Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Tesla (TSLA) ჩინეთში თავისი Model Y-ის ხუთადგილიანი და ექვსადგილიანი ვერსიების გამოშვებას გეგმავს. შედეგად, მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების კომპანიის შანხაის ქარხანაში წარმოება გაიზრდება.
Model Y-ის ორივე ვერსია ჩინეთში 2025 წელს გამოვა იმის ფონზე, რომ Tesla ცდილობს, დაიცვას თავისი ბაზრის წილი მზარდი შიდა კონკურენტებისგან, რომლებიც მომხმარებლებს იაფ ელექტრომობილებს სთავაზობენ.
Tesla-ს წარმომადგენლებს ამ სიახლესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Tesla-ს ახალი მოდელები და ელექტრომობილების „ომი“ ჩინეთში
ბოლო კვარტლების განმავლობაში ჩინეთში, ელექტრომობილების ბაზარზე, Tesla-ს მზარდ კონკურენციასთან მოუწია გამკლავება რამდენიმე ჩინელი მწარმოებლისგან, რომლებიც მომხმარებლებს ნაკლებად ძვირიან მანქანებს სთავაზობენ. მათ შორის არიან: XPeng (XPEV), Nio (NIO), Li Auto (LI) და BYD (BYDDY).
Tesla-ს წარმომადგენლები ასევე მოელიან, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში კომპანიის თვითმართვის პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების თანხმობას მიიღებენ. ეს ტესლას მისცემს ღირებულ მონაცემებს ტექნოლოგიის გაწვრთნის გასაგრძელებლად, რაც იქნება საკვანძო ფაქტორი ელექტრომობილების მწარმოებლის სხვა პროექტებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, რობოტაქსი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის დებიუტი მომავალ თვეშია დაგეგმილი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $220.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.