• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მარტი 14, 2022
in სიახლეები
3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, რადგან Dow Jones Industrial Average და S&P 500 2%-ზე მეტით დაეცა. ინდექსები წლის ყველაზე დაბალ ნიშნულთან შესაბამისად 9%-ით და 12%-ით არის ახლოს.

გარდა იმისა, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა გააგრძელებს ბაზარზე ზეგავლენას, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც მეოთხე კვარტლის მოგების ანგარიში აქვთ წარსადგენი, უფრო მეტი მერყეობაა მოსალოდნელი.  Vail Resorts, GameStop და FedEx სწორედ იმ კომპანიების სიაშია, რომელთა მოგების ანგარიშებსაც ყურადღება უნდა მაიქციოთ.

Skiing Season
  1. Vail Resorts-ის ვიზიტორების ტენდენცია

Vail Resorts-ისთვის სათხილამურო სეზონის პიკი ცუდად დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტმა იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ომიკრონის ვარიანტის ზრდა შერწყმული იყო ცუდ ამინდთან, რამაც დეკემბრის ბოლოს სათხილამურო ვიზიტები შეამცირა. კურორტებზე ტრაფიკი უფრო დაბალი იყო ვიდრე 2020 წლის ბოლოს, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა მდგომარეობამ თითქმის ყველა მოგზაურობა შეაჩერა.

ოთხშაბათს Vail-ის მოგების ანგარიში ცხადყოფს, ცუდი დასაწყისის შემდეგ, გაუმჯობესდა თუ არა მოთხოვნის ტენდენციები იანვარსა და თებერვალში. დააკვირდით საბაგიროების დაკავების მაჩვენებელს, რადგან ზამთრის კურორტებზე მოთხოვნის ზრდა შესაბამისად საბაგიროებზე მოტხოვნასაც ზრდის.

Vail-ის გრძელვადიანი სტრატეგია გულისხმობს კურორტების განახლებაში ნაღდი ფულის დახარჯვას, რათა კომპანიამ მომხმარებლებს უფრო მაღალი დონის საკურორტო გამოცდილება შესთავაზოს. ეს კი ფულადი ნაკადებზე დაკვირვებისთვის მთავარი მიზეზია.

  1. GameStop-ის 2022 წლის პერსპექტივა

„მიმი“ აქციის (კომპანიის აქციები, რომლებმაც ონლაინ და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით, საკულტო მიმდევრები მოიპოვა) სტატუსის მოპოვების შედეგად, გასულ წელს GameStop-ის აქციები ფასი დიდი არასტაბილურობით ხასიათდებოდა, მაგრამ ხუთშაბათის მოგების ანგარიში კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ თავისი რეალური პოტენციალი გვაჩვენოს. ვიდეო თამაშების საცალო მოვაჭრეების აქციების ფასები 2022 წელს შემცირდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ „მიმი“ აქციებმა გარკვეული ბრწყინვალება დაკარგა. ბიზნესთან დაკავშირებითაც უფრო მეტი პრაქტიკული საზრუნავი არსებობს, მას შემდეგ, რაც Best Buy-მ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ვიდეო თამაშების ნიშა საკურორტო სეზონზე მნიშვნელოვანად შენელდა.

ხუთშაბათს გავარკვევთ, დააზარალებს თუ არა ეს ვარდნა GameStop-ის აღდგენის პროცესს. განცხადების წინ, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ წლის უმსხვილეს კვარტალში გაყიდვები დაახლოებით 4%-ით – $2.2 მილიარდამდე გაიზრდება.

ამავდროულად, თვალი ადევნეთ მენეჯმენტის მდგრადი ზრდის მტკიცებულებას. GameStop საიმედოდ ძლიერი გაყიდვების მიღწევას მთელი ძალებით ცდილობდა მანამდეც, სანამ ინდუსტრია ძირითად ციფრული გაყიდვების მოდელზე გადაინაცვლებდა. ინვესტორები მართებულად არიან დაინტერესებული იმით, შეუძლია თუ არა საცალო მოვაჭრეს უკეთესი შედეგების მიღწევა იმის ფონზე, რომ მოთამაშეები პროდუქტს, სულ უფრო ხშირად, პირდაპირ გამომცემლებისგან და კონსოლის პლატფორმების საშუალებით ყიდულობენ.

  1. FedEx-ის მომგებიანობა

FedEx ფისკალური მესამე კვარტლის შედეგებს ხუთშაბათ შუადღისას აცხადებს და მასთან დაკავშირებული ბოლოდინები მოკრძალებულია. ამანათების მიწოდების გიგანტზე მოთხოვნამ, სავარაუდოდ, მოიმატა, რადგან 2021 წლის ბოლოს ონლაინ ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. თუმცა ეს მიღწევა ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდით, უფრო მაღალი ხელფასებითა და პერსონალის დეფიციტით კომპენსირდება. მესამე კვარტლის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გაუმკლავდა FedEx ამ გამოწვევებს.

FedEx Corp Operating Margin (TTM)

აღმასრულებელ დირექტორს – ფრედერიკ სმიტსა და მის გუნდს, შესაძლოა, 2022 წლისთვის მომავლის კონსერვატიული ხედვა ჰქონდეთ, განსაკუთრებით FedEx-ის ევროპული ბიზნესისთვის. ამ სეგმენტმა შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი ზეწოლა ეკონომიკური შეფერხებების შედეგად, რაც გეოპოლიტიკურ შეტაკებებთან არის დაკავშირებული.

თუმცა მომავალ წელს, FedEx კვლავ განაგრძობს გლობალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დიდი დანახარჯების გაწევას და ასევე აქციონერებისთვის, დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვის გზით, ფულადი სახსრების დაბრუნებას.

წინა

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციები პანიკურად იყიდება

შემდეგი

პროგრამული უზრუნველყოფის 2 საუკეთესო კომპანიის აქციები 2022 წლისთვის

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
პროგრამული უზრუნველყოფის 2 საუკეთესო კომპანიის აქციები 2022 წლისთვის

პროგრამული უზრუნველყოფის 2 საუკეთესო კომპანიის აქციები 2022 წლისთვის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved