ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Zscaler-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მას შემდეგ, ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით არის გაზრდილი. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით შემცირდა.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Zscaler-ის შემოსავალი წლიურად 32%-ით — $553.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $535.93 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.88-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.65-ს.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა მხოლოდ $0.12, თუმცა ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის მოლოდინს $0.38-ით გადააჭარბა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის იმავე მეოთხედში Zscaler-მა თითო აქციაზე $0.32-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ეს იყო პირველი კვარტალი, როდესაც Zscaler-მა GAAP მოგება დააფიქსირა. შესაბამისად, ინვესტორების აღფრთოვანების მიზეზიც გასაგებია.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Zscaler-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავალი, მიმდინარე მეოთხედთან შედარებით, დაახლოებით 24%-ით გაიზრდება და $566 მილიონს მიაღწევს. თუ ვივარაუდებთ, რომ კომპანია ამ ნიშნულამდე მივა, მთელი წლის შემოსავალი $2.14 მილიარდს შეადგენს, რაც 32%-იანი ზრდას გულისხმობს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Zscaler-ის აქციებს?
Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $230.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $290.00-ს, ხოლო მინიმალური — $180.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zscaler-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Zscaler-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.