• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია

ივნისი 17, 2022
in ინვესტიციის ანბანი
4 მილიონერიდან 3 ამბობს, რომ ეს ფინანსური წარმატების გასაღებია
გაზიარება

ბევრი ადამიანის აზრით, იმისთვის, რომ მილიონერი გახდე აუცილებელია მდიდარი ოჯახის წევრი იყო ან ძალიან მაღალი შემოსავალი გქონდეს.

Ramsey Solutions-მა ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოკითხვა ჩაატარა და 10,000 მილიონერი გამოჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათი მხოლოდ 2% იყო მდიდარი ოჯახიდან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფინანსური წარმატების გასაღები არა მემკვიდრეობა, ლატარიის ბილეთი ან ექვსნიშნა შემოსავალი, არამედ დისციპლინირებული ხარჯვა და თანმიმდევრული ინვესტირებაა.

Investor

რეგულარული, თანმიმდევრული ინვესტირება

გამოკითხვაში ნათქვამია, რომ ოთხი მილიონერიდან სამის (75%) განცხადებით, გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე რეგულარული, თანმიმდევრული ინვესტირება მათი წარმატების მიზეზია. „ასე რომ, ამბავი ახალგაზრდა კომპიუტერული გენიოსის შესახებ, რომელმაც, აპლიკაციის შექმნის შედეგად ერთ ღამეში მილიონები გამოიმუშავა, გამონაკლისია და არა დამკვიდრებული წესი“.

მილიონერებად არ იბადებიან, მილიონერები ხდებიან

მილიონერები ერთ ღამეში არ ხდებიან. გამოკითხული მილიონერების მხოლოდ 5%-მა მიაღწია ამ მდგომარეობას 10 წელს ნაკლებ დროში. მათგან უმეტესობას 28 წელი დასჭირდა, რომ მილიონერი გამხდარიყო. საშუალო ასაკი კი 49 წელს შეადგენდა.

მიზეზი, რის გამოც ამ მიზნის მიღწევას დაახლოებით 30 წელი სჭირდება, არის რთული პროცენტი. თქვენი სიმდიდრე დროთა განმავლობაში, რთული პროცენტის მეშვეობით, უფრო სწრაფად იზრდება. უორენ ბაფეტი – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორი თვლის, რომ რთული პროცენტი ინვესტორის საუკეთესო მეგობარია. ამ მექანიზმს ბაფეტი გორაკზე ჩამომავალ თოვლის გუნდას ადარებს.

თუ თვეში $350-ის ინვესტირებას აპირებთ და 12%-ის ოდენობით წლიურ ანაზღაურებას მიიღებთ, 30 წელიწადში მილიონერი გახდებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ დისციპლინა შეინარჩუნოთ და ფული რეგულარულად დაზოგოთ. სწორედ ასე დააგროვა ბაფეტმა სიმდიდრე. იგი მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $114.2 მილიარდს შეადგენს. უორენ ბაფეტმა ინვესტირება 11 წლის ასაკში დაიწყო და მილიარდერი 50 წლის ასაკამდე არ გამხდარა. ფაქტობრივად, მან თავისი სიმდიდრის 99% 50 წლის დაბადების დღის შემდეგ გამოიმუშავა.

საზრიანი ხარჯვა და დაზოგვა

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მილიონერების 94% ხარჯავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებს, ხოლო მათ 75%-ს საკრედიტო ბარათი არასოდეს ჰქონია. გახდე მილიონერი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებ, არამედ იმაზე, თუ რამდენის დაზოგვა შეგიძლია. გამომუშავებულზე ნაკლების დახარჯვით მილიონერებმა შეძლეს ინვესტიცია განეხორციელებინათ და თავიანთი სიმდიდრისთვის მყარი საფუძველი შეექმნათ.

გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ 10 მილიონერიდან 8-ს მემკვიდრეობა არ მიუღია. მხოლოდ 31%-ს ჰქონდა საშუალოდ $100,000-ზე მაღალი წლიური ხელფასი და ერთი მესამედის წლიური ხელფასი არცერთ სამუშაო წელს ექვსნიშნა რიცხვს არ აღწევდა. კვლევაში მონაწილე მილიონერებმა ყურადღება ვალებისგან თავის შორს დაჭერაზე, ხარჯების კონტროლზე და თანმიმდევრული თანხების რეგულარულად ინვესტირებაზე გაამახვილეს.

წინა

3 რამ, რაც Twitter-ის შესახებ საზრიანმა ინვესტორებმა იციან

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved