირებში ერთიანდება. ეს გაურკვევლობა აქციების წარმადობაზე მოქმედებს.

რატომ უნდა შევიძინოთ Starbucks-ის აქციები ახლა? იმიტომ, რომ ამ კომპანიის აქციები ასეთი იაფი ხშირად არ არის. P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი ამჟამად მხოლოდ 3-ზე ოდნავ მაღლა მერყეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც Starbucks-ის P/S კოეფიციენტი ამ დონეზეა.

Starbucks Corp P/S Ratio

როგორც ამას Starbucks გეგმავს, კომპანიას, ინფლაციური ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ძლიერი ბრენდიდან გამომდინარე, ფასების გაზრდა შეუძლია. მენეჯმენტი ასევე გეგმავს ხარჯვის მეტი დისციპლინა გამოიყენოს, რათა მტკიცე მარჟა შეინარჩუნოს.

Starbucks-ზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია, რასაც მხარს უჭერს ბოლო კვარტალში დაფიქსირებული შემოსავლების  შესანიშნავი მაჩვენებლები. ინვესტორებს შეუძლიათ კომპანიის აქციები საკმაოდ გონივრულ ფასად შეიძინონ და სანამ ფასის ზრდას ელოდებიან, მიიღებენ საშუალოზე მაღალ – 2.3%-იან დივიდენდურ სარგებელს.

  1. Kroger

Kroger-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 35%-ით გაიზარდა. აქციების ასეთი წარმადობის ფონზე უცნაურია, რომ ინვესტორები აქციებს ყიდიან, მაგრამ მისი P/E (ფასი/მოგება) თანაფარდობის S&P 500 ინდექსთან მიმართებაში გათვალისწინებით, Kroger დაუფასებელი ჩანს. აქცია ბაზარზე ამჟამად 16-ის ტოლი ფორვარდული P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა, რაც ინდექსის ფორვარდულ P/E-ზე (19.4) დაბალია.

ფისკალურ 2021 წელს, რომელიც იანვარში დასრულდა, კომპანიამ იდენტური გაყიდვების (საწვავის გარეშე) ორწლიან წლიურ საფუძველზე 14.3%-ით ზრდა გამოაცხადა. ციფრული გაყიდვები იმავე პერიოდში 2-ზე მეტჯერ გაიზარდა. 2023 წლისთვის მენეჯმენტი ციფრული გაყიდვებისა და მომგებიანობის გაორმაგებას ელის. ფისკალური 2021 წლის მეოთხე კვარტალში კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე წლიდან წლამდე 12%-ით გაიზარდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა – როდნი მაკმულენმა, მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ Kroger-ის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე არის კომპანიის უნარი წარმატებით იფუნქციონიროს სხვადასხვა ოპერაციულ გარემოში, Kroger-ის გუნდი კი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს მიმდინარე და უფრო მაღალი ინფლაციური გარემოს მართვაში.

დაიმახსოვრეთ, აქციების მასიურად გაყიდვა არ ნიშნავს, რომ მათი ფასი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო არ დაიკლებს. მაგრამ, როგორც უორენ ბაფეტის კარიერამ აჩვენა, თუ სოლიდურ კომპანიებში გონივრულ ფასად დებთ ინვესტიციას და მოკლევადიან მერყეობას გადაიტანთ, გრძელვადიან პერსპექტივაში დამაკმაყოფილებელ ანაზღაურებას მიიღებთ.

წინა

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის ტიპები

შემდეგი

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს? PayPal VS Paysafe

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved