Meta Platforms-ის (META) „Connect” ღონისძიების შემდეგ საინვესტიციო ბანკების — JPMorgan-ისა და Jefferies-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ AI და მეტავერსთან დაკავშირებული ამბიციები კომპანიას ერთ-ერთ ტოპ საინვესტიციო შესაძლებლობაც აქცევს.
შეგახსენებთ, რომ „Connect” ღონისძიებაზე Meta-მ მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგვთავაზა — Quest 3S, გასულ წელს გამოსული Quest 3 VR (ვირტუალური რეალობა) სათვალის იაფი ვერსია; ახალი ფუნქციები თავისი ჭკვიანი სათვალეებისთვის, რომლებიც დამზადებულია Ray-Ban-თან პარტნიორობით; ახალი AI ფუნქციები და ა. შ.
ანალიტიკოსების თქმით, ღონისძიებამ აჩვენა Meta-ს პროგრესი ხელოვნური ინტელექტის მონეტიზაციის კუთხით და გახადა ისინი უფრო ოპტიმისტურად განწყობილი კომპანიის აქციების მიმართ.
გუშინ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტის სივრცეში ადრეული წარმატების გათვალისწინებით, Meta-მ „მოიპოვა უფლება, AI-ში დიდი მოცულობის ინვესტიციები განახორციელოს“.
Jefferies-ის ანალიტიკოსებმა კი აღნიშნეს, რომ Meta-ს ახალი პროდუქტების წარმატებით მასშტაბირებისა და მონეტიზაციის დადასტურებულმა უნარმა გაზარდა ნდობა კომპანიის AI მომავლის მიმართ.
JPMorgan-მა Meta-ს აქციების სამიზნე ფასი $610-დან $640-მდე გაზარდა, Jefferies-ის ანალიტიკოსებმა კი $600-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნეს. ეს ნიშნულები გუშინ, სავაჭრო დღის დასრულებისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით დაახლოებით 5.7%-12.7%-იან აღმასვლაზე მიუთითებს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Meta-ს აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $566.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 45 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $597.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $811.00-ს, ხოლო მინიმალური — $475.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 45 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.