ამ სტატიაში განვიხილავთ 4 წინაღობას, რომელსაც Meta Platforms აწყდება. ამ დაბრკოლებებმა 2021 წელს კომპანიის აქციების ფასის 50%-ით შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და, რაც მთავარია, ქვემოთ განხილული ფაქტორები შემოსავლების ზრდას აზიანებს.
- Apple-ის კონფიდენციალურობის პირობების ცვლილებები
Apple-მა კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეცვალა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ აპლიკაციებში მონიტორინგის შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ. ამ ახალმა პოლიტიკამ Meta Platforms-ისთვის მონაცემების შეგროვება უფრო რთული გახადა. Meta ამ მონაცემებს თავისი ბიზნეს პარტნიორებისთვის ზუსტი რეკლამირების გასაწევად იყენებს. რა თქმა უნდა, მარკეტოლოგები ამ მონაცემებს აფასებენ, რადგან, შედეგად, სარეკლამო ბიუჯეტის ნარჩენები მცირდება. რეკლამის განმთავსებლებისთვის ინვესტიციის უფრო მაღალმა ანაზღაურებამ შეიძლება ნაწილობრივ ახსნას, თუ როგორ გაიზარდა Meta-ს შემოსავალი $56 მილიარდიდან $118 მილიარდამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში.
Meta Platforms-ზე რეკლამის განთავსების მსურველების რაოდენობის შემცირდება გასაკვირი არ იქნება, თუ კომპანია ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ იპოვის.
- მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები
კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი შედეგი მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები იყო. მომხმარებელთა ქცევა მომსახურებასა და საქონელს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. იმავდროულად, კოვიდ-19-ის გამო, საქონლის ტრანსპორტირება გართულდა.
თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, რომელიც პროდუქტებზე ორგანულ მოთხოვნას ძლივს აკმაყოფილებს, დიდი ალბათობით რეკლამის ხარჯებს შეამცირებთ. პირველ რიგში, თქვენ არ გსურთ გყავდეთ მეტი იმედგაცრუებული მომხმარებელი, რომელიც თქვენს მაღაზიაში მოვა და აღმოაჩენს, რომ მისთვის სასურველი საქონელი გაყიდულია და, გარდა ამისა, რეკლამის ხარჯების შემცირება თქვენს მოგებას გაზრდის.
- ციფრული სარეკლამო სივრცის ზრდა
ციფრულმა რეკლამამ, არაციფრულ ფორმატებთან შედარებით, წლების განმავლობაში უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2021 წელს მარკეტოლოგებმა, გლობალური მასშტაბით $763 მილიონი დახარჯეს და აქედან 64.4% ციფრულ არხებზე მოვიდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 52.1%-ს შეადგენდა. შედეგად, ინდუსტრიას ახალი მოთამაშეები ემატებიან. მაგალითად, Amazon-მა მომგებიანი სარეკლამო ბიზნესი შეიმუშავა. ასევე, Disney-მ და Netflix-მა თავიანთი პოპულარული სტრიმინგ სერვისების რეკლამით მხარდაჭერილი ვერსიები დააანონსეს.
ციფრული რეკლამის სივრცის ზრდამ, შესაძლოა, Meta-ს ბიუჯეტი დააზარალოს. გარდა ამისა, ეკონომიკის კანონის მიხედვით, მიწოდების ზრდა ფასების შემცირებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ Meta-ს მიერ თითო რეკლამიდან მიღებული შემოსავალი შემცირდება.
- რუსეთის შეჭრა უკრაინაში
და ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მილიონობით ადამიანს გადასახლებას აიძულებს და შემდგომი ესკალაციის რეგიონში შიშს იწვევს. რუსეთსა და უკრაინაში ბიზნესები რეკლამების განთავსებას შეწყვეტენ. უფრო მეტიც, სანქციების ფარგლებში, Meta-მ რუსი რეკლამების განმთავსებლების რეკლამების მიღება გლობალურად შეაჩერა, ხოლო რუსეთმა Facebook დაბლოკა, რაც შემდგომში შემოსავლების დაკარგვას და რეკლამაზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.
სავარაუდოდ, წინაღობები Meta-ს აქციების ფასში უკვე გათვალისწინებულიამიუხედავად ყველაფრისა, ეს არ უნდა იყოს ინვესტორების პანიკის და Meta Platforms-ის აქციების გაყიდვის მიზეზი. ამ ეტაპზე, ისინი მხოლოდ დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდნენ ტენდენციებს. Meta-ს P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 15-ს შეადგენს, ხოლო P/FCF (ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები) 13.6-ს. ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული ეს მინიმალური შეფასება გვიჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, ზემოთ ჩამოთვლილი წინაღობები Meta-ს აქციების ფასში უკვე ასახულია.