• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 წიგნი პერსონალური ფინანსების შესახებ

აპრილი 6, 2023
in ინვესტიციის ანბანი
5 წიგნი პერსონალური ფინანსების შესახებ
გაზიარება

პერსონალური ფინანსების სწორი მენეჯმენტი ადამიანს ფულის დაზოგვაში, ინვესტირებაში და სხვა მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამ სფეროში გათვითცნობიერება საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ცხოვრება უფრო მოვაწესრიგოთ. თუ პერსონალურ ფინანსებზე წარმოდგენა არ გაქვთ ან გსურთ, მის შესახებ მეტი გაიგოთ, დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, რომელიც ამ მიზნის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

The Total Money Makeover (ავტორი: დეივ რემსი)

ეს არის შესანიშნავი წიგნი, რომელშიც მოცემულია მრავალი რეალური მაგალითი იმ ადამიანებისა, რომლებიც დეივის რჩევებს მიჰყვებოდნენ და სასურველ შედეგებს აღწევდნენ. ფულზე სრული კონტროლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ცხოვრების წესის კორექტირებისთვის სურვილისა და მხარდაჭერის ნაკლებობა. ეს წიგნი კი დაგეხმარებათ ახლებურად დაინახოთ მიზნები და ჯილდოები, რომლებსაც ამ მიზნების მიღწევით მიიღებთ.

The Total Money Makeover

You’re So Money: Live Rich, Even When You’re Not (ავტორი: ფარნუშ ტორაბი)

ეს ფარნუშ ტორაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ის ამარტივებს ფინანსების სირთულეებს და ბიუჯეტის შედგენას. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ხარჯების გაწევისას პრიორიტეტების განსაზღვრაზე იმის საფუძველზე, თუ რა სურს ყველაზე მეტად მკითხველს.

ეს იუმორისტული წიგნი მოგვიწოდებს, სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. ფარნუშის ნამუშევარი არის ახალი იდეებისა და გაბედული მიდგომის იდეალური კომბინაციაა. ავტორის წერის სტილი მიმზიდველი, პირდაპირი და მტკიცეა.

You’re So Money Live Rich, Even When You’re Not

Rich Dad Poor Dad (ავტორი: რობერტ კიოსაკი)

ეს წიგნი მოიცავს თითქმის ყველაფერს პერსონალური ფინანსების შესახებ. ეს ორი მამის ისტორიაა — ერთი განათლებულია, მეორე კი სკოლიდან წამოვიდა. პირველმა მათგანმა გარდაცვალების შემდეგ შვილს ვალის გარდა არაფერი დაუტოვა, ხოლო მეორემ — ბიზნეს იმპერია გადასცა.

ეს წიგნი იძლევა ფასდაუდებელ გაკვეთილებს ფულის შესახებ, ნათელს ხდის იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს „მეორე მამის“ მსგავსად და სიმდიდრე დააგროვოს.

Rich Dad Poor Dad

The Little Book of Common Sense Investing: The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns (ავტორი: ჯონ ბოგლი)

ამ საინვესტიციო წიგნში ბოგლი თავის იდეებს ლაკონიურად აცნობს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს სფერო უცნობია. ავტორი ხაზს უსვამს ინდექსებში ინვესტირებას, აქციების შერჩევის სტრატეგიებს და ინვესტირების საფუძვლებს. 2014 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში უორენ ბაფეტმა ამ წიგნის წაკითხვა ყველას ურჩია.

თავად ავტორის თქმით, მასაც კი სჭირდებოდა დროდადრო საკუთარი რჩევების შეხსენება. ტონი რობინსთან საუბრისას ჯონმა აღნიშნა, რომ ბაზრის მკვეთრი ვარდნა მასზე მაინც ზემოქმედებდა და ამ დროს ხელახლა კითხულობდა თავის რამდენიმე წიგნს, რათა „კურსზე“ დაბრუნებულიყო.

The Little Book of Common Sense Investing The Only Way to Guarantee Your Fair Share of Stock Market Returns

The Millionaire Next Door (ავტორები: თომას სტენლი და უილიამ დანკო)

ეს წიგნი ნათელს ფენს ინტელექტუალური ინვესტორების საინვესტიციო სტილს. The Millionaire Next Door გვესაუბრება იმაზე, თუ რამდენად ორიენტირებულნი არიან მილიონერები სიმდიდრის გამომუშავებაზე.

ავტორები ამ წიგნში აანალიზებენ იმ ამერიკელი მილიონერების ჩვევებს, რომლებმაც სიმდიდრე სახალხო ცნობადობის გარეშე დააგროვეს. ავტორთა აზრით, მდიდარი ადამიანების უმეტესობა თავს არიდებს საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას და ურჩევნია, რეალურ შესაძლებლობებზე უფრო მოკრძალებულად იცხოვროს, რაც მათ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ქონების დაგროვების საშუალებას აძლევს.

The Millionaire Next Door
წინა

რატომ შემცირდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გასულ თვეში Bank of America-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასულ თვეში Bank of America-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასულ თვეში Bank of America-ს აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved