Microsoft (MSFT), Meta Platforms (FB) (ადრე ცნობილი როგორც Facebook) და Alibaba (BABA) Warren Buffett-ის აქციების სიაში ხვდება, ეს კი Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილია.
MSFT-ის, FB-ისა და BABA-ს გარდა, ასევე შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: Sprouts Farmers Market (SFM), Perficient (PRFT) და Williams-Sonoma (WSM).
ჩამონათვალში ნახავთ სამშენებლო მიმართულებით ფუნქციონირებად Green Brick Partner-სა (GRBK) და Lennar-ს (LEN).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისა, სიაში ადგილი მოიპოვეს Winnebago Industries-მა (WGO), Boot Barn-მა (BOOT) და მზის ენერგიის მიმართულებით მომუშავე Daqo New Energy-მ (DQ).
ფინანსური მდგომარეობისა და მდგრადი ზრდის გამო, Microsoft ასევე იკავებს ადგილს IBD-ის (Investor’s Business Daily) გრძელვადიანი ლიდერების სიაში, საგულისხმოა რომ აღნიშნული სია შეესაბამება უორენ ბაფეტის ბევრ პარამეტრს.
ვინაიდან უორენ ბაფეტს ( The Oracle of Omaha) არასოდეს დაუწერია წიგნი რომელშიც დეტალურად გვესაუბრებოდა მისი საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ, ამიტომაც არ არსებობს შესყიდვის სრული და საბოლოო ჩამონათვალი. მაგრამ მისი აქციების შერჩევის სტრატეგიები შეგვიძლია ამოვიკითხოთ Berkshire Hathaway-ის (BRKB) წლიური ანგარიშებიდან.
უორენ ბაფეტის აქციების მიმოხილვა
ქვემოთ მოყვანილი სია მოიცავს უორენ ბაფეტის აქციებს, როგორიცაა Microsoft, Meta Platforms, Alibaba და Sprouts Farmers Market, რომლებიც თანხვედრაშია უორენის შეხედულებებთან (ფოკუსირება მენეჯმენტის ხარისხზე და გრძელვადიანი ზრდა).
Berkshire Hathaway-ის პორტფელის დაკვირვების შემთხვევაში ვნახავთ, რომ ბაფეტმა და გუნდმა დატოვეს ფარმაცევტული მიმართულებით ფუნქციონირებადი კომპანია Merck (MRK) და შეამცირეს წილი AbbVie (ABBV) და Bristol Myers Squibb (BMY) კომპანიებში. თუმცა Alibaba-ს, Sprouts-ისა და Williams-Sonoma-ის ეფექტის გათვალისწინებით Berkshire-მა გაზარდა წილი სამომხმარებლო მიმართულებით ფუნქციონირებადი კომპანიების აქციებში, როგორებიცაა Kroger (KR) და RH (RH). MarketSmith-ის მიერ შედგენილი, ქვემოთ მოცემული მაჩვენებლები დაგვანახებს კომპანიებს რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი წარსული და ასევე აქვთ პოტენციალი მომავალი ზრდისათვის.
როგორც წესი აღნიშნული სიის შესაქმნელად, თითოეული აქცია უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- აქციების ტოპ 25% უნდა ხასიათდებოდეს ხუთწლიან ჭრილში EPS (Earnings Per Share) ზრდის ტემპით.
- ზრდის მაჩვენებელი 15% ან მეტი,რაც მდგრადი ზრდის მაჩვენებლად ითვლება.
- 12% ანუკეთესი 5-წლიანიROE (საშუალო შემოსავალი კაპიტალზე)
ბაფეტის აქციების პოტენციალი რეიტინგში
უორენ ბაფეტის აქციების არჩევისას გამოყენებული კრიტერიუმებისგან განსხვავებული შერჩევის მეთედოლოგიის მიხედვით Houlihan Lokey (HLI), იღებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს 99. მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში შემოსავალი შემცირდა, FB აქციის რეიტინგი, IBD Stock Checkup-ში 51-მდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ FANG (Facebook, Amazon, Netflix, Google) აჭარბებს ყველა კომპანიის მხოლოდ 51%-ს, შედარება კი ძირითადი მახასიათებლების მიხედვითაა წარმოდგენილი.
FB-ის აქციებისა და Alibaba-ს ჩათვლით, სიაში ბევრი კომპანია აკმაყოფილებს უორენ ბაფეტის ტიპურ კრიტერიუმებს, მაგრამ არ აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს CAN SLIM (წარმატებული აქციების შემთხევაში არსებული შვიდი ძირითადი მახასიათებელი) მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში ინვესტორები როგორც წესი, აკვირდებიან რეიტინგებს, რომლებიც აფასებენ კომპანიის ფუნდამენტურ და ტექნიკურ სიძლიერეს.
კომპოზიტური რეიტინგი, შეფასებით 1-დან (ყველაზე ცუდი) 99-მდე (საუკეთესო) ცხადყოფს, რამდენად ძლიერია კომპანიაში აღნიშნული შვიდი მახასიათებელი და რა როლს თამაშობს მოგების გენერირებაში. მაგალითად, რეიტინგი 95 ნიშნავს, რომ კომპანია აჭარბებს ყველა სხვა აქციების 95%-ს, შედარება კი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური და ტექნიკური კრიტერიუმების მიხედვით. EPS რეიტინგზე დაკვირვება გვაჩვენებს კომპანიის წლიური და კვარტალური შემოსავლის ზრდას, შემდეგ ზომავს, თუ როგორ შეედრება მისი რიცხვები ყველა სხვა აქციების მაჩვენებლებს. ისევე როგორც კომპოზიტურ რეიტინგში, EPS რეიტინგშიც 95 ქულა ნიშნავს, რომ კომპანიის EPS ზრდის შედეგი აქციების ტოპ 5%-შია.
ძლიერი საფუძვლების მქონე აქციების იდენტიფიცირებით, SMR რეიტინგი ითვალისწინებს გაყიდვების ზრდას, მოგების მაჩვენებელს და კაპიტალზე უკუგებას. A რეიტინგი ნიშნავს, რომ კომპანია არის აქციების ტოპ 20%-ში ძირითადი ფუნდამენტური შესრულების მაჩვენებლების მიხედვით.
ვინაიდან აღნიშნული მიმართულებები ემთხვევა ლეგენდარული ინვესტორის ფოკუსირებას კომპანიის საფუძვლებზე, ეს შეიძლება იყოს სასარგებლო რეიტინგი ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით მათთვის რომლებიც ინტერესდებიან და მიყვებიან უორენ ბაფეტის პოტენციურ აქციებსა და მიდგომებს.