• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

ივლისი 8, 2024
in სიახლეები
რას უნდა ველოდეთ ამ კვირაში აშშ-ის საფონდო ბირჟისგან?
გაზიარება

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) თავმჯდომარე — ჯერომ პაუელი მიმდინარე კვირაში კონგრესს მიაწვდის განახლებებს ეკონომიკური პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ. ამას მოჰყვება სამომხმარებლო ფასების ინდექსისა (CPI) და მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემების გამოქვეყნება კვირის ბოლოს. ბაზრის დამკვირვებლები ასევე გაეცნობიან მომხმარებელთა განწყობის მონაცემებს ივლისისთვის.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება მეორე კვარტლის მნიშვნელოვანი ფინანსური ანგარიშები. საბანკო სექტორიდან კვარტალურ შედეგებს წარადგენენ JPMorgan Chase, Wells Fargo და Citigroup. ინვესტორთა საზოგადოებას მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს გააცნობენ სხვა ცნობილი კომპანიებიც: PepsiCo, Delta Air Lines, Helen Of Troy, Manchester United, WD-40 და ა. შ.

ინვესტორები ყურადღებით მოელიან ჯერომ პაუელის განცხადებას CPI მონაცემების შესახებ

ბაზრის დამკვირვებლები ყურადღებას გაამახვილებენ ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის — ჯერომ პაუელის განცხადებაზე. დაგეგმილია, რომ ის ხვალ სიტყვით მიმართავს სენატის საბანკო კომიტეტს, ხოლო ოთხშაბათს — კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტს. სავარაუდოდ, კანონმდებლები პაუელს დაუსვამენ კითხვებს მიმდინარე ეკონომიკური პირობების, ასევე Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივის შესახებ.

მიმდინარე კვირაში განცხადებებს ასევე გააკეთებენ ფედერალური სარეზერვო სისტემის ვიცე-თავმჯდომარე მაიკლ ს. ბარი, Fed-ის მმართველი საბჭოს წევრი — მიშელ ბოუმენი და ატლანტას ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი — რაფაელ ბოსტიჩი.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის უახლესი მონაცემები, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდება, დაგვეხმარება იმის გარკვევაში, განაგრძობდა თუ არა ინფლაციის მაჩვენებელი ივნისში ვარდნას მას შემდეგ, რაც მაისში 3.3%-მდე დაეცა. მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი პარასკევს გამოქვეყნდება — ის ასახავს ინფლაციას საბითუმო დონეზე.

ასევე პარასკევს, მომხმარებელთა განწყობის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ მომხმარებლებს აშშ-ის ეკონომიკასთან დაკავშირებით.

მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები

ამ კვირაში კვარტალური ანგარიშების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყება. საინვესტიციო საზოგადოებას ფინანსურ შედეგებს აშშ-ის ზოგიერთი უმსხვილესი ბანკი გააცნობს,

ხოლო სხვა კომპანიების კვარტალური ანგარიშები წარმოდგენას შეგვიქმნის ამერიკელი მომხმარებლების ფინანსური სიჯანსაღის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Citigroup-ის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზებს გადააჭარბა. თუმცა მათ, წინა კვარტალთან შედარებით, წმინდა საპროცენტო შემოსავლის კლება დააფიქსირეს.

სამშაბათს, Helen of Troy-ის კვარტალური ანგარიში გვიჩვენებს, თუ როგორ რეაგირებენ მომხმარებლები სილამაზისა და ველნესის ბრენდებზე, როგორებიც არის Revlon, Braun და Vicks. ხოლო WD-40-ის კვარტალური შედეგები მოგვაწვდის ინფორმაციას სამრეწველო და დასუფთავების პროდუქტების გაყიდვების შესახებ.

რაც შეეხება PepsiCo-ს, წინა კვარტალურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ კომპანიის Quaker Foods განყოფილებაში გაყიდვები ზეწოლის ქვეშ არის და საინტერესოა, გამოსწორდა თუ არა მდგომარეობა ამ მიმართულებით. Delta Air Lines-ის მენეჯმენტმა კი ივარაუდა, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი წლიურად 5%-7%-ით გაუმჯობესდებოდა მოგზაურობაზე ძლიერი მოთხოვნის გამო.

წინა

რა ხდებოდა 5 ივლისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Boeing, ფატალური ავიაკატასტროფების გამო, $243.6-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
მნიშვნელოვანი შეკვეთის მიღების შემდეგ Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა

Boeing, ფატალური ავიაკატასტროფების გამო, $243.6-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved