გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის ვიზიტმა ჩინეთში შაბათ-კვირას კომპანიას არაერთი გამარჯვება მოუტანა.
წლის დასაწყისიდან ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით არის შემცირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-მ მოიპოვა დროებითი თანხმობა ჩინეთში Tesla-ს სრული თვითმართვის (FSD) სისტემის დასანერგად. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა კომპანიისთვის სიდიდით მეორე ბაზარია აშშ-ის შემდეგ.
ადგილობრივ ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფა Tesla-სთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა — ბევრი მომხმარებელი მასში ყოველთვიურ გადასახადს იხდის. FSD-ის ჩინეთში დანერგვამ კი შეიძლება კომპანიის შემოსავალი და მოგების მარჟა გააუმჯობესოს.
„FSD-ის დამტკიცება ჩინეთის საკვანძო ბაზარზე არის გადამწყვეტი მომენტი Tesla-ს ისტორიისთვის“ — წერენ Wedbush-ის ანალიტიკოსები.
Telsa Baidu-სთან თანამშრომლობას აფართოებს
Tesla-ს მენეჯმენტი ასევე აპირებს, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Baidu-სთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთში Tesla-ს ოპერაციების ნავიგაციას. გარდა ამისა, ელექტრომობილების მწარმოებლის ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობამ, შესაძლოა, გააქარწყლოს ჩინეთის მთავრობის ეჭვები მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცა, Wall Street Journal-ის ცნობით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, შესაძლებელი იქნება თუ არა მძღოლების მონაცემების გაგზავნა აშშ-ში, Tesla-ს სათავო ოფისში კომპანიის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის მოსამზადებლად.
მიუხედავად სახელწოდებისა, FSD Tesla-ს ავტომობილებს სრულად ავტონომიურს არ ხდის და მძღოლისგან ყურადღებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მარეგულირებლებმა დაიწყეს გამოძიება პროგრამულ უზრუნველყოფასა და მის როლზე Tesla-ს მანქანებთან დაკავშირებულ ავარიებში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, Tesla-მ რამდენჯერმე შეცვალა თავისი ავტომობილების ფასები, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც მას ემუქრება მზარდი კონკურენცია ადგილობრივი კომპანიებისგან, როგორებიც არის BYD, XPeng და ა. შ.
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა
Tesla-სთვის წელი უხეშად დაიწყო — კომპანიის აქციების ფასები შემცირდა მოსალოდნელზე დაბალი მიწოდებისა და ფინანსური მაჩვენებლების, ასევე სამუშაო ძალის გათავისუფლების ფონზე.
თუმცა გასულ კვირას Tesla-ს აქციებმა დაიწყო აღმასვლა მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა და ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ილონ მასკის კომენტარებზე, რომელიც მან კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $194.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $171.99-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.