• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის „სექტემბრის ეფექტი“?

სექტემბერი 4, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რა არის „სექტემბრის ეფექტი“?
გაზიარება

ტერმინი „სექტემბრის ეფექტი“ აღწერს ისტორიულად სუსტ წარმადობას საფონდო ბირჟაზე, რომელიც შემოდგომის პირველ თვეს ფიქსირდება. ფაქტობრივად, ბოლო დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში, სექტემბერი, საშუალოდ, ყველაზე ცუდი შედეგების მქონე თვეა.

„სექტემბრის ეფექტი“ არის კალენდარზე დაფუძნებული ბაზრის ანომალიის შემთხვევა, იმ გაგებით, რომ ის რაიმე რეალური მიზეზობრივი კავშირის ან მოვლენის გარეშე წარმოიქმნება. ეს კი ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზისთვის1 (EMH) გამოწვევას წარმოადგენს. არსებობს სექტემბრის ეფექტის სტატისტიკური შემთხვევა გაანალიზებული პერიოდის მიხედვით, მაგრამ თეორიის დიდი ნაწილი ანეკდოტურია. ბოლო წლების განმავლობაში, ბირჟაზე სექტემბრის საშუალო ანაზღაურება რეალურად დადებითი იყო.

სექტემბრის ეფექტის გააზრება

1928 წლიდან 2023 წლამდე S&P 500 ინდექსი სექტემბრის, საშუალოდ, კლებას აფიქსირებს. თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია, რომელიც თითქმის 100-წლიან პერიოდს მოიცავს და სექტემბერში, რა თქმა უნდა, ბირჟაზე ყოველწლიურად ცუდი შედეგები არ ფიქსირდება. სინამდვილეში, რამდენიმე წლის განმავლობაში სექტემბერი ყველაზე წარმატებულ თვეებს შორის იყო. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის საშუალო შემოსავალი ნეგატიურია, ამ თვის მედიანური2 შემოსავალი პოზიტიურია.

მიუხედავად იმისა, რომ „სექტემბრის ეფექტი“ შეიძლება წარმოადგენდეს ბაზრის ანომალიას იმ გაგებით, რომ ის ბაზრის ეფექტიანობის დაშვებას არღვევს, ის არ არის აბსოლუტური და, რაც მთავარია, არ არის პროგნოზირებადი რაიმე სასარგებლო გაგებით. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ განხილულ პერიოდს.

მაგალითად, თუ ინდივიდი ბოლო 100 წლის განმავლობაში ფსონს სექტემბრის წინააღმდეგ დადებდა, ის მთლიანობაში მოგებას გამოიმუშავებდა. თუმცა ინვესტორს ეს ფსონი მხოლოდ 2014 წლიდან რომ გაეკეთებინა, ის ფულს დაკარგავდა.

რატომ შეიძლება არსებობდეს „სექტემბრის ეფექტი“

ზოგადად მიჩნეულია, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნებული ინვესტორები სექტემბერში მზად არიან, გაანაღდონ მოგება წლის ბოლომდე. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ინდივიდუალური ინვესტორები მიმართავენ აქციების ლიკვიდაციას სექტემბერში შვილების სასკოლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით. კიდევ ერთი თეორია გვეუბნება, რომ ამ თვის განმავლობაში ინვესტორები სწორედ „სექტემბრის ეფექტის“ მოლოდინში არიან და ამის შესაბამისად მოქმედებენ.

ინსტიტუციურმა ინვესტორებმა ასევე შეიძლება გაყიდონ აქციები სექტემბრის ბოლოს იმის ფონზე, რომ მესამე კვარტალი იხურება. შესაძლოა, მათ წლის ბოლომდე გარკვეული მოგების განაღდება მოისურვონ. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბევრი მსხვილი ერთობლივი საინვესტიციო ფონდი აგროვებს ნაღდ ფულს თავის მფლობელობაში, რათა კვარტლის ბოლოს საგადასახადო ზარალი3 დააფიქსიროს.

თუმცა „სექტემბრის ეფექტს“ ეკონომისტები დიდწილად აფასებენ, როგორც არარელევანტურს. მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ფენომენი ოდესღაც არსებობდა, ახლა ინფორმირებული მოვაჭრეები მოქმედებენ, რომ ის პრაქტიკაში გაქრეს. გარდა ამისა, დიდი ვარდნები სექტემბერში არ დაფიქსირებულა ისე ხშირად, როგორც ეს 1990 წლამდე იყო. ამის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ ინვესტორები რეაგირებენ „წინასწარ პოზიციონირებით“ — ანუ აქციების უფრო მეტად აგვისტოში გაყიდვით.


[1] ჰიპოთეზა ფინანსურ ეკონომიკაში, რომლის მიხედვითაც, აქტივების ფასები ასახავს ყველა არსებულ ინფორმაციას.

[2] რიცხვი მოცემულ შერჩევაში ან პოპულაციაში, რომლის მარცხნივ და მარჯვნივ განთავსებულია ზრდადობით ან კლებადობით დალაგებულ მონაცემთა თანაბარი რაოდენობა.

[3] ფასიანი ქაღალდების დროული გაყიდვა ზარალით, მომგებიანი აქტივების გაყიდვის შედეგად დაკისრებული გადასახადის ოდენობის კომპენსაციის მიზნით.

წინა

გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა

შემდეგი

გავრცელებული ინფორმაციით, Tesla ჩინეთში თავისი Model Y-ის 5 და 6-ადგილიანი ვერსიების გამოშვებას გეგმავს

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla ჩინეთში თავისი Model Y-ის 5 და 6-ადგილიანი ვერსიების გამოშვებას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, Tesla ჩინეთში თავისი Model Y-ის 5 და 6-ადგილიანი ვერსიების გამოშვებას გეგმავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved