• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან

ივნისი 17, 2022
in სიახლეები
3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან
გაზიარება

Twitter-მა გასულ თებერვალს ზრდის ამბიციური მიზნები დაისახა. სოციალური მედიის კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Twitter-ს შეეძლო მონეტიზირებადი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (mDAU) რაოდენობა 2020-2023 წლების მონაკვეთში 192 მილიონიდან 315 მილიონამდე გაეზარდა და ამავე პერიოდში წლიური შემოსავალი გაეორმაგებინა – $3.7 მილიარდიდან $7.5 მილიარდამდე.

ამ მიზნებმა თავდაპირველად ინვესტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გასულ ნოემბერს აღმასრულებელი დირექტორის – ჯეკ დორსის მოულოდნელმა გადადგომამ ამ პერსპექტივებს საფრთხე შეუქმნა. მისი მემკვიდრე, პარაგ აგრავალი, ასევე საკამათო არჩევანი იყო, რადგან მან ერთხელ განაცხადა, რომ ეს შედეგი გარანტირებული არ იყო.

Investor

ამას მოჰყვა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის – ილონ მასკის $44 მილიარდად მთელი კომპანიის შესყიდვის წინადადება. Twitter ამ შეთავაზებას დათანხმდა, მაგრამ მასკმა მოგვიანებით კომპანია ყალბი ანგარიშების საშუალებით მომხმარებლების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა.

შედეგად, გარიგება გაურკვევლობაში რჩება და ტვიტერის აქციების ფასი 40%-ზე მეტით დაბალია მასკის „საბოლოოს და საუკეთესო“ შეთავაზებაზე – $54.20 ერთ აქციაზე. მაგრამ ამ დროისთვის საზრიანმა ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ სამი სხვა რამ კომპანიის შესახებ, რამაც, შეიძლება, ამ არეული გარიგების შედეგზე იმოქმედოს.

  1. Twitter-ს არაერთხელ ჰქონია პრობლემები მომხმარებლების დათვლასთან დაკავშირებით

სხვა სოციალური მედიებისგან განსხვავებით, Twitter-მა მომხმარებლების დათვლის სტანდარტები არაერთხელ შეცვალა. ჯერ კიდევ 2014 წელს კომპანიამ აღიარა, რომ მისი აქტიური მომხმარებლების დაახლოებით 8.5% ფეიკია.

2015 წლის დასაწყისში ტვიტერმა ჯერ 3 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU), შემდეგ კი დამატებით 1 მილიონი MAU დაკარგა Apple-ის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

2019 წელს Twitter-მა MAU-ები, რომლებიც მცირდებოდა, შეცვალა mDAU-ებით, რათა მონეტიზებადი მომხმარებლების ზრდისთვის გაესვა ხაზი. მაგრამ ამ აპრილს, პირველი კვარტლის მოხსენების დროს კომპანიის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ შემთხვევით აღრიცხეს მრავალი ანგარიში, რომელიც ერთ მომხმარებელს ეკუთვნოდა. მათ თქვეს, რომ არასწორმა გამოთვლამ ჯამური mDAU 2 მილიონზე ნაკლებით შეამცირა, მაგრამ ამ ფაქტმა კიდევ უფრო დიდი ეჭვი გააჩინა კომპანიის ძირითადი აუდიტორიის თანმიმდევრულად გაზომვის შესაძლებლობის შესახებ.

  1. კომპანიის მონაცემთა ლიცენზირების ბიზნესი საკამათოა

ტვიტერი შემოსავლის უმეტეს ნაწილს რეკლამებიდან გამოიმუშავებს, მაგრამ მონაცემთა ლიცენზირების ბიზნესი (ასევე ცნობილია, როგორც მისი „გამოწერის და სხვა“ სეგმენტი) ბოლო კვარტალში მაინც ტოპ ხაზის (შემოსავალი) 8%-ს შეადგენდა.

მაღალი სიხშირის ვაჭრობის (HFT) ფირმები იყენებენ ამ საშუალებას თავიანთი ვაჭრობის გასაძლიერებლად. მედიასაშუალებებიც ხშირად იყენებენ ამას უახლესი მოვლენების თვალყურის სადევნებლად, მაგრამ ფაქტების შემოწმების სუსტმა სტანდარტებმა, შესაძლოა, ყალბი ამბების გავრცელება გამოიწვიოს.

  1. კომპანიამ ახლახან სასამართლოს უზარმაზარი გადასახადი გადაიხადა

Twitter-მა გასული წლის განმავლობაში, სასამართლო პროცესების გამო თითქმის $1 მილიარდი დაკარგა. გასული წლის სექტემბერში კომპანია დათანხმდა ინვესტორებისთვის $809.5 მილიონის გადახდას ჯგუფური სარჩელისთვის, რომელიც 2014 წელს Twitter-ის მიერ დასახულ მიზნებთან არის დაკავშირებული.

იმ დროს, ტვიტერის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპანიას, საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეუძლია 550 მილიონ MAU-ს მიაღწიოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 1 მილიარდს. თუმცა, ტვიტერმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ 321 მილიონ MAU-ს მიაღწია და 2019 წლის პირველ კვარტალში ეს მეტრიკა საერთოდ გააუქმა. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ტვიტერმა ფისკალურ 2021 წელს $221 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალი განიცადა.

მაისში Twitter დათანხმდა $150 მილიონის გადახდას იუსტიციის დეპარტამენტთან (DOJ) და ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან (FTC) კონფიდენციალურობის სარჩელის მოსაგვარებლად. კომპანია უჩივლეს თავისი მომხმარებლების ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების მიზნობრივი რეკლამების შესაქმნელად „უნებლიედ“ გამოყენების გამო.

ეს პრობლემები, ტვიტერის გრძელვადიან ზრდას, სავარაუდოდ, არ შეაფერხებს, მაგრამ კომპანიის გადამეტებული დაპირებების და ძვირადღირებული შეცდომების დაშვების ტენდენციას.

Twitter ჯერ კიდევ ბევრი პრობლემის წინაშე დგას

კომპანია ბევრი უახლესი გამოწვევის წინაშე დგას. თუ მასკი Twitter-ს საბოლოოდ დატოვებს კომპანიას აუდიტორიის გაფართოებისა და აქტუალურ სოციალურ მედიად დარჩენის კუთხით დიდი პრობლემები ექნება.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?

შემდეგი

4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია

4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved