• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციები პანიკურად იყიდება

მარტი 14, 2022
in სიახლეები
ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციები პანიკურად იყიდება
გაზიარება

ბლუმბერგის ცნობით, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ულმობელი გაყიდვა ორშაბათსაც გაგრძელდა, რადგან პეკინის მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან რისკის შემცველია აქ არსებული კომპანიებისთვის, რომლებიც განახლებული მარეგულირებელი წინააღმდეგობებით უკვე დაზარალდა.

დილის ვაჭრობაში Hang Seng Tech ინდექსი 8%-ზე მეტით დაეცა. Golden Dragon ინდექსი, რომელიც ჩინური ფირმების ამერიკულ სადეპოზიტო ქვითრებს (ADR) მიჰყვება, გასულ კვირას, ზედიზედ ორ დღეში 10%-ით შემცირდა. ეს ინდექსის 22-წლიანი არსებობის მანძილზე არასოდეს მომხდარა.

ამგვარი დაცემა მოჰყვა მოხსენებას, იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს უკრაინაში ომისთვის სამხედრო დახმარება სთხოვა. მოვაჭრეები შიშობენ, რომ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით პეკინის ნებისმიერმა პოტენციურმა ინიციატივამ შეიძლება ჩინური ფირმების წინააღმდეგ გამოიწვიოს გლობალური რეაქცია, თუნდაც სანქციები.

გარდა ამისა, გასულ კვირას აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ დაასახელა ჩინური კომპანიების აქციების პირველი ნაკრები, როგორც უცხურ ფირმებზე ზეწოლის ნაწილი, რადგან ისინი აშშ-ის მარეგულირებლისთვის საანგარიშო წიგნის გახსნაზე უარს აცხადებენ. ასევე კოვიდ-19-ის მზარდი გავრცელება და შენჟენის ტექნოლოგიური ცენტრის ჩაკეტვა შემოსავლების პერსპექტივას ანელებს.

Power Pacific Investment Management-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა – ჯუნ ლიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტექნოლოგიური სივრცე კვლავ დაუცველია. მან ასევე დასძინა, რომ ფირმა ჩინურ ADR-ებს თავს არიდებს, რადგან ამ ეტაპზე რისკის პროფილის შეფასება ძალიან რთულია.

ორშაბათს Hang Sang ინდექსი 4.1%-ით დაეცა, ხოლო ჩინეთის საორიენტაციო ინდექსი – CSI 300 2%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ჩინური იუანი ბოლო ერთი თვის ყველაზე სუსტ ნიშნულამდე ჩამოვიდა, რადგან ჩინეთის აქტივების მიმართ განწყობა გაუარესდა.

Hang Sang და Golden Dragon ინდექსები მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 60%-ით დაეცა. ორშაბათს Alibaba Group Holding Ltd.-ის აქციების ფასი ჰონგ-კონგში 8.4%-ით შემცირდა, ხოლო Tencent Holdings Ltd., რომლის სათაო ოფისიც შენჟენში მდებარეობს, 4%-ზე მეტით დაეცა.

ამ ყველაფრის ფონზეც კი, ტრეიდერები 22 თებერვლიდან, ყოველ სესიაზე ყიდულობენ ჰონგ-კონგის აქციებს საფონდო კავშირის საშუალებით, თუმცა ეს, აქციების ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის.

ტექნოლოგიური აქციების ფასები ისტორიული ვარდნა იმედს უცრუებს ჩინეთის „ხარებს“ (ინვესტორები, რომლებიც ყიდულობენ აქციებს, რადგან თვლიან, რომ მომავალში მათი ფასები გაიზრდება), რომელთა რიცხვი გაიზარდა წელს, როდესაც, ჩინეთის სახალხო ბანკის პოლიტიკის შემსუბუქების ფონზე, სტრატეგები ფსონს ფასების ზრდაზე დებდნენ.

Goldman Sachs Group Inc.-ის სტრატეგებმა ჩინეთის აქციების მიმართ ოპტიმიზმი ოდნავ შეარბილეს და MSCI China ინდექსის შეფასება შეამცირეს.

2021 წლის თებერვლის პიკთან შედარებით, MSCI China ინდექსის შეფასება განახევრდა. მისი აქციების ღირებულება ამჟამად დაახლოებით 9-ჯერ აღემატება 12-თვიან პროგნოზირებულ მოგებას. ზოგიერთ სტრატეგს ახლა ჩინეთის აქციების შესაძენად კარგი შესაძლებლობა აქვს.

Morningstar Investment Management Asia Ltd.-ის ანალიტიკოსმა – ივან სუმ განაცხადა, რომ შეფასებები ისტორიულ მინიმუმზეა და ინვესტორებისთვის ეს კარგი შესვლის პუნქტებია. მან დასძინა, რომ კლება, რომელსაც ჰონგ-კონგში ვხედავთ, მხოლოდ სენტიმენტებთან არის დაკავშირებული და საბოლოო ჯამში, ძირითად ბიზნესში ძირეულად არაფერი შეცვლილა.

წინა

რუსეთის საფონდო ბირჟა ამ კვირის განმავლობაშიც დახურული რჩება

შემდეგი

3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved