• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გართობის ინდუსტრიის 3 ტოპ კომპანია, რომელსაც მაისში უნდა დააკვირდეთ

მაისი 11, 2022
in სიახლეები
გართობის ინდუსტრიის 3 ტოპ კომპანია, რომელსაც მაისში უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

2022 წლის დასაწყისი საფონდო ბირჟისთვის რთული იყო. საორიენტაციო მაჩვენებლის S&P 500-ის ფასი დღემდე დაახლოებით 14%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე მნიშვნელოვანი ვარდნა, შეიძლება, ხარისხიანი კომპანიების აქციების იაფად შეძენის კარგი შესაძლებლობა იყოს.

2022 წელს გართობის ინდუსტრია საკმაოდ დაზარალდა. ამის გათვალისწინებით, მოდით, განვიხილოთ თუ რატომ უნდა დააკვირდეთ შემდეგი კომპანიების აქციებს ამ თვეში: Netflix, Walt Disney და Warner Bros. Discovery.

Netflix

ყველაზე ფართოდ გამოყენებული სტრიმინგ სერვისის – Netflix-ის აქციების ფასი 2022 წელს დაახლოებით 70%-ით შემცირდა. აქციების გაყიდვების უმეტესი ნაწილი მოხდა მას შემდეგ, რაც 10 წლის განმავლობაში მთლიანი გამომწერების რაოდენობის კუთხით ზარალი დააფიქსირა და 2022 წლის მეორე კვარტლისთვის მენეჯმენტის პროგნოზით კომპანია კვლავ ზარალს დააფიქსირებს – 2 მილიონის მოცულობით. მიუხედავად ამისა, კომპანია, თავის კონკურენტებთან შედარებით, ყველაზე მეტ ფასიან გამომწერს (222 მილიონი) ინარჩუნებს.

Netflix

რაც მთავარია, კომპანიას დამატებითი დავალიანების აღების საჭიროება არ გააჩნია. ნეტფლიქსმა კვარტალური ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და $802 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები დააფიქსირა და კომპანიას აქვს პროექტები, რომლებიც ყოველწლიურად განუსაზღვრელი ვადით თავისუფალი ფულადი სახსრების ნაკადების კუთხით პოზიტიური იქნება. შესაბამისად, ნეტფლიქსს ექმნება შესაძლებლობა $14 მილიარდის მოცულობის გრძელვადიანი ვალის გადახდა დაიწყოს.

Netflix შეიძლება აღარ იყოს მზარდი პოტენციალის აქცია. ამჟამად მისი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 16-ს შეადგენს. ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი საშუალო P/E 91-ს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი, 2022 წლამდე, 40-ზე დაბლა არ დაცემულა.

Netflix Inc Price & PE Ratio

ასე რომ, თუ ნეტფლიქსი, სტრიმინგის ლიდერს, რომელსაც ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა და მომხმარებლები გააჩნია, კიდევ ერთხელ შეძლებს გამომწერების რაოდენობის გაზრდას, მისი ამჟამინდელი აქციების ფასი, შეიძლება, შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს კომპანიაში ინვესტიციის ჩასადებად.

Walt Disney

Netflix-ის მსგავსად, Disney-ის აქციებისთვის 2022 წელი ცუდად დაიწყო და მათი ფასი დღემდე დაახლოებით 32%-ით შემცირდა. თუმცა, Netflix-ისგან განსხვავებით, როგორც ჩანს Disney ზრდის რეჟიმშია, რადგან მისმა წამყვანმა სტრიმინგ პლატფორმამ – Disney+-მა პირველ კვარტალში კომპანიის თითქმის 130 მილიონიან გლობალურ ბაზას 11.2 მილიონი ახალი გამომწერი შესძინა.

თუმცა, წინა წელთან შედარებით, Disney+-ის საოპერაციო დანაკარგები გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 35 მილიონი გამომწერი დაემატა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საოპერაციო მარჟის გასაუმჯობესებლად, 2023 წლისთვის მომსახურების ფასის გაზრდას აპირებს.

გარდა ამისა, Netflix-ის გამომწერების ზრდის შეფერხების გამო, ინვესტორებმა შეიძლება იფიქრონ, რომ Disney მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა ბოლო კონფერენციაზე აღმასრულებელი დირექტორის – ბობ ჩაპეკის თქმით, მისი გუნდი დარწმუნებულია, რომ 2024 წლისთვის Disney+ 230-260 მილიონ აბონენტს მიაღწევს.

უფრო მეტიც, დისნეის ყველაზე მომგებიანმა სეგმენტმა (თემატური პარკები, გამოცდილება და პროდუქტები), შეიძლება, პანდემიამდელ დონეს გადააჭარბოს. Mastercard-ისა და Visa-ს მიხედვით, გაზაფხულსა და ზაფხულში მოგზაურობის მოთხოვნა იზრდება, რაც დისნეისთვის ძალიან ხელსაყრელია.

Disney თავისი ფისკალური მეორე კვარტლის შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. თუ კომპანია Disney+-ის, ასევე პარკების, გამოცდილებისა და პროდუქტების მიმართულებით პოზიტიურ ნიშნებს აჩვენებს, მოსალოდნელია, რომ მისი აქციები აღდგება.

Warner Bros. Discovery

ახლად ჩამოყალიბებული Warner Bros. Discovery საჯარო ბაზარზე მიმოქცევადი კომპანია აპრილის დასაწყისში გახდა, თუმცა მისი აქციების ფასი, WarnerMedia-სა და Discovery Communications-ის შერწყმის შემდეგ, უკვე 30%-ით შემცირდა. შედეგად მიღებული კომპანია შთამბეჭდავ კონტენტს ფლობს, როგორიც არის HBO Max, Discovery+ და ათობით საკაბელო არხი. კომპანიას დაახლოებით $10 მილიარდის მოცულობის წმინდა დავალიანება აქვს და კონკურენტებთან დასაწევად დიდი ხარჯების გაღება მოუწევს. 2022 წელს მენეჯმენტი კონტენტისთვის $23 მილიარდის დახარჯვას გეგმავს, მაგრამ, ასევე, უკვე ორიენტირებულია ხარჯების შემცირებაზე.

მთავარი ფინანსური ოფიცერი – გუნარ ვიდელფენსი ამბობს, რომ WarnerMedia-ის სეგმენტმა, რომელიც Warner Bros. Pictures-სა და HBO Max-ს მოიცავს, ბოლო 15 თვის განმავლობაში თვალისმომჭრელი $40 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, მაგრამ თავისუფალი ფულადი ნაკადები პრაქტიკულად არ იყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში Warner-მა გააუქმა ახლახან გაშვებული CNN+ – CNN-ის სტრიმინგის განშტოება, გამომწერების არასახარბიელო რაოდენობის გამო.

მენეჯმენტმა ასევე შეაჩერა სცენარით დადგმული შოუები TBS-სა და TNT-ზე, რადგან Warnermedia-სა და Discovery Communication-ს შორის $3 მილიარდის მოცულობის სინერგიის მიღწევას ისახავს მიზნად.

თუ მედია გიგანტი სინერგიის განბლოკვით ხარჯების შემცირებას შეძლებს, მისი თავისუფალი ფულადი ნაკადები, შემოსავალთან ერთად მალე გაიზრდება.

წინა

ელექტრონული კომერციის 3 საუკეთესო აქცია მაისში შესაძენად

შემდეგი

ბაზრის მერყეობა და მცდარი არჩევანი საინვესტიციო სამყაროს ნაწილია

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
ბაზრის მერყეობა და მცდარი არჩევანი საინვესტიციო სამყაროს ნაწილია

ბაზრის მერყეობა და მცდარი არჩევანი საინვესტიციო სამყაროს ნაწილია

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved